Digest Logo

მიხეილ ჩხენკელი: ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივაზე და დავსახეთ გზები, თუ როგორ შეიძლება იყვნენ ჩართულები ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში როგორც აკადემიურ, ისე სამეცნიერო-კვლევით პროცესში

 21:50 შაბ. 25 სექტემბერი
განათლების მინისტრი

„ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივაზე და დავსახეთ გზები, თუ როგორ შეიძლება იყვნენ ჩართულები ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში როგორც აკადემიურ, ისე სამეცნიერო-კვლევით პროცესში“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა .

„ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, პროფესორ ენდრიუ ჰამილტონთან. დეტალურად მოვუყევი ჩვენი აკადემიური სივრცის, მთავარი მეგა პროექტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეის და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია და სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად, საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტის მქონე უნივერსიტეტი გვაქვს. ამერიკელებს ძალიან დიდი ინტერესი აქვთ ამ უნივერსიტეტის მიმართ და კონკრეტულად ნიუ-იორკის უნივერსიტეტს ძალიან დააინტერესა ის დეტალები, რომელიც მოვუყევი, რაში მდგომარეობს ამ უნივერსიტეტის საერთაშორისო კომპონენტი, რომ აკადემიური პროგრამები შექმნილია საერთაშორისო, წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების ბაზაზე და ასევე, ის გარემოება, რომ ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად კითხულობენ პროფესორები უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

ასევე, დეტალურად მოვუყევი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შემავალი ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტის შესახებ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დაფინანსებულია „ქართუ“ ფონდის მიერ. ცენტრში იფუნქციონირებს ორი ციკლოტრონი. ერთი მოხმარდება ულტრათანამედროვე მეთოდებით სიმსივნის მკურნალობას, ხოლო მეორე ციკლოტრონი მთლიანად იქნება განკუთვნილი სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ჩვენ ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივაზე და დავსახეთ გზები, თუ როგორ შეიძლება ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორები ჩართულები იყვნენ როგორც აკადემიურ, ისე სამეცნიერო-კვლევით პროცესში”, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.


ცხელება, საკვებზე უარის თქმა, ტკივილი და...

4 წუთის წინ

მოწამლული ბავშვი

„არავითარი შეზღუდვები აღარ უნდა იყოს გარ...

6 წუთის წინ

პაატა იმნაძე

„ჩემი ორი სამყარო აქ არის“ - როგორ გამოი...

7 წუთის წინ

თამთა შედანია


მამინაცვალმა 17 წლის გოგოზე სექსუალური ძ...

13:11 ოთხ. 20 ოქტომბერი

ტრაგედია ინდონეზიაში

„რატომ არ ხსნი კურსებს, სადაც ჩემნაირ გო...

13:23 ოთხ. 20 ოქტომბერი

მოდელი, კესარია აბრამიძე

VIDEO: „ერთი ულამაზესი ქალი ცხოვრობს, რო...

13:11 ოთხ. 20 ოქტომბერი

გიორგი ფხაკაძე

„ვიგრძენი რომ ცუდად ვარ, მაკანკალებს, ლა...

12:09

ვიკა ბუკია

„ადამიანი ჭაობშია, მაგრამ... მე მაქვს შე...

10:56

ალექსანდრა პაიჭაძე

„ვაპატიოთ ახლა დათოს Mildlife crisis აქვ...

10:19

ფარულავა პაიჭაძე

„ვიღებ ამ გამოწვევას... ახლა თუ არ ვიცეკ...

29 წუთის წინ

სალომე ღვინიაშვილი

„ოჯახის დანგრევა ისე განვიცადე, დიაბეტი...

55 წუთის წინ

როლანდ ოქროპირიძე

გერმანიის ელჩის მოადგილე: გასული დღეების...

13:41

გერმანიის ელჩის მოადგილე:
გასული დღეების
განმავლობაში ჩატარებულმა
წარმატებულმა
სპეცოპერაციამ
საქართველოსა და
გერმანიის
სამართალდამცავი
ორგანოების მონაწილეობით
კიდევ ერთხელ დაადასტურა
ორი ქვეყნის წარმატებული
თანამშრომლობა

ბავარიის პოლიციის დეტექტივი, საგამოძიებო...

13:38

ბავარიის პოლიციის
დეტექტივი, საგამოძიებო
ჯგუფის ხელმძღვანელი

ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოვან კაბინეტზე -...

13:38

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

13:38

პედაგოგის დაკავება

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა მუნიციპალიტეტშ...

13:34

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილმა კანონი დ...

13:24

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

გერმანიის ელჩის მოადგილემ ქართველ პარტნი...

13:14

ტუნია ჰუტი