
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თბილისის გზებზე თოვლის მიერ შექმნილ საგზაო პრობლემებს.
მისი თქმით, საჭიროა დროულად მოხდეს გზებზე მარილის დაყრა, რადგან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება.
„დღეს თბილისის მერიას შუადღიდან რომ დაგეყარათ ტექნიკური მარილი თბილისის ქუჩებზე წელი გეტკინებოდათ? კორონას დროს ქუჩებს მრისხანედ რომ რეცხავდით მედიის დასანახად და სიაბანდი პიარისთვის გვახსოვს, მაგრამ ეხლა ათობით მანქანა ილეწება და იმტვრევა დათოვლილ და მოყინულ ქუჩებზე.
ზამთრის საბურავების ფული მარტო თქვენ გაქვთ, მანდ ქართულ ოცნებაში მოკალათებულებს და ჩვეულებრივ ხალხს ისევ უზარმაზარი ხარჯები და პრობლემები გვიჩნდება თქვენი უნიათობის გამო. დაყარეთ ეს ოხერი ტექნიკური მარილი დროულად!“- წერს ალეკო ელისაშვილი.