Digest Logo

გერმანიაში საქართველოს 500 მოქალაქე დასაქმდება

 19:24 ორშ. 22 თებერვალი
დასაქნება გერმანიაში

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა პორტალზე დარეგისტრირებული 100 ათასამდე საქართველოს მოქალაქიდან პირველ ეტაპზე გერმანიაში მხოლოდ 500 დასაქმდება. 

გერმანიის საკვებისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე დასაქმების საპილოტე პროგრამით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მხოლოდ 500 - ადგილიანი კვოტაა დაწესებული.

რეალურად რამდენი ადამიანი შეძლებს გერმანიაში გამგზავრებას?

გერმანიის საკვებისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს მიერ 2021 წლის 16 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველ, საპილოტე ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესდა კვოტა, რომელიც 500 სეზონური მშრომელით განისაზღვრა.

რა დაჯდება გამგზავრება და რამდენს გამოიმუშავებენ დასაქმებულები გერმანიაში გამგზავრებისთვის საჭიროა რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის:

კორონავირუსის PCR-ტესტი, რომელიც 100-150 ლარამდე ღირს.

საქართველოს ბიომეტრიული [ე.წ. უცხოეთის] პასპორტი, რომლის ღირებულებაც, არქონის შემთხვევაში, შეკვეთიდან მე-10 სამუშაო დღეს 100 ლარია.

ჯანმრთელობის ცნობა, იგივე ფორმა 100, რომელიც აღებაც საშუალოდ 40-120 ლარი ღირს.

ორმხრივი ავიაბილეთი, რომელიც დაახლოებით 600-დან 1500 ლარამდე ეღირება [ღირებულებაც იცვლება სხვადასხვა საავიაციო კომპანიებისა და ბილეთების შეძენის დროის შესაბამისად].

ნასამართლეობის ცნობის აღება [დაჩქარებული წესის გამოყენების გარეშე] უფასოა.

გარდა ამისა, სეზონურად დასაქმებულებს მოუწევთ აეროპორტიდან დასაქმების ადგილზე ავტობუსით, მატარებლით ან ტაქსით ჩასვლა, რაც განსხვავებული იქნება გამომდინარე დასაქმების ადგილის დაშორებისა და გადაადგილების ფორმის მიხედვით.

გერმანიაში მოქალაქეები კვირაში 5 ან 6 დღის განმავლობაში, დღეში 8-10 საათი იმუშავებენ. შესაბამისად, მათ მიერ გამომუშავებული თანხა 3 თვის განმავლობაში მინიმუმ 5000-დან 7 400 ევრომდე იქნება, რომელსაც გამოკლდება გამგზავრების, საცხოვრებელისა და კვების ხარჯები. ასევე, ხელფასიდან დაიქვითება 5 %, როგორც გერმანიის საშემოსავლო გადასახადი.

მოქალაქეები, რომლებმაც უკვე შეავსეს სარეგისტრაციო ფორმა, აცხადებენ, რომ გამგზავრებისთვის საშუალოდ 1000-1500 ლარი დაეხარჯებათ, ხოლო გერმანიაში მუშაობის დროს 12 000-დან 15 000-მდე ლარის დაგროვებას ვარაუდობენ.

სეზონური დასაქმების პროგრამა ცირკულარული მიგრაციის სახეა, რა დროსაც ადამიანები, რომლებიც ერთ კონკრეტულ საცხოვრებელ გარემოში, ქალაქში, სოფელში ან ქვეყანაში ცხოვრობენ, სამუშაოდ გადაადგილდებიან სხვა ადგილებისკენ, საიდანაც პერიოდულად საკუთარ სახლებში ბრუნდებიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ობოლი დისშვილი და 10 წლით უმცროსი მეუღლე - გახარიას უცნობი ამბები

რა პროცედურების გავლა მოგიწევთ გერმანიაში წასვლამდე და როდის დაიწყება მუშაობა

თბილისელი და ქუთაისელი „კანონიერი ქურდების განგსტერული ომები“ და სიკვდილისთვის გაწირული ტარიელ ონიანი - ლაშა შუშანაშვილის ამბები

წყარო: netgazeti.ge


„ოდნოკლასნიკებში“ გაცნობილი მეუღლე, ძმის...

24 წუთის წინ

წულუკიძე

წყვილებს, რომლებსაც უყვართ ერთად ალკოჰოლ...

21:28

სასმელი

ანდრია გვიდიანი სააკაშვილზე: ეს კლოუნი ნ...

21:12

ექსპერტი ანდრია გვიდიანი -
Digest.ge


23 წლის ქართველი გოგო გაიტაცეს და ჰარამხ...

22:30 შაბ. 27 თებერვალი

უბედური- შემთხვევა

ცდების ჩატარება რუსებზე და დავით კიკალიშ...

12:18

ექიმბაში

აბა, მიშა გინდათ? – ლაშა ბუღაძე

22:30 შაბ. 27 თებერვალი

ლაშა ბუღაძე

ნოდარ დუმბაძის ნათლული, ღალატი, 3 აზიატი...

20:27

ნანა ლორთქიფანიძე

VIDEO: დაათვალიერეთ ხატია დეკანოიძის სახ...

18:21

ხატია დეკანოიძე

გიორგი რურუას სიმამრობა, შვილის გარდაცვა...

14:29

გივი სიხარულიძე

როგორ შეუცვლია გაქცეულ პრეზიდენტს 10 წელ...

18:39

სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი ვლადიმერ
ბოჟაძე

ამირან სალუქვაძე - ექს-პრეზიდენტი, რომელ...

18:34

ექსპერტი ამირან
სალუქვაძე Digest.ge

ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნი...

18:22

სოსო არჩვაძე

ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს, ოღონდ რაიმე...

17:40

ლევან ნიკოლეიშვილი

ამ პატივცემულს ალბათ საკუთარი სიტყვები დ...

16:36

სააკაშვილი

ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდა...

16:09

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი

ეს ცილისწამება არ დარჩება უპასუხოდ, მოგთ...

14:32

„wine kakheti“-ს დირექტორი ლევან
ზილფიმიანი Digest.ge

ამათ ხელი მოაწერეს, მედია გარემო 20-21 წ...

13:51

ანალიტიკოსი ამირან
სალუქვაძე - Digest.ge

ახალციხეში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

11:49

ლენტი