
დღეს, 23 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკანორ მელია დააკავეს. მელიას დაკავება სპეცრაზმის საშუალებით მოხდა. ამ ფაქტმა საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა და ამ წუთებში მის მხარდასაჭერად საქარტველოს მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს.
რაც შეეხება მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობას სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დროისთვის მოპყრობასთან დაკავშირებით მას პრეტენზიები არ აქვს.
„ნიკა მელია უკვე მოინახულა ჩემმა წარმომადგენელმა და მეც ვაპირებ, რომ მოვინახულო. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ წუთის მდგომარეობით მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს, თუმცა მეც შევხვდები და გავესაუბრები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ნიკა მელია რუსთავის სასჯელაღსრულების 12-ე დაწესებულებაშია გადაყვანილი. დაკავების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს უკვე შეხვდნენ მისი ადვოკატები. როგორც გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, ნიკა მელია ბედნიერია რომ ოფისში შეკრებილებმა სიმშვიდე შეინარჩუნეს და სპეცრაზმს ძალადობის გარეშე დახვდნენ.
„იგი არის ძალიან ბედნიერი იმით, რომ უამრავმა ადამიანი, რომელიც უსამართლობას აპროტესტებდა ოფისში, აბსოლუტურად მშვიდად და ძალადობის გარეშე დახვდა სპეცრაზმს, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ადამიანებმა დაზიანებები არ მიიღეს. ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას ვაგრძელებთ. როდესაც დაიწყება საქმის განხილვა, თავიდან ბოლომდე ნათელს მოვფენთ, რომ ეს საქმე არის შეკერილი და პოლიტიკურად მოტივირებული,“ - განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
აფხაზეთის ომი, ფარული სიკეთე და დიდი სიყვარული - აქამდე უცნობი ამბები გიო ხუციშვილზე
„კანონიერი ქურდების“ ომი აფხაზეთში - „ქურდები“, რომლებიც ებრძოდნენ ნარკოტიკების გავრცელებას მოკლეს