Digest Logo

„ავადმყოფი ჰყავდათ, ექიმთან მისვლის ფულიც არ ჰქონდათ, რამდენიმე რჩევა მიმიცია... წერილი გადმომცა“ - ღოღობერიძის ემოციური პოსტი, რომელიც განწყობას შეგიცვლით

 09:26 სამ. 15 ივნისი
გიორგი ღოღობერიძე

ექიმი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გულის ამაჩუყებელ ისტორიას იხსენებს.

„ექიმი სახლში! კვირაში ერთხელ გესტუმრებით, თქვენ დაავადებებს გავეცნობი, სწორ მიმართულებას მოგცემთ“... - ღოღობერიძე

„დილის 5 საათი იქნებოდა, როდესაც გრაფიკს დავხედე და ორშაბათის განრიგის წაკითხვაზე გული შემიღონდა.
ნაჩქარევად წამოვხტი და მომდევნო 8 საათში: ონკოლოგიის მასალებს გადავხედე, ბიოქიმია გადავიკითხე, „რუსთავი 2-ში“ მივედი დილის გადაცემის ჩასაწერად, იქიდან რუსთაველზე დავბრუნდი, დილის ლექცია წავიკითხე, ორ ჯგუფშიც ავხსენი მომდევნო თემები და უკვე 1-ლი იქნებოდა, რომ რადიოში წასასვლელად მოვემზადე.

ტაქსი მოვიდა…

სწრაფად მივესალმე, დავჯექი და სანამ რადიოში მივიდოდი, იმ 20 წუთში თვალის გადავლება გადავწყვიტე სიახლეებზე…

ისე გამწარებული ვკითხულობდი, რომ მძღოლისთვისთვის ყურადღება არ მიმიქცევია…

როგორ გავზარდოთ ჰემოგლობინის დონე? - ღოღობერიძე გირჩევთ

პერიფერიული მზერით ვამჩნევდი, რომ ეს კაცი დროდადრო მიყურებდა, რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ მე იმდენად ვიყავი გადაცემისთვის ორიენტირებული, რომ თვალით კონტაქტს არ ვიჭერდი…

ეს კაცი შუქნიშნებზე აჩერებდა… რაღაცებს დაწერდა და ისევ აგრძელებდა გზას.

როცა ადგილზე მიმიყვანა, ფული არ გამომართვა… მე შენ გიცნობ, თანხას ვერ ავიღებო… მე ეს ისე მეუხერხულა, ჭიდაობა დავიწყე, რას ჰქვია, არ მართმევ-მეთქი... რომ ვერაფერს გახდა, მორიდებით გამომართვა და წერილი შემაჩეჩა.

უბრალო ფურცელზე ეწერა, რომ ავადმყოფი ჰყავდათ, ძალიან უჭირდათ, ექიმთან მისვლის ფულიც არ ჰქონდათ, მაგრამ სადღაც დეკემბერში დაურეკავთ… რამდენიმე რჩევა მიმიცია, დამიიმედებია ბრძოლისთვის და საჭირო რჩევების შემდეგ ფეხზე დამდგარა… ამ წერილით კი სიკეთის გადახდა სურდა…

„კოვიდის შემდეგ ეს სოკო უფრო მეტად გავრცელდა“ - ღოღობერიძე

არ ვიცი… ეს მაგალითი რა მოსატანია, მაგრამ არც ერთი ტაქსის მძღოლს ჩემთვის თანხა არ გამოურთმევია ბოლო 6 თვეა…

დღესაც კი სამი მძღოლიდან სამივემ უფასოდ მიგიყვანეთო… ყველგან ჭიდაობა მიწევდა, რომ ეს უხერხულობა თავიდან ამერიდებინა…

ამ ამბით ისევ და ისევ იმის თქმა მინდა, რომ სიკეთე ეს არის მზიანი დღე მაშინაც კი, როცა ამინდი ცუდია
არ აქვს მნიშვნელობა რა დრო გავიდა, ის ახსოვთ და დაგიფასებენ“,- წერს ღოღობერიძე.


„2022 წლიდან საქართველომ შესაძლებელია 6...

5 წუთის წინ

ივანე ჩხაიძე

ეკონომიკური ზრდის სარეკორდო ორნიშნა მაჩვ...

14 წუთის წინ

ექსპერტი საბანკო და
საფინანსო საკითხებში
გიორგი ცუცქირიძე Digest.ge

VIDEO: ბრაზილიაში თოვლი მოვიდა

28 წუთის წინ

თოვლი


31 ივლისს დედამიწას ასტეროიდი ჩაუფრენს -...

13:00 ხუთ. 29 ივლისი

დედამიწა

რას წერდნენ მე-19 საუკუნის გაზეთში აცრებ...

09:25

აცრა

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ ბავშვე...

13:00 ხუთ. 29 ივლისი

კორონა და ბავშვები

VIDEO: ლაშა ბექაურის ემოციურად შესრულებუ...

10:53

ლაშა ბექაური

ვინ არიან და რას საქმიანობენ კახა კალაძი...

21:46 ხუთ. 29 ივლისი

კალაძე და არეშიძე

VIDEO: ,,ჯოჯოხეთია ჩემი ცხოვრება, ეს ძალ...

20:52 ხუთ. 29 ივლისი

ისტორია

გახარია სააკაშვილზე - თუ ჩამოვა, „ოცნება...

41 წუთის წინ

გახარია სააკაშვილი

რა მოხდა სასტუმრო „სტამბაში" - როგორ გარ...

11:27

ჰუსეინ ბახიკანოვი

პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტ...

11:13

პროკურატურის შენობა

2712 ინფიცირება, 1561 გამოჯანმრთელება, 2...

11:07

კორონა და ციხე

გერმანელმა ლოტოში 33 მილიონი ევრო ისე მო...

10:26

ევროები

სპეციალისტები შეზღუდვების ხელახლა ამოქმე...

10:16

შეზღუდვა

„მე აღარ ვაპირებ ეს ავიტანო" - ნახეთ, რა...

10:10

მინისტრი ტეა წულუკიანი

ოჰაიოში ქალი სხვის ბინაში შეიჭრა, ჭურჭელ...

10:05

ჭურჭელი და პოლიციელი

გურამ თუშიშვილი ნახევარფინალშია

10:04

გურამ თუშიშვილი