Digest Logo

„იმდენად გაგვირთულეს პროფესიული ცხოვრება თავიანთი ახალი სკოლის მოდელებით და ტრენინგებით, საერთოდ აღარ მაქვს სურვილი სისტემაში დავრჩე"- პედაგოგები

 12:10 ოთხ. 14 ივლისი
გამოცდები

დღეიდან 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს მასწავლებლებიც შეუერთდნენ და გამოცდა პროფესიულ უნარებში ტარდება.

პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა პროფესიული უნარების ტესტს წერა დაიწყეს. მათთვის ამ დღეს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან განათლების სამინისტრომ განუმარტა, რომ ამ დღეს ეძლევათ ბოლო შანსი, თუ ისევ ვერ ჩააბარებენ გამოცდას სკოლის დატოვება მოუწევთ. შესაბამისად, საგამოცდო ცენტრებთან დიდი მღელვარება იგრძნობა.

,,10 წელია პროფესიაში ვარ. დაწყებითებში ვასწავლი. არ ვფიქრობ და არც არავინ ფიქრობს, რომ ჩემს დარგში უცოდინარი ვარ ან მასწავლებლის კომპეტენციები არ მაქვს. არ ვიცი რას გვიმოწმებს პროფესიული უნარების ტესტი და რატომ წყვეტს ის კარგი მასწავლებლები ვართ, თუ ცუდები. ჩემი აზრით, ასეთი მიდგომით შორს ვერ წავალთ. რა თქმა უნდა, ვნერვიულობთ და ასეც უნდა იყოს ჩვენი ბედი იმ ტესტზეა დამოკიდებული, რომელიც რას გვიმოწმებს დღემდე ვერ გავარკვიეთ, თუმცა ის ნამდვილად ვიცით, რომ ჩვენც ცხოვრებას ფუნდამენტურად შეცვლის”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს გამოცდაზე შესვლამდე ერთ-ერთმა თბილისში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან.

მეორე აპლიკანტი კი იმასაც ამბობს, რომ საერთოდ აღარ აქვს სურვილი სისტემაში დარჩეს და ამის მიზეზსაც ასახელებს.

,,იმდენად გაგვირთულეს პროფესიული ცხოვრება თავიანთი ახალი სკოლის მოდელებით და ტრენინგებით, საერთოდ აღარ მაქვს სურვილი სისტემაში დავრჩე, ამიტომ თავისუფლად შევდივარ გამოცდაზე. ამ სისულელეების წერას რომ გვაიძულებენ, მგონი, თავად უნდა წავიდეთ, თუმცა ჩვენი საქმე გვიყვარს. მხოლოდ ამის გამო არ წავედით აქამდეც, ჩვენი საქმის და ხელფასის გამო, ჩვენც გვყავს შვილები და მათაც ვზრდით, თუმცა რის ფასად, სტრესის და ნერვიულობის”, – გვითხრა პედაგოგმა.

ინფორმაციისთვის, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიულ უნარებში გამოცდა 14, 15 და 16 ივლისს ჩატარდება.

წყარო: edu.aris.ge


დაუსკდათ გულები ჩემს მოსწავლეებს... ამას...

34 წუთის წინ

მასწავლებელი

ბიზნესს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ რა...

15:07

ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე

31 დეკემბერს სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქ...

14:52

ცაგარელი მიხეილი,
ასტროლოგი


„ემიგრანტი ვარ! არ ავიცრები! არადა რისთვ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ქალი

მამაკაცის ეს 3 ტიპი არასოდეს არ უნდა შეგ...

12:44 შაბ. 4 დეკემბერი

კაცი პულტით ხელში

10 რამ, რისთვისაც საკუთარ თავს მადლობა უ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ნამასტე

„საოცრად უხდებით ერთმანეთს“ - ქეთევან ხა...

13:18

ქეთევან ხატიაშვილი

ქეთა თოფურიამ სახლი საახალწლოდ გრანდიოზუ...

10:34

ქეთა თოფურია

„იყავი ბედნიერი სამუდამოდ“ – რა ფოტოს აქ...

10:10

სოფო ნიჟარაძე

„მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედას იქვე მაღ...

13:46

ბიჭი

ჩამოწერეთ ქაღალდზე ყველაფერი და როცა საა...

12:18

ჰოროსკოპი

დაპირისპირება, სავარაუდოდ, გოგოს გამო და...

11:43

პოლიცია

3 410 ინფიცირება, 46 გარდაცვალება, 4 732...

10:53

კორონა

სანზონაში მოზარდის მკვლელობის ფაქტზე ორი...

10:01

დანაშაული

ვხედავ, ამ წუთას, უფალი როგორ დაეშვა დედ...

01:23

ლელა კაკულია

„მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ ა...

00:34

კენჭოშვილი ზვიადაური

5 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოშ...

00:25

პროგნოზი

სანზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტა...

23:19 შაბ. 4 დეკემბერი

კრიმინალი-ლენტი