
ევროპის წამლის სააგენტოს განცხადბით, „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინისა და თრომბის ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი დადგენილია.
სააგენტოში ამბობენ, რომ ვაქცინის სარგებელი გვერდითი ეფექტების რისკს აღემატება.
დასკვნა ეფუძნება თრომბის განვითარების 86 შესწავლილ შემთხვევას. ანგარიშით ირკვევა, რომ თრომბი უმეტესად 60 წელს ქვემოთ ქალებში დაფიქსირდა.
„EMA-ს მედიკამენტების რისკების შეფასების კომიტეტმა დაასკვნა, რომ „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში შეტანილი უნდა იყოს უჩვეულო თრომბები და დაბალი თრომბოციტები. EMA შეახსენებს ჯანდაცვის პროფესიონალებს და ვაქცინის მიმღებ ადამიანებს, რომ გაითვალისწინონ თრომბის ძალიან იშვიათი შემთხვევების ალბათობა, თრომბოციტების დაბალ დონესთან ერთად ვაქცინაციიდან 2 კვირის განმავლობაში. ჯერჯერობით, დაფიქსირებული შემთხვევათა უმეტესობა 60 წლამდე ასაკის ქალებში ვაქცინაციიდან 2 კვირის განმავლობაში გამოვლინდა. ამჟამად არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, კონკრეტული რისკის ფაქტორები არ არის დადასტურებული“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.