Digest Logo

სააკაშვილის საქმის პროკურორი: მიდის მუშაობა, რომ კონკრეტულ საქმეზე მოხდეს პრეზიდენტის გამოკითხვა - არავითარი პროცესის გაჭიანურება არ ხდება

 23:00 ორშ. 11 ოქტომბერი
პროკურორი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ექსპრეზიდენტის გამოკითხვის ვადებთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყება გონივრული ვადის სტანდარტით ხელმძღვანელობს, რადგან სისხლის სამართლის პროცესით არ არის განსაზღვრული რა ვადაში უნდა გამოიკითხოს პრეზიდენტი კონკრეტულ საქმეზე. 

მისივე თქმით, მიდის მუშაობა, რომ კონკრეტულ საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის გამოიკითხოს და შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა იგეგმება.

„კონკრეტული ვადა სისხლის სამართლის პროცესით არაა განსაზღვრული, რა ვადაში უნდა გამოიკითხოს პრეზიდენტი კონკრეტულ საქმეზე, თუმცა ჩვენ ასეთ შემთხვევაში გონივრული ვადებით ვხელმძღვანელობთ - გონივრული ვადის სტანდარტით. ბუნებრივია, დაიგეგმება და უკვე მიდის მუშაობა, რომ კონკრეტულ საქმეზე მოხდეს პრეზიდენტის გამოკითხვა, თუმცა, ეს როდის შეიძლება მოხდეს, ან მას რა პოზიცია ექნება, მიაწვდის თუ არა გამოძიებას ინფორმაციას, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ იგეგმება, მაგრამ კონკრეტულ ვადას და თარიღს ბუნებრივია, ახლა ვერ გეტყვით“, - განაცხადა პროკურორმა.

მან ასევე უპასუხა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველების პოზიციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის თანახმადაც, პროცესების გაჭიანურება განგებ ხდება, რომ სააკაშვილს საჯაროდ გამოსვლის საშუალება არ მიეცეს, პროკურორმა აღნიშნა, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება მარტივი მიზეზის გამო:

„მაგალითად, 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი ჩანიშნული იყო ბევრად უფრო ადრე, წინმსწრებად, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტის დაკავება მოხდებოდა. სანამ დააკავებდნენ პრეზიდენტს, მანამდე უკვე განსაზღვრული იყო განრიგი პროცესების. მნიშვნელოვანი იცით რა არის? დაცვის ადვოკატებთან შეთანხმებით და მათი სურვილით მოხდა მათ შორის განრიგის გაწერა. დღეს რომ იძახიან შეგნებულად გაჭიანურდა პროცესებიო, მათ კარგად იციან, რომ მათთან შეთანხმებით, წინასწარ იყო ეს თარიღები ჩანიშნული. არავითარი პროცესის გაჭიანურება არ ხდება. დადგენილია ის კონკრეტული თარიღი, როცა უნდა ჩატარდეს ეს პროცესი და იმ თარიღში ჩატარდება, ბუნებრივია“, - განაცხადა მან.


ირაკლი კობახიძე - ყველა მიმართულებით გვა...

41 წუთის წინ

„ქართული ოცნების
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვყავს ძალიან ღ...

47 წუთის წინ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი: სტრასბურგში საქართვე...

55 წუთის წინ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი


„მანუჩარი სექსუალურად ძალადობდა, სცემდა....

13:23 ოთხ. 20 ოქტომბერი

ლენტი

მამინაცვალმა 17 წლის გოგოზე სექსუალური ძ...

13:47 ოთხ. 20 ოქტომბერი

ტრაგედია ინდონეზიაში

„რატომ არ ხსნი კურსებს, სადაც ჩემნაირ გო...

13:23 ოთხ. 20 ოქტომბერი

მოდელი, კესარია აბრამიძე

„ირაკლი როცა დაჭრეს, მაშინ ბოლომდე შერიგ...

14:55

ირაკლი ნოზაძის ცოლი

„ვიგრძენი რომ ცუდად ვარ, მაკანკალებს, ლა...

12:09

ვიკა ბუკია

„ადამიანი ჭაობშია, მაგრამ... მე მაქვს შე...

10:56

ალექსანდრა პაიჭაძე

შორენა ბეგაშვილის ყოფილი პარტნიორის შესა...

15:44

ლაშა ბარათელი და შორენა
ბეგაშვილი

დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელ...

15:23

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე Digest.ge

სამეგრელოში ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკ...

15:14

მმართველი გუნდის
შეხვედრა მოსახლეობასთან

„თუ ასე გაგრძელდება, ვერცერთი გადავრჩები...

15:09

ლევან რატიანი

კაცი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ბათუმ...

15:08

საავადმყოფოს დერეფანი

„მათი გაერთიანება მარცხისთვის არის განწი...

15:06

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის თავმჯდომარე
დავით ჩიხელიძე

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის მმართველ...

14:53

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი Digest.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Axel-მა ქ...

14:53

საქართველოს ბანკი

აი, რატომ აშინებთ მამაკაცებს ჭკვიანი ქალ...

14:53

ქალი