Digest Logo

„გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა“ - პენიტენციური სამსახური სააკაშვილს პასუხობს

 00:40 ოთხ. 8 დეკემბერი, 2021 წელი
მიხეილ სააკაშვილი

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს სპეციალური განცხადებით სცემს პასუხს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით სიცრუეა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს და აღნიშნავს, რომ N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას რაიმე სახის კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან.

აღსანიშნავია, რომ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთან ვიზიტი განპირობებული იყო მისთვის უფლება მოვალეობების ოქმის გაცნობის მიზნით, რაზედაც მან უარი განაცხადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს.

ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ, N18 დაწესებულების დირექტორის მიერ დისციპლინური წარმოება დაწყებულია 2021 წლის 29 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც გაირკვა (ექსპერტიზის დასკვნით) მსჯავრდებულის მიერ დაზიანებული ნივთის ღირებულება 150 ლარზე ნაკლები იყო. ეს ქმედება არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და სახეზე იყო პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ მსჯავრდებულმა დააზიანა მის პალატაში განთავსებული კარდიომონიტორი.

ამ ეტაპზე მსჯავრდებული შეუფერხებლად სარგებლობს როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მკურნალ ექიმთან შეხვედრის უფლებით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან რაიმე სახის შეზღუდვას მსჯავრდებულის რომელიმე უფლების რეალიზების კუთხით ადგილი არ ჰქონია.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, თავი შეიკავოს სამსახურისა და მისი მოსამსახურეების მიმართ ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას შეუზღუდეს შეხვედრები და ჩამოართვეს ტელევიზორი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„აღარ გვყავს... გული გაჩერდა“ - გიგა ბოკერიას მამა გარდაეცვალა

🔵„ამის გამო სიბნელე გამოაცხადო ნორმად და ცხოვრებისთვის საუკეთესო გარემოდ – ამაზე დიდი ყეყეჩობა და სირეგვენე ნამდვილად არ ვიცი!“ – დავით გადელია

🔵მიხეილ ცაგარელის 7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

🔵„კორონას დროს ანტიბიოტიკი აციტრომიცინი 500 მილიგრამი დღეში ერთხელ და მინიმუმ 6 დღე...“ - იაგო ფრანგიშვილი

🔵ადვოკატის თქმით, NETFLIX-ის სცენარისტმა აღიარა, რომ ნონა გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა

🔵„გამოიყენეთ „ვიაგრა“ და ალცჰაიმერის დაავადებასაც აიცილებთ...“ - ფხაკაძე


„პროცესის სწორი მართვა მოგვცემს საშუალებ...

4 წუთის წინ

გიორგი ფხაკაძე

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 წუთის წინ

29 ნოემბრის პროგნოზი

„მიხეილ სააკაშვილი უმძიმესი ავადმყოფია,...

23:41 პარ. 28 იანვარი

ოთარ თოიძე


შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მწვრთნელი გახდ...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

შოთა არველაძე „ჰალ სიტის“
მწვრთნელი გახდა

VIDEO: „საყვარელ მამაკაცს ღალატს ვაპატიე...

19:59 ხუთ. 27 იანვარი

თათია თექთურმანიძე

„უკრაინის პრეზიდენტს ვუთხარი, ჩემს მემუა...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტი

VIDEO: ანნა სულაბერიძე 2 წლის გახდა - რო...

19:03 პარ. 28 იანვარი

ანა სულაბეიძე

„ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრო...

18:06 პარ. 28 იანვარი

ჩერგოლეიშვილი და გიგი
უგულავა

„კატეგორიულად არ გაქვთ ამის თქმის უფლება...

16:12 პარ. 28 იანვარი

ცერცვაძე და ივერი

ზურაბ ქადაგიძე: თენგო გოგოტიშვილი რომ არ...

23:23 პარ. 28 იანვარი

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

ლევან ნიკოლეიშვილი თენგო გოგოტიშვილზე: ს...

22:46 პარ. 28 იანვარი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge

დავით ქართველიშვილი ინგა გრიგოლიას: მაში...

22:43 პარ. 28 იანვარი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

„ვნერვიულობდი და გამომყვა, დედაა მაინც ხ...

22:14 პარ. 28 იანვარი

რუსკა მაყაშვილი

„არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბ...

21:22 პარ. 28 იანვარი

ინფექციონისტი
ეპიდვითარებაზე

მაია ბითაძე: ტყის დროებით სარგებლობაში გ...

20:02 პარ. 28 იანვარი

საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი მაია
ბითაძე

ვიქტორ ყიფიანი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლ...

19:22 პარ. 28 იანვარი

ვიქტორ ყიფიანი

დავით მათიკაშვილი: აუქციონი ჩატარდა, იყო...

19:15 პარ. 28 იანვარი

უმრავლესობის წევრი დავით
მათიკაშვილი

ნანა კაკაბაძე: „ნაციონალებო“, თქვე უტიფრ...

19:12 პარ. 28 იანვარი

არასამთავრობო
ორგანიზაცია „ყოფილი
პოლიტპატიმრები ადამიანის
უფლებებისთვის“
ხელმძღვანელი ნანა
კაკაბაძე