Digest Logo

რა უთხრეს გამოძიებას პაატა იმნაძემ და ალერგოლოგმა გარდაცვლილი ექთნის საქმეზე - საქმის დეტალები

 13:26 ოთხ. 7 აპრილი
ექთანი

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ არც დაადასტურა და არც უარყო ინფორაცია, ჰქონდა თუ არა დაღუპულ ექთანს გადატანილი კორონავირუსი.

მათივე ინფორმაციით, ექიმ-ალერგოლოგის გამოკითხვის მიხედვით, ირკვევა, რომ ალერგიული ფონი ორგანიზმში სავარაუდოდ ნორმაში არ იყო.

გარდაცვლილი ექთნის საქმე 7 ტომისგან შედგება, საიდანაც 5 ტომი მოწმეების გამოკითხვას ეთმობა.

ოჯახის ადვოკატების თქმით, ყოველ ჯერზე სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები გამომძიებლებს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდიდნენ, რომელმაც გარდაცვლილი ექთნის საქმე ბუნდოვანი გახადა.

„თუ ვაქცინაციის პროტოკოლი იყო დაცული და 30 წუთიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა 10-ივე პირი, მინიმუმ მეგი ბაქრაძესთან ერთად უნდა ყოფილიყო დაკვირვების ოთახში 8 ან 9 ადამიანი, რომელიც გამოძიების მასალების მიხედვით იქ არ ყოფილა. 2-დღიან შუალედებში ცვლიან მოწმეები ჩვენებას, თავიდან ადასტურებენ სხვა გარემოებებს და შემდგომ უკვე იცვლება ჩვენებები.

არც პროტოკოლის წესები არის დაცული, რადგან ვერცერთი მოწმის ჩვენებით ვერ იკვეთება, თუ ვინ იყო იმუნიზაციის შემდგომ ზედამხედველი ექიმი მეგი ბაქრაძის ჩივილების გამოვლენის შემთხვევაში.

პაატა იმნაძეც არის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოკითხული. ცალსახად ვერც უარყოფს, რომ მეგი ბაქრაძეს გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი და ვერც ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს.

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში იქნება გადმოგზავნილი სისხლის შრატი და გამოკითხულია პირი, უშუალოდ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც აფიქსირებს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან გარემოებას, რომ ის არ ადასტურებს მეგი ბაქრაძის სისხლის კუთვნილებას, რომ ეს ნამდვილად მეგი ბაქრაძის სისხლია“, - განაცხადა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი, რომელსაც AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge

„ხვალ შეიძლება სიტუაცია საგანგაშო გახდეს...

21:46 ხუთ. 22 აპრილი

კორონავირუსი კოვიდ -19

ვინ არის მიხეილ ლომთაძე ჯინსებითა და წით...

20:58 ხუთ. 22 აპრილი

მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე

„ხანდახან სექსზე უფრო მაღალი ვნებაა, როც...

20:19 ხუთ. 22 აპრილი

მაია ასათიანი