Digest Logo

რომელ ქუჩებს ემუქრება საფრთხე? - ვაშლიჯვრის მეწყერის სავარაუდო სცენარი ცნობილია

 18:57 ხუთ. 1 აპრილი
მეწყერი

მაჭავარიანის ქუჩის მეწყერის შუალედური ანგარიში უკვე გამოქვეყნდა. ანგარიშში აღწერილია სავარაუდო სცენარი, იმ შემთხვევაში, თუკი მეწყერი დაიძვრება.

დასახელებულია ქუჩებიც, რომელიც სტიქიის რისკის ქვეშაა. 

„ხილული ფართობი : 50 000 კვ.მ

სავარაუდო სიღრმე : 9-18 მ

დაძრული მეწყერული სხეულის ხილული სავარაუდო მოცულობა : 800 000 კვ.მ

მეწყერული პროცესის სავარაუდო განვითარება - ნეგატიური (ექსტრემალური) სცენარი:

იქიდან გამომდინარე, რომ მეწყერის უბანში ფართობის და ამგები ქანების დახრილობა არ არის დიდი, სავარაუდოა, რომ მეწყერი შეინარჩუნებს გადაადგილების (ფერდობზე დაცურების) შედარებით მცირე სიჩქარეს.

ვინაიდან მასა დიდია, მიუხედავად მცირე დახრილობისა, მეწყერი შეიძენს საკმარის აჩქარებას, რათა გადავიდეს გზის მეორე მხარეს და გავრცელდეს უფრო მეტი აჩქარებით მტკვრის მიმართულებით.

ამჟამინდელი მონაცემებით, ფერდობიდან ნაპრალით გამოყოფილი ბლოკის სხვადასხვა უბანი ფერდობიდან სხვადასხვა სიჩქარით და მიმართულებით გადაადგილდება. კერძოდ, გეოდეზიური და აეროფოტოგრამმეტრიული მონაცემებით, გადაადგილების სიჩქარე მერყეობს 2.6-დან 5.5 სმ-მდე. მიმდინარეობს ინტენსიური მონიტორინგი მიღებული შედეგების დასაზუსტებლად.

მეწყერის უცაბედი დაძვრის ძირითად მაპროვოცირებელ აგენტებად განიხილება ჭარბი ნალექი და მიწისძვრა, ასეთ შემთხვევაში, მეწყერი აზიანებს მაგისტრალური წყალსადენის სამ 900 მმ-იან და უფრო მეტი დიამეტრის მილსადენებს. რის გამოც მაღალი წნევით მომდინარე წყალი მილებიდან დაიღვრება დამეწყრილ უბანზე და მეწყერის ამგებ ლოდნარ მასას შეერევა, რაც მეწყერის დენას ფერდობის ქვედა მიმართულებით (გელოვანის ქუჩისკენ) გაამარტივებს და სავარაუდოდ, ჩამოყალიბდება ღვარცოფული ნაკადი.

მეწყერულ-ღვარცოფული აქტივობა სავარაუდოდ, მოიცავს:

მაჭავარიანის ქუჩას, გელოვანის და მაჭავარიანის დამაკავშირებელ მშენებარე გზატკეცილს, ბროწეულის ქუჩას, გელოვანის ქუჩას.

ასევე, ზედა მეწყერის დაცურება გამოიწვევს ქვედა მეწყერის შერევას და გაზრდის დაცურებული მასის მოცულობას, რომელიც გელოვანის ქუჩაზე მიღწევის შემთხვევაში, სავარაუდოდ, უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

დასათვლელია სცენარები, თუ რა მიმართულებებითაა შესაძლებელი მეწყერის გავრცელება და რა დასახლებულ პუნქტებს შეეხება.

მეწყერის მოცულობიდან გამომდინარე (მოწყვეტილი მასა), რომელიც თავისი მასშტაბით ვერეს 2015 წლის მოვლენების დროს დაძრული მასის ტოლფასია, აუცილებელია, შევაფასოთ სრული სცენარი, რომელიც ყველა შესაძლო გართულებას მოიცავს, რათა მოვახდინოთ პროცესის მართვა ისე, რომ არ დაზარალდეს მოსახლეობა," - ნათქვამია დოკუმენტში.


„გადაცემაში მოგყავთ „პროფესიონალი ანტივა...

20 წუთის წინ

კოკაია

დღეს, სამებაში აფხაზეთის კონფლიქტის დროს...

30 წუთის წინ

სამების საკათედრო
ეკლესია

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

57 წუთის წინ

23 _ ჰოროსკოპი


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge