
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პირადად ვახტანგ გომელაურმა ნიკანორ მელიას აყვანის ოპერაცია წარმატებით განახორციელა. ნიკანორ მელია გადაყვანილია“,- ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას.
მისი თქმით, შენობის შიგნით თუ შენობის გარე პერიმეტრზე მყოფმა ადამიანებმა გაიაზრეს, რომ ნიკანორ მელიას პასუხს სთხოვს კანონი და არავინ სხვა.
„სანამ მიხეილ სააკაშვილი სიზმრებს ნახულობს როგორ ჩამოვიდა, როგორ ხვდებიან და ხელში ატატებულს როგორ დაატარებენ თბილისის ქუჩებში. აღსრულდა კანონის მოთხოვნა. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ხელწერა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მელიაც, გვარამიაც“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დაახლოებით დილის 09:00 საათზე დააკავეს.