Digest Logo

რით ხურავდნენ სახლებს ძველ საქართველოში და რა არჩევანი გვაქვს დღეს?

 11:53 ორშ. 18 ოქტომბერი
რითი ხურავდნენ სახლებს
ძველ საქართველოში და რა
არჩევანი გვაქვს დღეს?

ძველად საქართველოს თითოეულ კუთხეში განსხვავებული ფორმის შენობებს აგებდნენ. ეს დამოკიდებული იყო მათ ლანდშაფტსა და გარემო პირობებზე. თუმცა, შეზღუდული იყო ნაგებობების საშენი და გადასახური მასალა. სახურავებისთვის ძველ საქართველოში ყველაზე ხშირად ისლს, ყავარს და კრამიტს იყენებდნენ.

ისლით სამეგრელოსა და აფხაზეთში გავრცელებულ ნაგებობას - ფაცხას ხურავდნენ. თუმცა, მის გადასახურავად იყენებდნენ ჩალასაც და გვიმრასაც. ფაცხა მცირე ზომის, წნელისგან მოწნული და პრიმიტიული სახლი იყო. მას დროებით საცხოვრებლად მწყემსებიც იკეთებდნენ. ისლით სახურავებს სამეურნეო ნაგებობებისთვისაც ამზადებდნენ.

ყავრით, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სახლები - ოდები იხურებოდა. ის ხის თხელი ფიცრებისგან მზადდებოდა და მისთვის საუკეთესო მასალად ნაძვის ხეს მიიჩნევდნენ.

კრამიტი კი გავრცელებული იყო როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ის თიხისგან მზადდება და ვარაუდობენ, რომ მისი წარმოება უძველესი დროიდან დაიწყო. საქართველოში კრამიტი ჯერ კიდევ ძვ.წ. VI საუკუნეში საბერძნეთიდან უნდა შემოსულიყო.

„… იბერია კარგადაა დასახლებული მეტწილად როგორც ქალაქებად, ისე დაბებად; ისე რომ აქ გვხვდება კრამიტის სახურავები და ხუროთმოძღვრების წესით აგებული სახლები, ბაზრები და სხვა საზოგადოებრივი შენობები“, - წერდა ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი. ის ძვ.წ. II საუკუნის საქართველოს აღწერდა.

უძველესი კრამიტი საქართველოში ვანში, ნაქალაქარ სამადლოსა და მცხეთაში აღმოაჩინეს. ის ფართოდ გამოიყენებოდა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. მისი უპირატესობა სიმყარე და ცეცხლგამძლეობაა.

საქართველოში ამზადებდნენ სხვადასხვა ფორმის კრამიტებს. განსხვავებული იყო მისი დამზადების ტექნიკაც. ანტიკური ხანის საქართველოში მას წითლად ღებავდნენ, შუა საუკუნეებში კი მისი მწვანე, ცისფერი და სხვა ფერებით დაფარვის წესიც გავრცელდა. კრამიტებზე წარწერებსა და სხვადასხვა სახის სიმბოლოებსაც აკეთებდნენ.

ძველი საქართველოსგან განსხვავებით, დღეს სხვადასხვა ტიპის საშენი მასალის ხელმისაწვდომობამ და მათი ტექნოლოგიურად დამუშავების შესაძლებლობამ სახურავების არჩევანი ძალიან გაზარდა. ასე, რომ სხვადასხვა მასალის, ხარისხის, დანიშნულების, ფორმისა თუ ფერის სახურავების უდიდესი არჩევანი გვაქვს.

დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გადასახური მასალა მეტალოკრამიტია. ის არის გამძლეც და ლამაზი ვიზუალურადაც. მაღალი ხარისხის მეტალოკრამიტის სახურავებს საქართველოში კომპანია ნოვა უკვე 10 წელია აწარმოებს. მოთუთიებულ ლითონის ფურცლებს მათ საწარმოში სპეციალური ტექნოლოგიით ამუშავებენ.

