Digest Logo

რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრებათ ექიმებს მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში?

 21:48 ოთხ. 7 აპრილი
ექტანი მეგი ბარქაძე

პროკურატურამ გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურამ მ.ბ-ს გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მ.ბ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით 19 მარტს დაიწყო. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 18 მარტს ქ. ახალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“ მ.ბ.-ს ჩაუტარდა „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მ.ბ.-ს თავდაპირველად გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება აღნიშნულ კლინიკაში გაეწია, ხოლო შემდგომ იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ გადაყვანილ იქნა თბილისში, „თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ ბ.ლ., ვ.ი. და თ.გ, რომლებიც გამოკითხვის დაწყებამდე გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულ იქნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა.

ბ.ლ-ს, თ.გ-ს და ვ.ი-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ. ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

დასადგენია, როგორ იყო შევსებული კითხვარი მეგი ბაქრაძესთან - ტიკარაძე

თბილისში გაგზავნისას ტვინის 90% უკვე გათიშული ჰქონია - რა წამალი დალია მეგი ბაქრაძემ?

video: რას ჰყვება ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძეს ვაქცინა გაუკეთა


„როცა ნაწვალები, ენერგია გამოცლილი ბრუნდ...

24 წუთის წინ

ნიკა გვარამია

რატომ მიამსგავსეს ინგა გრიგოლია რიჩარდ ა...

40 წუთის წინ

ინგა გრიგლოია

დღეს, თბილისის უბნებს წყალი შეუწყდებათ -...

58 წუთის წინ

წყალი


ახალი კვლევა: ქალები, რომლებსაც დიდი საჯ...

18:58 ოთხ. 22 სექტემბერი

ქალი დიდი საჯდომით

საჯარო სექტორში დასაქმებული ქალების 34%...

17:29 ხუთ. 23 სექტემბერი

მოძალადე კაცი

„შვილის ტოლი გოგო გააუპატიურა, თან ნათეს...

18:58 ოთხ. 22 სექტემბერი

ლენტი ავარია

„ოღონდ შვილიშვილი არა, გთხოვ, ევა“ – ნახ...

20:13 ხუთ. 23 სექტემბერი

შორენა ბეგაშვილი და ევა
ბარბაქაძე

არ ვყოფილიყავი „ქურდის შვილი“ და ვყოფილი...

16:51 ხუთ. 23 სექტემბერი

პოეტი კოკა კობალაძე

შეგნებულ ქვეყნებში თითქმის აღარ კვდება ხ...

13:33 ხუთ. 23 სექტემბერი

დეკანოზი თამაზ ლომიძე

შესაძლოა, საქართველო კატასტროფის წინაშე...

00:20

თენგიზ_ცერცვაძე

საქართველოში თოვლჭყაპს ელოდებიან

23:58 ხუთ. 23 სექტემბერი

ამინდი თოვლი

სტიქია ქობულეთში - ჩამონგრეულია საცხოვრე...

23:57 ხუთ. 23 სექტემბერი

სტიქია ქობულეთში

როგორ დაღუპა ზეთის ფასის არცოდნამ გახარი...

22:52 ხუთ. 23 სექტემბერი

პარტია „საქართველოსთვის“
დამფუძნებელი გიორგი
გახარია Digest.ge

„ველით, ველით, რა თქმა უნდა“ - ხათუნა ზა...

22:18 ხუთ. 23 სექტემბერი

დაავადებათა კონტროლის
ცენტრის სამედიცინო
ხელმძღვანელი

დავით ჩიხელიძე: ISFED ისევ არაკომპეტენტუ...

21:46 ხუთ. 23 სექტემბერი

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი

მამუკა მდინარაძე: უმძიმესია, მორალურად,...

21:38 ხუთ. 23 სექტემბერი

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე

პროკურატურამ დმანისის რაიონში მომხდარი ო...

21:11 ხუთ. 23 სექტემბერი

პროკურატურამ
მედიასაშუალებების
წარმომადგენლების მიმართ
ჟურნალისტური საქმიანობის
გამო განხორციელებული
დევნის და ძალადობის
ფაქტებზე სამ პირს
ბრალდება წარუდგინა

„პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ პანდემია და...

21:06 ხუთ. 23 სექტემბერი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
ბიძინა კულუმბეგოვი