Digest Logo

მეცნიერებმა საქართველოში აღმოჩენილი, 25 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის დნმ გაშიფრეს

 14:59 ხუთ. 22 ივლისი
მუზეუმი

წყალ­ტუ­ბო­ში მდე­ბა­რე სა­წურ­ბლი­ას მღვი­მე­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი 25 000 წლის წინ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნის დნმ-ი გა­ი­შიფ­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს, ავ­სტრი­ის, ბრი­ტა­ნე­თის, და­ნი­ის, ირ­ლან­დი­ი­სა და ის­რა­ე­ლის სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სტა­ტია წამ­ყვან სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში Current Biology გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ანა­ლი­ზით დამ­ტკიც­და, რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნი­მუ­ში (SAT29) წარ­მო­ად­გენს ადა­მი­ა­ნის იმ გამ­ქრალ გენს, რო­მელ­მაც დიდი როლი შე­ას­რუ­ლა დღე­ვან­დე­ლი და­სავ­ლეთ ევ­რო­პის მო­სახ­ლე­ო­ბის გე­ნე­ტი­კა­ში.

„სა­ქარ­თვე­ლოს, ავ­სტრი­ის, ბრი­ტა­ნე­თის, და­ნი­ის, ირ­ლან­დი­ის, ის­რა­ე­ლის სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად წამ­ყვან სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში „Current Biology“ გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია „სე­დი­მენ­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი 25,000 წლის წი­ნან­დე­ლი დნმ-ი, ადა­მი­ა­ნის, მგლი­სა და ბი­ზო­ნის გე­ნო­მის სეკ­ვე­ნი­რე­ბუ­ლი შკა­ლა“ (Genome-scale sequencing and analysis of human, wolf, and bison DNA from 25,000-year-old sediment). სტა­ტი­ა­ში აღ­წე­რი­ლია სა­წურ­ბლი­ას მღვი­მე­ში (დას. სა­ქარ­თვე­ლო, წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) 25 ათა­სი წლის წი­ნან­დე­ლი ადა­მი­ა­ნი­სა და ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის ბირ­თვუ­ლი და მი­ტო­ქონ­დრი­ა­ლუ­რი დნმ-ი, რო­მე­ლიც გა­ი­შიფ­რა “shotgun” მე­თო­დით. სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი: პ. გე­ლე­ბერ­ტი, ს. სა­ვი­ე­რი, ა. ბერგსტორ­მი, ა. მარ­გა­რი­ა­ნი, თ. კო­ლი­ნი, თ. მეშ­ვე­ლი­ა­ნი, ა. ბელ­ფერ-კო­ე­ნი, დ. ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ნ. ჯა­ყე­ლი, ზ. მაც­კე­ვი­ჩი, გ. ბარ-ოზი, დ. ფერ­ნან­დე­სი, ო. ჩე­რე­ნე­ტი, კ. ოზ­დო­გა­ნი, ვ. ობე­რე­ი­ტე­რი, რ. ფი­ნეი, მ. შტალშმი­დტი, პ. სკოგ­ლუნ­დი, რ. პი­ნ­ჰა­სი. კვლე­ვა ეყ­რდნო­ბა 2012-2017 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის, წყალ­ტუ­ბოს ქვის ხა­ნის შემ­სწავ­ლე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო, ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის (ხელ­მძღვა­ნე­ლი თენ­გო მეშ­ვე­ლი­ა­ნი) მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლის ანა­ლი­ზე­ბის შე­დე­გებს. უძ­ვე­ლე­სი დნმ-ის შეს­წავ­ლა რთუ­ლი პრო­ცე­სია, რად­გან გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ან სრუ­ლად ქრე­ბა დნმ-ი ან ძნე­ლია მისი გა­შიფვ­რა. მღვი­მის მშრა­ლი და ცივი კლი­მა­ტი კი კარგ პი­რო­ბებს ქმნის დნმ-ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა ჯგუფ­მა გა­მო­ი­ყე­ნა ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დი და შეძ­ლო სეკ­ვე­ნი­რე­ბის შე­დე­გად გა­მო­ე­ყო გა­რე­მოს დნმ-ით მდი­და­რი მა­სა­ლა. Current Biology-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში აღ­წე­რი­ლია მღვი­მის ნი­ა­და­გი­დან (აქამ­დე კვლე­ვე­ბი ან­თრო­პო­გე­ნულ ან ფა­უ­ნის­ტურ მა­სა­ლა­ზე ტარ­დე­ბო­და) მი­ღე­ბუ­ლი დნმ-ის გა­შიფვ­რის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც აღ­წერს სამი ძუ­ძუმ­წოვ­რის პო­პუ­ლა­ცი­ის ის­ტო­რი­ას. ამ ახალ­მა მე­თოდ­მა და­ამ­ტკი­ცა, რომ ძვლო­ვა­ნი მა­სა­ლის/ჩონ­ჩხის არ არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­რე­მოს გე­ნო­მის მი­ღე­ბა. ანა­ლი­ზით დამ­ტკიც­და, რომ SAT29 ნი­მუ­ში წარ­მო­ად­გენს ადა­მი­ა­ნის იმ გამ­ქრალ გენს, რო­მელ­მაც დიდი როლი შე­ას­რუ­ლა დღე­ვან­დე­ლი და­სავ­ლეთ ევ­რო­პის მო­სახ­ლე­ო­ბის გე­ნე­ტი­კა­ში. შე­დე­გე­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად მეც­ნი­ე­რებ­მა შე­ა­და­რეს ძუ­ძუ­ა­ნას მღვი­მე­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის ძვლო­ვან მა­სა­ლას და და­ას­კვნეს, რომ ამ ორ ინ­დი­ვიდს ერ­თნა­ი­რი გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აქვს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვით კი­დევ ერთხელ დამ­ტკიც­და რომ, ევ­რა­ზი­ის კონ­ტი­ნენტზე, უკა­ნას­კნე­ლი გამ­ყინ­ვა­რე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, ძი­რი­თა­დი მო­სახ­ლე­ო­ბა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის გე­ნის მა­ტა­რე­ბე­ლია. კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ გა­და­შე­ნე­ბუ­ლი კავ­კა­სი­უ­რი მგლის და ძაღ­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ხაზი, ასე­ვე ევ­რო­პუ­ლი ბი­ზო­ნის გენი, რომ­ლის მემ­კვიდ­რეა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხე­ო­ბა. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი ახალ მო­ნა­ცე­მებს იძ­ლე­ვა გვი­ან პლე­ის­ტო­ცე­ნის (ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თუ­რი) ძუ­ძუმ­წო­ვარ­თა სამი სა­ხე­ო­ბის გე­ნე­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში და აღ­წერს ნი­ა­დაგ­ში დნმ-ის სეკ­ვე­ნი­რე­ბის ‘shotgun’ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გებს, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა ჩვე­ნი წი­ნაპ­რის შე­სა­ხებ უფრო ფარ­თო ინ­ფორ­მა­ცი­ას და მის ფი­ლო­გე­ნე­ტი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის დად­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ამ, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ო­ბის კულ­ტუ­რა­თა გზაჯ­ვა­რე­დი­ნა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი, კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა თა­ვი­სი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი გავ­ლე­ნა ძვე­ლი მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში. გა­მოხ­მა­უ­რე­ბა სტა­ტი­ა­ზე შე­გიძ­ლია იხი­ლოთ ისეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლებ­ში რო­გო­რე­ბი­ცაა: Science, Science Daily, SCI*NEWS, HERITAGEDEILY Biology, TECHNOLOGY NETWORK Applied Science და სხვა. სა­წურ­ბლი­ას მღვი­მე 1975 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნა ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახ. ის­ტო­რი­ის, არ­ქე­ო­ლო­გი­ის და ეთ­ნოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ქვის ხა­ნის შემ­სწავ­ლელ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ ალ. კა­ლან­და­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. 1976, 1985-1988, 1990-1993 წლებ­ში მღვი­მე­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის კ. კა­ლან­და­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ხოლო, 2008-2010 წწ., 2012-2017 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის, წყალ­ტუ­ბოს ქვის ხა­ნის შემ­სწავ­ლე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო, ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ექ­სპე­დი­ცია, თენ­გო მეშ­ვე­ლი­ა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, აწარ­მო­ებ­და სტა­ცი­ო­ნა­რულ გა­თხრებს. ძეგლ­ზე ფიქ­სირ­დე­ბა პლე­ის­ტო­ცე­ნის (ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თუ­რი) და ჰო­ლო­ცე­ნის (ენე­ო­ლი­თუ­რი და უფრო გვი­ა­ნი) ხა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა. ძეგლის გა­თხრე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და შოთა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის, NGGE, IRCHSS და ERC-ის და­ფი­ნან­სე­ბით. ძეგლ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი კვლე­ვე­ბი არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ. კვლე­ვებს მი­ე­ძღვნა სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ე­ბი; 2014 წელს PLOS ONE-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია: Satsurblia: New Insights of Human Response and Survival Across the Last Glacial Maximum in the Southern Caucasus, სა­დაც აღ­წე­რი­ლია უკა­ნას­კნე­ლი გამ­ყინ­ვა­რე­ბის შემ­დეგ (17,900–16,200 cal.BP) პე­რი­ოდ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რა (ქვის და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნო­ლო­გია), რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლეთ ეპიგ­რა­ვე­ტის მსგავ­სია. ამ ტექ­ნო­ლო­გი­ამ (ად­გი­ლობ­რი­ვი ეპი–გრა­ვე­ტი), შე­ავ­სო ის ჰი­ა­ტუ­სი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თურ ქვის და­მუ­შა­ვე­ბის ტი­პო­ლო­გი­ა­ში არ­სე­ბობ­და. სა­წურ­ბლი­ას მღვი­მე­ში ასე­ვე აღ­მოჩ­ნდა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი დონე - ია­ტა­კი, რო­მე­ლიც ან­თრო­პო­გე­ნუ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გა­დაა წარ­მოქ­მნი­ლი და აქამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მღვი­მე­ებ­ში არ იყო აღ­მო­ჩე­ნი­ლი. 2015 წელს National Comunication-ში, გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია „Upper paleolithic genomes reveal deep roots of modern eurasians“. მას შემ­დეგ, რაც გა­ნი­სა­ზღვრა სა­წურ­ბლი­ას მღვი­მის გვი­ან­ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თუ­რი ხა­ნის, 13. 3000 წლის და კო­ტი­ას კლდის მღვი­მის მე­ზო­ლი­თუ­რი ხა­ნის, უკა­ნას­კნე­ლი მო­ნა­დი­რე–შემგრო­ვე­ბე­ლის 9, 7000 წლის ადა­მი­ა­ნის გენი და შე­დარ­და შვე­ი­ცა­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნა­ნახ თა­ნად­რო­ულ გენს, აღ­მოჩ­ნდა, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­უ­რი გენი არის გე­ნე­ტი­კუ­რი ჯაჭ­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი რგო­ლი, რომ­ლის მემ­კვიდ­რე­ე­ბი არი­ან უკა­ნას­კნე­ლი გამ­ყინ­ვა­რე­ბის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დის ევ­რო­პე­ლე­ბი. სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ე­ლი მო­ნა­დი­რე-შემგრო­ვე­ბე­ლი (CHG), მი­ე­კუთ­ვნე­ბა გან­სხვა­ვე­ბულ, უძ­ვე­ლეს შტოს, რო­მე­ლიც აფ­რი­კი­დან გა­მო­სუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის (Homo sapiens) ორი მიგ­რა­ცი­უ­ლი ტალ­ღის მემ­კვიდ­რეა: პირ­ვე­ლი 45,000 წლის წი­ნან­დე­ლის, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და მე­ო­რე, 25 000 წლის წი­ნან­დე­ლი მიგ­რა­ცი­ის, რომ­ლებ­მაც სა­თა­ვე და­უ­დო ევ­რო­პა­ში ნე­ო­ლი­თუ­რი ხა­ნის მწარ­მო­ებ­ლურ მე­ურ­ნე­ო­ბას. აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის­კენ მიგ­რა­ცი­ის დროს, ამ ორი­ვე ტალ­ღას გა­მო­ყო­ფი­ლი ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლან­დელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­და იზო­ლი­რე­ბუ­ლად, ვიდ­რე ად­რებ­რინ­ჯა­ოს ხა­ნა­ში არ გა­ავ­რცე­ლა თა­ვი­სი კულ­ტუ­რა ჩრდი­ლო­ე­თით, კერ­ძოდ იამ­ნა­ი­ას კულ­ტუ­რის მა­ტა­რე­ბელ ტო­მებ­ზე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასევე დაგაინტერესებთ:

