Digest Logo

პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოგრაფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

 11:13 პარ. 30 ივლისი
პროკურატურის შენობა

საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოგრაფ ვ.ქ-ს მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე გ.გ-ს და გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გ.გ, გ.ხ, და მათთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოგრაფ ვ.ქ.-ს, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

„სამართალდამცველებმა გ.გ და გ.ხ. 29 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 31 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 53 პირი, მათ შორის, 42 ჟურნალისტი და ოპერატორი“, - ნათქვამია განცხადებაში.


„კლოუნმა სააკაშვილმა ჯავშნის კოდი რომ გა...

00:15

აბაშიძე-სააკაშვილი და
ჯავშანი

„ახლაც ცხადად მახსოვს ემოციები ამ დღიდან...

00:14

ნანა გეგეჭკორი

სააკაშვილმა ფეისბუკზე კიევი-თბილისის ფოტ...

23:21 ორშ. 27 სექტემბერი

მიხეილ სააკაშვილი და
ბილეთი


„სპორტული შარვლის ყიდვა დამაბარა, სახლში...

23:49 კვი. 26 სექტემბერი

ლენტი ავარია

VIDEO: „არ შეგვიმჩნევია, რომ ჩვენს ანსამ...

15:05 ორშ. 27 სექტემბერი

ნინო სუხიშვილი

„6 წლის ვიყავი როცა 44 წლის კაცს სახლში...

23:49 კვი. 26 სექტემბერი

ძალადობა

„10 წელი მეგობრები ვიყავით, 6 წელი – შეყ...

21:51 ორშ. 27 სექტემბერი

ტოპე

„სილამაზე!“ - სალომე ჭაჭუას ცეცხლოვანი ფ...

16:37 ორშ. 27 სექტემბერი

სალომე ჭაჭუა

კვება, ვარჯიში და წყალი - ნანუკა ჟორჟოლი...

16:36 ორშ. 27 სექტემბერი

ნანუკა ჟორჟოლიანი

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელი მოკვდა

22:52 ორშ. 27 სექტემბერი

ფილიპ ხაჩიროვი

საქართველოს პრეზიდენტმა დემნა გვასალია ღ...

22:36 ორშ. 27 სექტემბერი

საქ პრეზიდენტი და
დიზაინეერი

„აცრა რომ არ მქონოდა, გამორიცხულია კორონ...

21:20 ორშ. 27 სექტემბერი

მწერალი დავით ტურაშვილი

გერმანიის პარლამენტში 2 ტრანსგენდერი ქალ...

20:59 ორშ. 27 სექტემბერი

ტრანსგენდერი

ნოემბრიდან აშშ-ში ჩასვლა სავარაუდოდ „სინ...

20:22 ორშ. 27 სექტემბერი

აშშ და ჩინური ვაქცინა

დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

20:07 ორშ. 27 სექტემბერი

დავით სოკოლოვი

„შემზარა იმან, რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე...

19:59 ორშ. 27 სექტემბერი

შალვა ნათელაშვილი და ნიკა
გვარამია

„ეშმაკს ყველგან ჰყავს თავისი მსახურები -...

18:19 ორშ. 27 სექტემბერი

მეუფე ნიკოლოზი

ნათია მერებაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის...

18:02 ორშ. 27 სექტემბერი

ნათია მერებაშვილმა
გაეროს ბავშვთა ფონდის
მიერ გამართულ
საერთაშორისო
კონფერენციაზე
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში
პროკურორთა და
პროკურატურის
გამომძიებელთა
სპეციალიზაციის პროცესზე
ისაუბრა