Digest Logo

ქართული ჯარი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გარანტიაა - დავით ჩიხელიძე

 18:06 ხუთ. 22 ივლისი
დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის თავმჯდომარე
დავით ჩიხელიძე

„თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს განვითარების 10 წლიანი გეგმის პრეზენტაცია გამართა. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს არის პირველი დოკუმენტი რომლის შექმნას წინ დაუღალავი შრომა, რეალური ანალიზი და შეფასებები უძღოდა, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მისი მიღება, რადგან რეალური სამუშაო იქნა გაწეული,  დოკუმენტით განსაზღვრული ამოცანების გადაჭრა და მიზნების შესრულება 100 %-ით  რეალისტური  და განხორციელებადია“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძე არის მინისტრი, რომელიც მიღწეულით არ კმაყოფილდება და თავდაცვის სამინისტროს გაძლიერებას ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს:

„განვითარების 10 წლიან გეგმაზე საუბრის დროს აუცილებლად უნდა აღინიშნოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სწორედ მისი მინისტრობის დროს გადაიდგა პირველი ნაბიჯები და დაიწყო დოკუმენტზე მუშაობა. ქართული ჯარის განვითარებისთვის, მსგავსი დოკუმენტის არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან ის ჯარს დაიცავს იმ რყევებისგან, რომელიც შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ქართული ჯარის განვითარება დაეფუძნება თანამედროვე, რიგ შემთხვევაში მომავლის ტექნოლოგიებს, ჯარი გახდება უფრო მობილური და მის ხელთ იქნება, როგორც თავდაცვის, ასევე, შეტევის მრავალფეროვანი არსენალი, რაც ერთიორად აამაღლებს ქართული ჯარის საბრძოლო პოტენციალს.

მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი 10 წლის განმავლობაში დიდი ყურადღება დაეთმობა ქართული სამხედრო წარმოების განვითარებას, მაქვს ოპტიმისტური პროგნოზი, რომ 2030 წელს ჩვენი ჯარის შეიარაღების დიდი ნაწილი, სწორედ საქართველოში წარმოებული იქნება, ამისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და გასულ წელს თავდაცვის ძალებმა შეიარაღებაში დელტას მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები მიიღო, უახლოეს პერიოდში კი ჩვენი ქვეყანა უპილოტო საფრენი აპარატების და ცეცხლსასროლი შაშხანის წარმოებას დაიწყებს.

ქართული ჯარი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გარანტიაა. მნიშვნელოვანია, რომ ხდება არა მხოლოდ თანამედროვე შეიარაღების შესყიდვა და არსებულის მოდერნიზება, არამედ დიდი ყურადღება ეთმობა ჯარისკაცს, რომელზეც სახელმწიფო დგას. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო სამხედრო ქალაქის მშენებლობა, სადაც ბინა 1000 სამხედროს გადაეცემა, ასევე, მოხდა ხელფასის ზრდა, ინფრასტრუქტურის განახლება და ა.შ. სასიხარულოა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე არის მინისტრი, რომელიც მიღწეულით არ კმაყოფილდება და თავდაცვის სამინისტროს გაძლიერებას ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს“, - აღნიშნავს ჩიხელიძე.


რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2...

00:42

სასწრაფო დახმარება

ნახეთ, როგორია 25 ივლისის ამინდის პროგნო...

23:49 შაბ. 24 ივლისი

ამინდი

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23:37 შაბ. 24 ივლისი

ჰოროსკოპი


„ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო?“....

17:34 ხუთ. 22 ივლისი

ჰამლეტ გონაშვილი

ახალი კვლევა: ჭორაობა სოციალურ ცხოვრებას...

19:04 ხუთ. 22 ივლისი

ჭორაობა

„ერთმანეთს ვერ ვიტანდით, მისი მოსვლა არ...

17:34 ხუთ. 22 ივლისი

გივი პაპავა

VIDEO: „ახლაც მეშინია, ამას რომ ვამბობ.....

14:09 შაბ. 24 ივლისი

ნუკი კოშკელიშვილი

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბი...

19:26 პარ. 23 ივლისი

სალომე ზურაბიშვილი

თაკო ჩხეიძემ თმის ფერი შეიცვალა - ნახეთ,...

14:36 პარ. 23 ივლისი

თაკო ჩხეიძე

„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შ...

23:29 შაბ. 24 ივლისი

ხვიჩა კვარაცხელია

„მე შენი პირველი ბიჭი ვარ, რომელიც ბავშვ...

23:12 შაბ. 24 ივლისი

მოწყენილი კაცი

მარიამ იმნაძე საქართველოს ოლიმპიურ დელეგ...

22:29 შაბ. 24 ივლისი

მარიამ იმნაძე

„ამათი მართვა და დაგეშვა ხომ ძალიან ადვი...

20:32 შაბ. 24 ივლისი

სააკაშვილი

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობი...

20:19 შაბ. 24 ივლისი

პროკურატურა: სახელმწიფო
ბიუჯეტს დანაშაულებრივი
ქმედების შედეგად
მიყენებული 850 000 ლარის ზიანი
აუნაზღაურდა

„ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეუ...

20:18 შაბ. 24 ივლისი

ნანა გეგეჭკორი

VIDEO: „გუშინდელი დღიდან საქართველოში ძა...

19:45 შაბ. 24 ივლისი

ფხაკაძე

აკუსტიკური იარაღის, „სტარტოვკის" გამოყენ...

19:15 შაბ. 24 ივლისი

შსს

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დ...

17:58 შაბ. 24 ივლისი

ილია მეორე