
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტის, გიორგი ბოიჩენკოს განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერული სხეულის წარმოქმნის ძირითადი მიზეზი მშნებლობები, გზის და წყლის მილების გაყვანის სამუშაოებია.
„ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს კვლევამ, ჩვენი ინსტიტუტის აზრით, ზედაპირული დაკვირვებით, რისი უფლებაც მოგვცეს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის მშენებლობა, გზის გაყვანა და წყლის მილების გაყვანა, მაგრამ, ამ ეტაპაზე, თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ ძირითადი მიზეზი ეს არის“, - ამბობს გიორგი ბოიჩენკო ტაბულასთან საუბრისას.
მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კოპმანია ბლექ სი გრუპმა, რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში, სამუშაოები დროებით შეაჩერა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარს შეადგენს.
თბილისის მერიის თანახმად, ინფორმაცია ახალ ნაპრალებზე სიმართლეს არ შეესაბამება და პირების არშეშვება მათივე უსაფრთხოებისთვისაა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე „გარკვეული მოქმედებების გამო“ მეწყრული პროცესი გააქტიურდა. გუშინ, 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.