Digest Logo

პირველი დიპლომირებული მექანიკოსები - ბექა არჩვაძის გეგმები ავტოსამყაროში

 16:56 ორშ. 29 ნოემბერი, 2021 წელი
ბექა არჩვაძე

ბექა არჩვაძე, ერთ-ერთია იმ 11 სტუდენტიდან, „თეგეტა აკადემიის“ პროფესიული პროგრამის „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ პირველ ნაკადში რომ მოხვდა და სწავლა ახლახან დაასრულა.

პროგრამა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, ამას მოჰყვება სტაჟირება თეგეტას სერვისცენტრებში. ბექამ ყველა ეს საფეხური გაიარა და ახლა თავადაც კომპანიის თანამშრომელია.

პროფესიულ პროგრამაზე „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“, პირველი ნაკადი, 2019 წელს მიიღეს. მისი მიზანია სატრანსპორტო სფეროსთვის მოამზადოს ელექტრონული სისტემების პროფესიონალი შემკეთებელი, რომელიც შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას მსხვილ, საშუალო და მცირე კომპანიებში, ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით. როგორც „თეგეტაში“ ამბობენ, სწავლის პროცესში, სტუდენტები იღებენ ღრმა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ამ თემასთან დაკავშირებულ თითოეულ საკითხზე.

ბექა „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“ სატრანსპორტო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. 13 წლის განმავლობაში ქართულ ხალხურ ცეკვებს ცეკვავდა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო, ამ საქმისთვის თავის დანებება მოუხდა. ელექტრო და ელექტრონული სისტემები სულ აინტერესებდა, დამოუკიდებლად, ინტერნეტის საშუალებით, უფრო სამოყვარულო დონეზე, გარკვეული ცოდნაც მიიღო, რაც შეეძლო, საკუთარ ავტომობილზე აკეთებდა.

„თუმცა, არავინ მყავდა, ვინც ამ სფეროში კარგად გამარკვევდა, სწორ მიმართულებას მომცემდა და მართლა მასწავლიდა რამეს“.

„თეგეტა აკადემიის“ ამ პროგრამაზე სოციალური ქსელით შეიტყო. თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, საბუთების გაგზავნაზე ბევრი არც უფიქრია. გასაუბრების გავლის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს შორის მოხვდა და ასე დაეუფლა ახალ პროფესიას.

„თეორიული ნაწილის შემდეგ, პრაქტიკულ სწავლებაზე რომ გადავედით, უკვე შემეძლო მარტო მუშაობა, თუმცა, ჩემი მენტორი ყველაფერს ამოწმებდა და ზედამხედველობას მიწევდა“.

ამბობს, რომ ამ პროგრამაზე პროფესიისთვის საჭირო ცოდნა სწორად მიიღო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთია თეორიის სწავლა, მეორე კი - ამ ინფორმაციის სწორად გაანალიზება, ათვისება და შემდეგ, პრაქტიკაში სწორადვე გამოყენება.

„აქ სწორი ცოდნა და მიმართულება მომცეს. ასევე - მიღებული ინფორმაციის სწორად გადამუშავება და გამოყენება მასწავლეს. დანარჩენი უკვე ჩემზე იყო დამოკიდებული. ამ პროფესიას ძალიან დიდი შრომა, მუდმივად ცოდნის განახლება, აზროვნება და სწორი გადაწყვეტილებების უნარი სჭირდება. თუმცა, მთავარი მაინც ამ ყველაფრის სურვილია“.

ახლა „თეგეტაში“ ყველანაირ ავტომობილზე მუშაობს, მისთვის შეზღუდვა, თითქმის, არ არსებობს. თუმცა, სულ განვითარებაზე და ახალი ცოდნის მიღებაზე ფიქრობს.

„მინდა, ისეთი დონის პროფესიონალი გავხდე, მუდმივად სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდე. ნაწილობრივ შეიძლება გარისკო კიდეც ჩვენს საქმეში, გარკვეულ წილად, ეს პროფესია რისკსაც მოითხოვს, მაგალითად, პრობლემის გადაჭრის ორი ვარიანტიდან, შენ უნდა აირჩიო უფრო ოპტიმალური და პრაქტიკული“.

