Digest Logo

ადვოკატის თქმით, NETFLIX-ის სცენარისტმა აღიარა, რომ ნონა გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა

 20:25 სამ. 7 დეკემბერი, 2021 წელი
ნონა გაფრინდაშვილი

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, აშშ-ში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა შედგა.

მწარიაშვილი ამბობს, რომ პროცესზე, რომელსაც ქართული მხარე დისტანციურად დაესწრო, სერიალ ლაზიერის გამბიტის სცენარისტი და პროდიუსერი, ფრენკ სკოტი გამოიკითხა.

ნეტფლიქსმა დაცვის მხარეს უარი უთხრა რუსი მოჭადრაკის, გარი კასპაროვის გამოკითხვაზე და მხოლოდ სცენარისტის მიერ ჩვენების მიცემას დათანხმდა.

ადვოკატის თქმით, „სკოტი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ იცოდა სიმართლე ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ, რაც ადასტურებს ნეტფლიქსის მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელებას“.

„ნეტფლიქსის შუამდგომლობაში არის ის ხაზიც, რომ ლაზიერის გამბიტი არის გამოგონილი და შეუძლიათ, ამით იხელმძღვანელონ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ამის საწინააღმდეგო არგუმენტები.

გამოკითხვაზე ძალიან აირია ფრენკ სკოტი, უმრავლესი კითხვის პასუხად ამბობდა, რომ არ ახსოვს. გამოკითხვის პროცესში აქტიურად ერეოდნენ მისი ადვოკატები, ხან კონსულტაცია უნდოდათ, ხან კითხვის აცილება.

მან თქვა, რომ იცოდა, რომ ნონა გაფრინდაშვილი იყო რეალური ადამიანი. ჯერ თქვა, არ ვიცი, როდის გავიგეო. მერე თქვა, ვიღაცამ მითხრა, რომ რეალური ადამიანი იყოო. აირია ამ საკითხში. ჩვენ მის ამ გამოკითხვას საჩვენოდ ვიყენებთ“. - ამბობს მაია მწარიაშვილი.

მისივე თქმით, სასამართლოს ნეტფლიქსმა საკუთარი საპასუხო შუამდგომლობა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, კომპანია არ მიიჩნევს, რომ ნონა გაფრინდაშვილის პროფესიული მიღწევები და საქმიანი რეპუტაცია დააზიანა.

ხოლო არგუმენტები, მწარიაშვილის განცხადებით, დროში უზუსტობამდე, დროში აცდენამდე არის დაყვანილი.

„თუ მაინცდამაინც რამე შეგვეშალა, არის ის, რომ დროში რამდენიმე წლით ავცდითო“. - ამბობს ადვოკატი.

მწარიაშვილმა თქვა ისიც, რომ NETFLIX-მა დავის შეწყვეტაზე იშუამდგომლა.

საქმეზე - ნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქსის წინააღმდეგ - მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი ზეპირ მოსმენას 24 იანვარს გამართავს, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება კი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ნონა გაფრინდაშვილმა ამერიკულ კომპანია NETFLIX-ს სექტემბერში უჩივლა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ ლაზიერის გამბიტის (The Queen’s Gambit) ფილანურ ეპიზოდში ნათქვამ წინადადებას ეხება.

სერიალში ვისმენთ:

„ერთადერთი უჩვეულო რამ მის [ფილმის მთავარი გმირის] შემთხვევაში მისი სქესია. თუმცა, ის რუსეთშიერთადერთი არ არის. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა არასდროს შეხვედრია კაც მოჭადრაკეებს“.

ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მიხედვით, "ნეტფლიქსმა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზეზით, რათა გაეზარდა დრამა და წარმოეჩინა, თითქოს გამოგონილ პერსონაჟს ისეთი რამის გაკეთება უწევს, რაც მანამდე არცერთ ქალს, მათ შორის, ნონა გაფრინდაშვილს, არ გაუკეთებია“.

სარჩელში წერია, რომ 1968 წლისთვის, რომელიც აღწერილია ლაზიერის გამბიტის ეპიზოდში, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები, სულ მცირე, 59 კაც მოჭადრაკესთან, მათ შორის 10 დიდოსტატთან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„აღარ გვყავს... გული გაჩერდა“ - გიგა ბოკერიას მამა გარდაეცვალა

🔵„ამის გამო სიბნელე გამოაცხადო ნორმად და ცხოვრებისთვის საუკეთესო გარემოდ – ამაზე დიდი ყეყეჩობა და სირეგვენე ნამდვილად არ ვიცი!“ – დავით გადელია

🔵მიხეილ ცაგარელის 7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

წყარო: formulanews.ge


მსგავსი სიახლეები

„მიხეილ სააკაშვილი უმძიმესი ავადმყოფია,...

10 წუთის წინ

ოთარ თოიძე

ზურაბ ქადაგიძე: თენგო გოგოტიშვილი რომ არ...

28 წუთის წინ

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

„აღარ გვყავს სიკეთით, სითბოთი და სილამაზ...

48 წუთის წინ

ამირან არაბული


შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მწვრთნელი გახდ...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

შოთა არველაძე „ჰალ სიტის“
მწვრთნელი გახდა

VIDEO: „საყვარელ მამაკაცს ღალატს ვაპატიე...

19:59 ხუთ. 27 იანვარი

თათია თექთურმანიძე

„უკრაინის პრეზიდენტს ვუთხარი, ჩემს მემუა...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტი

VIDEO: ანნა სულაბერიძე 2 წლის გახდა - რო...

19:03

ანა სულაბეიძე

„ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრო...

18:06

ჩერგოლეიშვილი და გიგი
უგულავა

„კატეგორიულად არ გაქვთ ამის თქმის უფლება...

16:12

ცერცვაძე და ივერი

ლევან ნიკოლეიშვილი თენგო გოგოტიშვილზე: ს...

22:46

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge

დავით ქართველიშვილი ინგა გრიგოლიას: მაში...

22:43

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

„ვნერვიულობდი და გამომყვა, დედაა მაინც ხ...

22:14

რუსკა მაყაშვილი

„არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბ...

21:22

ინფექციონისტი
ეპიდვითარებაზე

მაია ბითაძე: ტყის დროებით სარგებლობაში გ...

20:02

საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი მაია
ბითაძე

ვიქტორ ყიფიანი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლ...

19:22

ვიქტორ ყიფიანი

დავით მათიკაშვილი: აუქციონი ჩატარდა, იყო...

19:15

უმრავლესობის წევრი დავით
მათიკაშვილი

ნანა კაკაბაძე: „ნაციონალებო“, თქვე უტიფრ...

19:12

არასამთავრობო
ორგანიზაცია „ყოფილი
პოლიტპატიმრები ადამიანის
უფლებებისთვის“
ხელმძღვანელი ნანა
კაკაბაძე

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის აქა...

19:01

ნიკო კვარაცხელია