Digest Logo

„ქურდობა გინდა, თუ რატომ არ ალაგებ ტუალეტსო, მეთქი 2000 კაცის მოსაქმებულს არ გავაკეთებთქო“ – კაპრალი სისტემის წინააღმდეგ

 00:49 კვი. 26 სექტემბერი
სამხედრო პირი

კაპრალი გორგილაძე „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ შეიარაღებული ძალების დატოვება დამცირების და შეურაცხყოფის გამო მოუწია. როგორც 33 წლის ჯარისკაცი „შაბათის“ ეთერს უყვება, ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულეს.

კაპრალი ბოლო წელიწად-ნახევარი მუხრან შუკვანის სახელობის პოლიგონზე ოც სამხედრო მოსამსახურესთან ერთად მსახურობდა. თვე-ნახევრის წინ კი ჯარისკაცებს მოულოდნელად სერჟანტმა ხუჯაძემ ტუალეტის ხეხვის ბრძანება მისცა.

„წამოდითო და დაალაგეთო, დასალაგებელია ტუალეტი, რას ჰგავს აქაურობაო. აქ თუ არ ალაგებ შესული არ დაგინახოთო. არ შევალ კაცო რამხელა ტყეა-თქო ვუთხარი,“- აცხადებს გორგილაძე.

ჯარისკაცმა გორგილაძემ ტუალეტის ხეხვის ბრძანება არ შეასრულა. ამ დროს საქმეში კაპიტანმა კლდიაშვილი ერთვება და კაპრალს უბრძანებს საპირფარეშო დაასუფთავოს. ირკვევა რომ პოლიგონზე დასუფთავების სამსახური მუშაობს, თუმცა იქ უფროსების თანასოფლელები არიან დასაქმებული და ამიტომ დამლაგებლებს ფუნქციის შეთავსებას ჯარისკაცებს აიძულებენ:

„მე ვუთხარი, არ დავალაგებ-თქო. მერე კლდიაშვილმა მითხრა, შედი შლანგს ხელი მოკიდეო. არ შევალთქო. არ შევალ კი არა, შედი ახლავეო. დამლაგებელს რატომ არ ეუბნებით მეთქი და მე იმას ვერ ვაკადრებ ტუალეტი დაალაგეო ასე მიპასუხა,“ - აცხადებს ჯარისკაცი. მისი თქმით, თავად საპირფარეშო არ დაუსუფთავებია, თუმცა სხვა ჯარისკაცებმა ბრძანება შეასრულეს. დაუმორჩილებელი სამხედრო მოსამსახურე კი ხელმძღვანელებმა დასაჯეს და კუთვნილი შვებულება არ მისცეს.

ირკვევა რომ პოლიგონიდან ამბავმა ბრიგადამდე ჩააღწია. განმარტებებისთვის გორგილაძე ჯერ შტაბის უფროსმა კუბლაშვილმა მესამე ქვეით ბრიგადაში დაიბარა და ახსნა განმარტების დაწერა მოსთხოვა

„ამ ახსნა-განმარტებას შეიძლება მოჰყოლოდა ან სასტიკი საყვედური ან დაქვეთაში გავეშვი. მე ვუთხარი არაფრის დამწერი არ ვარ მეთქი რა დავწერო ტუალეტი რომ არ დავალაგე ეგ დავწერო მეთქი. შენ თუ ამას არ დაწერ რაღაც რაღაცები მოჰყვებაო. გავუწიე ხელი და ასე ვუთხარი – აგერ ვარ და ან დამიჭერ, ან გამაგდებ ჯარებიდან მოკვლით ვერ მომკლავთქო,“- ამბობს ჯარისკაცი.

ჯარში გატარებული ცხრა წლის შემდეგ, სამხედრომ გადაწყვიტა, სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო -. ამბავმა ბატალიონის მეთაურ ამაღლობელამდეც მიაღწია, თუმცა რეაგირება არც მას მოუხდენია.

„ბატალიონის მეთაური მეუბნება ქურდობა ხომ არ გინდაო. ქურდობა რა შუაშია მეთქი. ფორმა მაცვიათქო. აბა რატომ არ ალაგებ ტუალეტსო. მეთქი მე 2000 კაცის მოსაქმებულს არ გავაკეთებთქო. ვიკამათეთ და გაგაგდებ ჯარიდანო. დოკუმენტი მინდა ხელმოწერილი რის გამო მაგდებთქო.

კაპრალის გაგდება ბატალიონის მეთაურმა გადაიფიქრა, თუმცა ნამდვილი ჯოჯოხეთი გორგილაძისთვის სწორედ ამ დღიდან დაიწყო. საქმეში ასეულის სერჟანტი ხარაიშვილი ჩაერთო, რომლმაც ჯარისკაცს ნამდვილი სატანჯველი მოუწყო. სერჟანტი კაპრალს შეიარაღებული ძალების სხვა წევრების თანდასწრებით ამცირებდა.

„დაიწყო პირდაპირ ხალხში ლანძღვა. მოდიოდა პირდაპირ ზეწოლა. ყველა დღე ჩხუბი და რავარია ბიჭებში რომ ხარ და ვიღაცა გეჩხუბება უბრალოდ უსაფუძვლოდ,”- აცხადებს სამხედრო.

„შაბათის ეთერს“ კაპრალი უყვება რომ შევიწროებასა და დამცირებას ვეღარ გაუძლო და ჯარის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ახლა კი სისტემას ამხელს.

„ან გამოვიდნენ და თქვან რომ დააბრუნეს 90 წლები, ის ბნელი 90-იანები, როდესაც ჯარისკაცები ალაგებდნენ ტუალეტს და ერთი ამბავი იყო იქ ჩხუბები ან გაათავისუფლონ ეს 6 ადამიანი,”- ამბობს გორგილაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ბუნებრივი იმუნიტეტი ყოველთვის არა არის აცრის შემდგომ იმუნიტეტზე უფრო ძლიერი...“ - ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი

🔵16 წლის ლიზა კობერიძე Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გამოვიდა

🔵„მეზვრიშვილს რომ ვუყურებ, საკუთარი თავი მგონია ექს ქოცი და თვითონ, აქტივისტი“, - მარიამ გეგუჩაძე

წყარო: www.alia.ge


ბიზნესს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ რა...

4 წუთის წინ

ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე

31 დეკემბერს სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქ...

19 წუთის წინ

ცაგარელი მიხეილი,
ასტროლოგი

„არ მეგონა ამდენი ახსნა თუ დამჭირდებოდა,...

14:10

ჟორჟოლიანი ნანუკა


„ემიგრანტი ვარ! არ ავიცრები! არადა რისთვ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ქალი

მამაკაცის ეს 3 ტიპი არასოდეს არ უნდა შეგ...

12:44 შაბ. 4 დეკემბერი

კაცი პულტით ხელში

10 რამ, რისთვისაც საკუთარ თავს მადლობა უ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ნამასტე

„საოცრად უხდებით ერთმანეთს“ - ქეთევან ხა...

13:18

ქეთევან ხატიაშვილი

ქეთა თოფურიამ სახლი საახალწლოდ გრანდიოზუ...

10:34

ქეთა თოფურია

„იყავი ბედნიერი სამუდამოდ“ – რა ფოტოს აქ...

10:10

სოფო ნიჟარაძე

„მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედას იქვე მაღ...

13:46

ბიჭი

ჩამოწერეთ ქაღალდზე ყველაფერი და როცა საა...

12:18

ჰოროსკოპი

დაპირისპირება, სავარაუდოდ, გოგოს გამო და...

11:43

პოლიცია

3 410 ინფიცირება, 46 გარდაცვალება, 4 732...

10:53

კორონა

სანზონაში მოზარდის მკვლელობის ფაქტზე ორი...

10:01

დანაშაული

ვხედავ, ამ წუთას, უფალი როგორ დაეშვა დედ...

01:23

ლელა კაკულია

„მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ ა...

00:34

კენჭოშვილი ზვიადაური

5 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოშ...

00:25

პროგნოზი

სანზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტა...

23:19 შაბ. 4 დეკემბერი

კრიმინალი-ლენტი