Digest Logo

პროკურატურაში HELP-ის სასწავლო კურსის გახსნის ღონისძიება გაიმართა

 11:28 ოთხ. 22 სექტემბერი
პროკურატურაში HELP-ის
სასწავლო კურსის გახსნის
ღონისძიება გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საქართველოს პროკურატურის და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, HELP-ის სასწავლო კურსის - „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა“ ონლაინ-ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი სალომე შენგელია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ვანო ბოლქვაძე და ასევე, პროკურატურის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ღონისძიება ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ გახსნა, რომელმაც საქართველოს პროკურატურის და ევროპის საბჭოს ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობაზე და სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის წინააღმდეგ პროფესიონალების საერთო ძალისხმევაზე ისაუბრა.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა HELP-ის სასწავლო კურსის ონლაინ-ღონისძიებაზე მოსამართლეების, პროკურორების და გამომძიებლების ერთობლივი სასწავლო კურსის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პროფესიონალებს ჰქონდეთ საერთო ხედვა აღნიშნული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე.

ერთობლივი ფორმატის სასწავლო კურსი უკვე მეორედ ტარდება. პირველი სასწავლო კურსი ,,სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის უნარ-ჩვევები“ საპილოტე კურსს წარმოადგენდა და 2019 წელს პირველად საქართველოში დაინერგა. აღნიშნული კურსი გამომძიებლებმა, პროკურორებმა და მოსამართლეებმა წარმატებით გაიარეს, ხოლო ახლანდელი სასწავლო კურსი - „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა“ თეორიულ სასწავლო კურსს წარმოადგენს და პირველი პრაქტიკული კურსის გაგრძელებაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ მასალაშია ცნობილი, სასწავლო კურსი ორ ნაწილს მოიცავს. პირველ ნაწილში მონაწილეები სიძულვილის ენის საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო მეორე ნაწილში - უშუალოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის საკანონმდებლო ჩარჩოს, საერთაშორისო ინსტრუმენტებს და ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებულ მასალებს გაეცნობიან.

„სასწავლო კურსში მონაწილეობას 25 სპეციალიზებული პროკურორი, 27 მოსამართლე და 25 გამომძიებელი მიიღებს. კურსი 3 თვის მანძილზე გაგრძელდება და მას ხელმძღვანელობას ტუტორები გაუწევენ.

ბოლო წლებია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამჟამად, სპეციალიზებულია 133 პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი.

საქართველო ევროპის საბჭოს „HELP“-ის პლატფორმის წარმატებული ქვეყნების სიაშია და აღნიშნულ პროცესში საქართველოს პროკურატურამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 2016 წელს HELP-ის პირველი სასწავლო კურსი სწორედ ანტიდისკრიმინაციის თემაზე ჩატარდა, მას შემდეგ პროკურატურაში სხვადასხვა თემატიკაზე HELP-ის 9 სასწავლო კურსი წარმატებით განხორციელდა და 180-მდე პროკურორი გადამზადდა.

სპეციალიზაციის სასწავლო კურსების და HELP-ის ტრენინგების შედეგია ბოლო წლებში სისხლისსამართლებრივი დევნის გაზრდილი მაჩვენებელი, პროკურორთა სენსიტიური დამოკიდებულება და სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინება შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შედეგად დაზარალებულების მიმართ. ამ მიმართულებით სპეციალიზაციის სასწავლო კურსები და სპეციალიზებული პროფესიონალების შემდგომი კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

„ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშვია მო...

00:20

ბიძინა ____ კულუმბეგოვი

„დიდი აღმოჩენა იყო, რომ საქართველოს ჰყავ...

00:16

პიანისტი ელისო ბოლქვაძე


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„მამაჩემი ისედაც არაადამიანი იყო!.. თემუ...

20:00 კვი. 17 ოქტომბერი

გია მაჭარაშვილი

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები კორეიდა...

23:52 შაბ. 16 ოქტომბერი

ივანიშვილები

ფოტოები - რა პირობებში იხდის სასჯელს მიხ...

23:30 კვი. 17 ოქტომბერი

სააკაშვილი

კახა კალაძე - ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინ...

23:12 კვი. 17 ოქტომბერი

თბილისის მერი, „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელი
მდივანი კახა კალაძე - Pia.ge

„იარაღის ჟღარუნი მესმის… პოლიტიკოსები ხე...

22:43 კვი. 17 ოქტომბერი

ლელა კაკულია
წინასწარმეტყველი

ციციშვილის კლინიკაში დღეს კოვიდინფიცირებ...

21:42 კვი. 17 ოქტომბერი

ჩვილი

7 დაუწერელი წესი, რომელსაც ზრდილობიანი ა...

20:41 კვი. 17 ოქტომბერი

სუნამო

„ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშე...

19:01 კვი. 17 ოქტომბერი

ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი Digest.ge 2021

უფალი მოგვიწოდებს, რომ არა თუ ვიძიოთ შურ...

18:31 კვი. 17 ოქტომბერი

სასულიერო პირი

„ეს ნიშნავს, რომ შემდგომი თვეებში 10 000...

17:21 კვი. 17 ოქტომბერი

ბიძინა კულუმბეგოვი
საგანგებო ვიდეომიმართვას
ავრცელებს

ვინ არის რაფაელ გლუკსმანი და რა სენტიმენ...

16:20 კვი. 17 ოქტომბერი

რაფაელევროპარლამენტარი
რაფაელ გლუკსმანი,
ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი გლუკსმანი