Digest Logo

პროკურატურამ შვედეთის სამეფოს მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

 13:32 პარ. 23 ივლისი
პროკურატურა: სახელმწიფო
ბიუჯეტს დანაშაულებრივი
ქმედების შედეგად
მიყენებული 850 000 ლარის ზიანი
აუნაზღაურდა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შვედეთის სამეფოს მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ა.ჩ.-მ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დააფუძნა არარეზიდენტი საწარმო, რომლის სახელზეც საბანკო ანგარიში გახსნა ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში.

„ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მეშვეობით სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს შვედეთის სამეფოს მოქალაქესთან, რომელსაც წარსულში დაკარგული აქციების დაბრუნებაში თითქოსდა დახმარების აღმოჩენის პროცესში, ჯამში 73 000 ევრო (226 947.5 ლარი) მოტყუებით გადაარიცხინეს ჩეხეთში, ა.ჩ.-ს მიერ დაფუძნებული არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშზე, რასაც ა.ჩ., ზ.დ. და თ.წ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულებმა დაანაწევრეს და არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხეს საქართველოში, ა.ჩ.-ს, თ.წ.-ს და მათთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული ქმედებებით, ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ ჯამში 48 900 ევროს (151 416.9 ლარი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

„ა.ჩ.-ს, ზ.დ.-ს და თ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი დეოკუპაცია გა...

01:57

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი Digest.ge

ირაკლი ღარიბაშვილი - ინდექსაციის სისტემა...

01:51

საპენსიო დაპირებები 2020

ირაკლი ღარიბაშვილი - აზერბაიჯანელებს ბრძ...

01:37

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი


„მამამისის ასაკის კაცთან გააბა რომანი......

09:52 პარ. 17 სექტემბერი

ლენტი

საფლავში, ბავშვის ცხედრის ნაცვლად, პოლიე...

11:33 პარ. 17 სექტემბერი

საფლავი

ე.წ. კანონიერი ქურდების შვილების „გზას ა...

09:52 პარ. 17 სექტემბერი

კოკა კობალაძე და გოგა ხაჯი

VIDEO „რავარც იქნა სამსახური ვიშოვე“ - ნ...

20:35 პარ. 17 სექტემბერი

გოგი წულაია

„კანონიერი ქურდი“ ლავას ოღლი ნინიკო ნაცა...

00:11 ხუთ. 16 სექტემბერი

ნინიკო ნაცარაშვილი და
ლავას ოღლი

დედა სიმსივნით გარდაიცვალა და ისეთი მდგო...

23:04 ოთხ. 15 სექტემბერი

თემო საჯაია

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდა...

01:31

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - აზერბაიჯანსა და სომ...

01:28

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი - იყო მომართვა NED-ის...

01:19

ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი წამლების ფასებზე - რო...

01:10

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

„თუ გადატანილი კოვიდი დამიცავს რატომ უნდ...

01:07

ასტრაზენეკა

ირაკლი ღარიბაშვილი - 3 მილიონზე მეტი ვაქ...

01:02

ვაქცინაცია

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - შარიანი...

00:58

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი Digest.ge

ირაკლი ღარიბაშვილი ივლისის მოვლენებზე -...

00:55

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი Digest.ge

ირაკლი ღარიბაშვილი - მოვიარე 63 მუნიციპა...

00:51

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი