Digest Logo

რა ვიცით „გლეხოვიჩზე“, რომლის გარემოცვის 13 წევრი საქართველოში სპეცოპერაციის დროს დააკავეს

 15:18 ხუთ. 10 ივნისი
ქურდი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. „კანონიერ ქურდ“ ზაალ მახარობლიძესთან კავშირის ბრალდებით ქვეყნის მასშტაბით 13 პირი დააპატიმრეს.

ბოლო პერიოდში საქართველოში ზაალ მახარობლიძის სახელმა რამდენჯერმე გაიჟღერა, მათ შორის 2019 წელს, ასევე ქურდული სამყაროს წევრების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეში.

 

53 წლის „კანონიერ ქურდს“ კრიმინალურ წრეებში „გლეხოვიჩის“ მეტსახელით იცნობენ. ის წარმოშობით ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანადან გახლავთ, თუმცა ქუთაისური კლანის წევრად მიიჩნევა.

ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

მისი კრიმინალური დოსიე სათავეს 1988 წლიდან იღებს, როდესაც შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან ერთად დააპატიმრეს.

1991 წელს სასჯელს ქუთაისის ციხეში იხდიდა, თუმცა იმავე წლის მაისში საპატიმროდან გაიქცა. 1999 წელს კვლავ თბილისში დააკავეს.

2006 წლის სექტემბერში ზაალ მახარობლიძე დააკავეს ავსტრიაში. მან ვენის ციხეში 2009 წლის აპრილამდე დაჰყო, თუმცა გათავისუფლებიდან ერთ წელში, 2010 წლის მარტში კვლავ ვენაში დააკავეს და ამჯერად, 2012 წელს გაათავისუფლეს.

ბოლოს ზაალ მახარობლიძე თურქეთში, კერძოდ სტამბოლში გავლენიანი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ შეკრებაზე გამოჩნდა.

ბოლო პერიოდში „გლეხოვიჩის“ სახელით საქართველოში რამდენიმე ბიზნესმენს სოლიდურ თანხებს სძალავდნენ.

მათი ნაწილი 2019 წელს დააპატიმრეს, მათ შორის „კანონიერი ქურდის“ ახლო ნათესავები.

იდენტიფიცირებულია ზაალ მახარობლიძის სახელით ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვის რამდენიმე ფაქტი, მათ შორის 3500, 10 000 და 200 000 ლარის ოდენობით.


„ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე გ...

24 წუთის წინ

ზურა ბაკურაძე

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქ...

33 წუთის წინ

პროკურატურის ლოგო

„ანგელოზივით გოგომ მომწერა მესიჯი, საზიზ...

36 წუთის წინ

ნუკი კოშკელიშვილი


ამ მარტივი ხრიკის წყალობით კოღოები ასობი...

14:23 სამ. 22 ივნისი

კოღო

„ჩემმა ძმამ ძალადობა 8-9 წლიდან დაიწყო.....

11:05

ლენტი ავარია

„მოსაწევი მოვწიე, გავითიშე და ამ დროს გა...

14:23 სამ. 22 ივნისი

ძალადობა

„საოცნებო მამაკაცი მთელს გალაქტიკაში და...

13:41

ნინი გოგიჩაიშვილი

მაია ასათიანი შეყვარებულთან ერთად პოზირე...

12:15

მაია ასათიანი

VIDEO: ვინ არის სექსუალური გოგო ტრიბუნიდ...

12:05

ვიკა

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გ...

14:28

გუჩა კვარაცხელია

საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე გან...

14:01

რეკლამა

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც 50 წლ...

13:51

კაცი

არასრულწლოვნების ვაქცინაცია იწყება შვედე...

13:32

ვაქცინა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველ...

13:07

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

სად არის ბადრი ესებუა? - შინაგან საქმეთა...

12:57

შსმინისტრი და ესებუა

ქალთა მოძრაობის საგანგებო განცხადება

12:53

ქალთა მოძრაობა

ბინები კიდევ 22 ოჯახს გადაეცემა - კალაძე

12:22

„ქართული ოცნების“
გენერალური მდივანი

„ეს 9 თვე სა­კუ­თა­რი თა­ვის სი­ა­მოვ­ნე...

11:54

ნანუკა გოგიჩაიშვილი