
„მთავარია, რომ აღსრულდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი - დააკავეს ნიკანორ მელია, რომელიც დიდი ნაბიჯებით სრულიად შეგნებულად მიდიოდა ასეთი ფინალისკენ“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას.
მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია:
„დააკავეს ნიკანორ მელია, რომელიც დიდი ნაბიჯებით სრულიად შეგნებულად მიდიოდა ასეთი ფინალისკენ. რაც არ უნდა დაწერონ და თქვან აქ, ჩემთვის მთავარია რომ აღსრულდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი - კანონზე მაღლა არ დგას არავინ და მის წინაშე ყველა თანასწორია“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
ინფორმაციისთვის, 23 თებერვალს, დილის საათებში სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მისივე პარტიის ოფისში დააკავეს.
მელია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
აგრეთვე, დაგაინტერესებთ:
⭕ უნდა ამობუგო იმ ოფისში, მრცხვენია, რომ ქართველები არიან! - ვაჟა ნოზაძე