მეგაცენტრ ნოვაში, ხელმისაწვდომია 10-ზე მეტი ფერის, განსხვავებული ზომის, სისქისა და მასალისგან დამზადებული მეტალოკრამიტი, რომლის ნახვაც შესაძლებელია ონლაინ მაღაზიაში - https://nova.ge/. ამიტომ, მისი არჩევა კლიმატის, სპეციალური საჭიროებებისა და თქვენი გემოვნების მიხედვით, თავისუფლად შეგეძლებათ.

რაც მთავარია, მეტალოკრამიტის ეს სახურავები მსუბუქია, რაც დამონტაჟების პროცესს ამარტივებს. არის ყინვაგამძლე და ხანძარუსაფრთხო. მას არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება და ზედმეტი დანახარჯების გარეშე 50 წელზე მეტი ხნით ძლებს.

ნოვას წარმოებას ცოტა ხნის წინ სახურავების ახალი ხაზი - ნოვა კლასიკიც დაემატა. ის ჩამკეტიანი ფურცლოვანი ფენილია, რომელიც ქართულ საწარმოში ევროპული სტანდარტით მზადდება. მეგაცენტრებში მისი ოთხი ფორმა - სწორი, ოთხკუთხა, სამკუთხა და ტალღისებურია - ხელმისაწვდომი. ევროპაში ასეთი ტიპის გადახურვა დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მარტივად ეხამება სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს, არის ვიზუალურად ლამაზიც და ხარისხიანიც. საქართველოში ის ჯერ იშვიათად გვხვდება, თუმცა, სწორედ მისი ამ მახასიათებლების გამო, სავარაუდოა, რომ ამ ახალ ქართულ ნაწარმზე სულ უფრო მეტი მომხმარებელი შეაჩერებს არჩევანს.


წვიმა და თოვლი - 2 დეკემბრის ამინდის პრო...

00:58

ამინდი

ყურადღება! ელექტრომომარაგება შეიზღუდება...

00:24

ელექტოენერგია

გიორგი ამილახვარი სალომე სამადაშვილს: გა...

00:12

„ქართული ოცნების“
საარჩევნო სიის წევრი
გიორგი ამილახვარი Digest.ge


VIDEO: ფეხსაცმელებიდან თითები უჩანდა, პა...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

იმერული ესკიზები

დედამთილმა განათხოვრობის გამო ამითვალწუნ...

22:08 ოთხ. 1 დეკემბერი

ქალი

„ფეხზე ხორცი ამოგლეჯილი ჰქონდა, ორგანოებ...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

ლენტი ავარია

ამანაც რა თქმა უნდა, იმოქმედა ცეკვაზე......

19:24 ოთხ. 1 დეკემბერი

სალომე ღვინაშვილი

ეს ოცნება მისი გარდაცვალების შემდეგ ავის...

15:56 ოთხ. 1 დეკემბერი

ხატია შამუგია

„ისედაც გვიან შევხვდით ერთმანეთს და ამიტ...

15:55 ოთხ. 1 დეკემბერი

ეკახოფერიადა მიშა ხუჯაძე

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებე...

23:51 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

დღეიდან გაზის ტარიფი გაიზარდა – ნახეთ, გ...

23:25 ოთხ. 1 დეკემბერი

გაზი

ზურაბ ქადაგიძე: იმდენად დიდი აქვთ 7 ნოემ...

21:50 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

ვლადიმერ ბოჟაძე: პოლიციელის შეურაცხყოფის...

21:43 ოთხ. 1 დეკემბერი

სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი

დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე - პოლიციე...

21:37 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

გაქვთ პროტესტი?! გააპროტესტეთ, მაგრამ გა...

21:27 ოთხ. 1 დეკემბერი

საჯარო მმართველობის
მოხელე თამთა
მეგრელიშვილი Digest.ge

შალვა პაპუაშვილი - კომიტეტის 31 სხდომიდა...

21:10 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი

„ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად დაცულია კოვ...

20:45 ოთხ. 1 დეკემბერი

იაგო ფრანგიშვილი

„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარი...

20:10 ოთხ. 1 დეკემბერი

გიორგი ფხაკაძე