❗VIDEO: ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მეორე სართულიდან გადახტა

შვილი დედის მოსაძებნად წავიდა, აღმოჩნდა, რომ მამამ დედა მოუკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა - გაუხმაურებელი ამბავი

„ამდენი ტკივილის და ცუდის მერე, ერთი კარგი ამბავიც მაქვს...“ - ნინო შუბლაძე


რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2...

00:42

სასწრაფო დახმარება

ნახეთ, როგორია 25 ივლისის ამინდის პროგნო...

23:49 შაბ. 24 ივლისი

ამინდი

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23:37 შაბ. 24 ივლისი

ჰოროსკოპი


„ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო?“....

17:34 ხუთ. 22 ივლისი

ჰამლეტ გონაშვილი

ახალი კვლევა: ჭორაობა სოციალურ ცხოვრებას...

19:04 ხუთ. 22 ივლისი

ჭორაობა

„ერთმანეთს ვერ ვიტანდით, მისი მოსვლა არ...

17:34 ხუთ. 22 ივლისი

გივი პაპავა

VIDEO: „ახლაც მეშინია, ამას რომ ვამბობ.....

14:09 შაბ. 24 ივლისი

ნუკი კოშკელიშვილი

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბი...

19:26 პარ. 23 ივლისი

სალომე ზურაბიშვილი

თაკო ჩხეიძემ თმის ფერი შეიცვალა - ნახეთ,...

14:36 პარ. 23 ივლისი

თაკო ჩხეიძე

„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შ...

23:29 შაბ. 24 ივლისი

ხვიჩა კვარაცხელია

„მე შენი პირველი ბიჭი ვარ, რომელიც ბავშვ...

23:12 შაბ. 24 ივლისი

მოწყენილი კაცი

მარიამ იმნაძე საქართველოს ოლიმპიურ დელეგ...

22:29 შაბ. 24 ივლისი

მარიამ იმნაძე

„ამათი მართვა და დაგეშვა ხომ ძალიან ადვი...

20:32 შაბ. 24 ივლისი

სააკაშვილი

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობი...

20:19 შაბ. 24 ივლისი

პროკურატურა: სახელმწიფო
ბიუჯეტს დანაშაულებრივი
ქმედების შედეგად
მიყენებული 850 000 ლარის ზიანი
აუნაზღაურდა

„ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეუ...

20:18 შაბ. 24 ივლისი

ნანა გეგეჭკორი

VIDEO: „გუშინდელი დღიდან საქართველოში ძა...

19:45 შაბ. 24 ივლისი

ფხაკაძე

აკუსტიკური იარაღის, „სტარტოვკის" გამოყენ...

19:15 შაბ. 24 ივლისი

შსს

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დ...

17:58 შაბ. 24 ივლისი

ილია მეორე