ბექას ამ პროფესიის გარდა ბევრი ინტერესი და ჰობი აქვს, მაგალითად, მთიდან ველოსიპედით ექსტრემალური დაშვება, ვარჯიში. ყველაფერს ერთნაირი მონდომებით ეკიდება და ცდილობს, რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერი დეტალურად შეისწავლოს და სწორად აითვისოს. მისთვის ეს მთავარია.

წარმატებისთვის რა არის საჭირო-მეთქი რომ ვკითხე, არც დაფიქრებულა, ისე მიპასუხა:

„მიზანდასახულობა. ხელი არასოდეს, არაფერზე უნდა ჩაიქნიო. მცირე შეფერხებები, პატარ-პატარა „მარცხები“ ყველა პროფესიას ახლავს, მაგრამ დაუშვებელია, ამის გამო უკან დახევა. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მგონია, რომ ყველა პროფესიაში, განსაკუთრებით კი ჩვენს საქმეში, აუცილებელია სწორად აზროვნება, ინფორმაციის სწორად მიღება შეგვეძლოს. შემდეგ კი ეს ყველაფერი დავამუშაოთ და პრაქტიკაში გამოვიყენოთ. ჩემთვის ეს არის პროფესიონალიზმი“.

„თეგეტა აკადემია“ თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელმაც 2019 წელს პროფესიული კოლეჯის სტატუსით, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება მოიპოვა. მისი მიზანი პროფესიული განათლების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი, საავტომობილო ინდუსტრიისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა.


„მიხეილ სააკაშვილი უმძიმესი ავადმყოფია,...

12 წუთის წინ

ოთარ თოიძე

ზურაბ ქადაგიძე: თენგო გოგოტიშვილი რომ არ...

29 წუთის წინ

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

„აღარ გვყავს სიკეთით, სითბოთი და სილამაზ...

49 წუთის წინ

ამირან არაბული


შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მწვრთნელი გახდ...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

შოთა არველაძე „ჰალ სიტის“
მწვრთნელი გახდა

VIDEO: „საყვარელ მამაკაცს ღალატს ვაპატიე...

19:59 ხუთ. 27 იანვარი

თათია თექთურმანიძე

„უკრაინის პრეზიდენტს ვუთხარი, ჩემს მემუა...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტი

VIDEO: ანნა სულაბერიძე 2 წლის გახდა - რო...

19:03

ანა სულაბეიძე

„ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრო...

18:06

ჩერგოლეიშვილი და გიგი
უგულავა

„კატეგორიულად არ გაქვთ ამის თქმის უფლება...

16:12

ცერცვაძე და ივერი

ლევან ნიკოლეიშვილი თენგო გოგოტიშვილზე: ს...

22:46

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge

დავით ქართველიშვილი ინგა გრიგოლიას: მაში...

22:43

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

„ვნერვიულობდი და გამომყვა, დედაა მაინც ხ...

22:14

რუსკა მაყაშვილი

„არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბ...

21:22

ინფექციონისტი
ეპიდვითარებაზე

მაია ბითაძე: ტყის დროებით სარგებლობაში გ...

20:02

საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი მაია
ბითაძე

ვიქტორ ყიფიანი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლ...

19:22

ვიქტორ ყიფიანი

დავით მათიკაშვილი: აუქციონი ჩატარდა, იყო...

19:15

უმრავლესობის წევრი დავით
მათიკაშვილი

ნანა კაკაბაძე: „ნაციონალებო“, თქვე უტიფრ...

19:12

არასამთავრობო
ორგანიზაცია „ყოფილი
პოლიტპატიმრები ადამიანის
უფლებებისთვის“
ხელმძღვანელი ნანა
კაკაბაძე

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის აქა...

19:01

ნიკო კვარაცხელია