Digest Logo

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლის განმავლობაში ჰქონდა შენობის პრობლემა, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ გადაჭრა - გია აბაშიძე ოზურგეთის რეაბილიტირებულ თეატრზე 

 19:05 პარ. 14 მაისი
გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი უანგარო საჩუქარი საქართველოს - ოზურგეთში, ფონდ „ქართუს“ მიერ გადარჩენილმა, ახლადრეაბილიტირებულმა თეატრმა 153-ე სეზონი გახსნა,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოზურგეთში განახლებული თეატრის გახსნას.

აბაშიძის თქმით, აღსანიშნავია, რომ ივანიშვილების ოჯახმა 2002-2020 წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 13 თეატრის სარესტავრაციო და ტექნიკური აღჭურვილობის სამუშაოები დააფინანსა:

„ბევრისათვის სასიხარულო ამბავი, პოლიტმარგინალებისათვის კი, მორიგი აუხსნელი თვითგვემის საბაბი: ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი უანგარო საჩუქარი საქართველოს. დღეს, 14 მაისს, ოზურგეთში, ფონდ „ქართუს“ მიერ გადარჩენილმა, ახლადრეაბილიტირებულმა ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 153-ე სეზონი გახსნა ნოდარ დუმბაძის მოთხრობებზე შექმნილი სპექტაკლის პრემიერით - „მონატრება - ნუ გააღვიძებ“; რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილების ოჯახმა 2002-2020 წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 13 თეატრის სარესტავრაციო და ტექნიკური აღჭურვილობის სამუშაოები დააფინანსა.

რაც შეეხება ოზურგეთის თეატრს. 2016-2020 წწ. რესტავრაციისათვის 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. საქართველოს ამ ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლის განმავლობაში ჰქონდა შენობის პრობლემა, რომელიც ასევე ფონდმა „ქართუმ“ გადაჭრა.

ოზურგეთის თეატრი 1961 წელს აშენდა და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შენობაა საქართველოში. იგი მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს წარმოადგენს და ოზურგეთის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა.
ოზურგეთში სათეატრო ხელოვნება 1868 წლიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ ამ პროცესს არსებობა არ შეუწყვეტია. ოზურგეთში თეატრის დაარსების სათავეებთან იდგა ქართული პროფესიული რეჟისურის ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავა, რომლის სახელსაც ატარებს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი,“ - აღნიშნავს გია აბაშიძე.

ინფორმაციისთვის, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო, 2020 წელს დასრულდა და 20 მილიონი ლარით დაფინანსდა.



VIDEO: ვახო მეგრელიშვილის მიერ შესრულებუ...

15 წუთის წინ

ვახო მეგრელიშვილი

„მდგომარეობა სახიფათოა! ინფიცირებულთა რი...

16 წუთის წინ

თამარ ჟამურაშვილი

„ასე ძალიან რომ გიყვარდა, იმ გზამ როგორ...

19 წუთის წინ

ზურა ბაკურაძე


ამ მარტივი ხრიკის წყალობით კოღოები ასობი...

14:23 სამ. 22 ივნისი

კოღო

„ჩემმა ძმამ ძალადობა 8-9 წლიდან დაიწყო.....

11:05

ლენტი ავარია

„მოსაწევი მოვწიე, გავითიშე და ამ დროს გა...

14:23 სამ. 22 ივნისი

ძალადობა

შიშველი ფოტოსესია, გარეპილი 10 მცნება, დ...

42 წუთის წინ

პაატა თედიაშვილი

„საოცნებო მამაკაცი მთელს გალაქტიკაში და...

13:41

ნინი გოგიჩაიშვილი

მაია ასათიანი შეყვარებულთან ერთად პოზირე...

12:15

მაია ასათიანი

„ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე გ...

15:06

ზურა ბაკურაძე

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქ...

14:58

პროკურატურის ლოგო

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გ...

14:28

გუჩა კვარაცხელია

საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე გან...

14:01

რეკლამა

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც 50 წლ...

13:51

კაცი

არასრულწლოვნების ვაქცინაცია იწყება შვედე...

13:32

ვაქცინა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველ...

13:07

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

სად არის ბადრი ესებუა? - შინაგან საქმეთა...

12:57

შსმინისტრი და ესებუა

ქალთა მოძრაობის საგანგებო განცხადება

12:53

ქალთა მოძრაობა