
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეხმაურება.
მისი თქმით, „ქარიშხალი ჭიქაში“ - ამ დღეებში ის ვნახეთ კახეთის გზატკეცილზე, რაც ოპოზიციამ დადგა.
„მელიას ბაქი-ბუქი „ვერ დამიჭერთო“, მისი მომხრე ქალბატონების ტრაბახი „არ გავატანთო“, ამდენი წვალება და ტელე-ჩართვები, აღმოჩნდა „ქარიშხალი ჭიქაში“. ოპოზიცია ერთ წრეზე ტრიალებს, ვერ ხვდება, რომ რაღაც უნდა შეცვალოს თავის ქმედებებში, მაგრამ თუკი სულელები თავის შეცდომებზე მაინც სწავლობენ, ესენი ამასაც ვერ აკეთებენ. ხოდა, არ ვიცი რა დავარქვა მათ“,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილის საათებში, თავისივე პარტიის ოფისში დააკავეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან სამართალდაცმველები დილიდანვე გამოჩნდენ.