Digest Logo

ნათია მერებაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესზე ისაუბრა

 18:02 ორშ. 27 სექტემბერი
ნათია მერებაშვილმა
გაეროს ბავშვთა ფონდის
მიერ გამართულ
საერთაშორისო
კონფერენციაზე
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში
პროკურორთა და
პროკურატურის
გამომძიებელთა
სპეციალიზაციის პროცესზე
ისაუბრა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე - „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურუკულუმებში“ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესზე ისაუბრა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

როგორც ნათია მერებაშვილმა კონფერენციაზე აღინიშნა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პირთა გადამზადებას განგრძობადი ხასიათი აქვს. მისი თქმით, მუდმივად ხორციელდება სპეციალიზებული პროკურორების, გამომძიებლების, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების პროფესიული განვითარება და მათი გადამზადება პერიოდულად ხდება შემდეგი მიმართულებებით: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაცია; არასრულწლოვანთა შრომითი და სექსუალური ექსპლუატაცია; ბავშვთა პორნოგრაფია; ანტიდისკრიმინაციული საკითხები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით; სამართლიანი სასამართლოს სტანდარტები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით. ასევე, ოჯახური ძალადობის დანაშაულებსა და სქესობრივი ხასიათის დანაშაულებში სპეციალიზაციის კურსს გადიან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ეფექტიანი განხორციელების, სისხლის სამართალწარმოების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფისა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალიზაციის სტანდარტის უზრუნველყოფასთან ერთად, პროკურატურა მთელ რიგ სხვა ღონისძიებებს ახორციელებს. მიმდინარეობს არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი, რომლის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების გადაჭრის მიზნით ხდება რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება, ყოველწლიურად მონიტორინგის შედეგების გაანალიზება და მათი შესაბამის ანგარიშში ასახვა. ასევე, ყოველწლიურად მზადდება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მახასიათებლების კვლევა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ეფექტიანი რეალიზაციის ხელშეწყობისა და რეგიონულ დონეზე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, ყოველწლიურად იმართება არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოს სხდომები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩართული ყველა პროფესიონალის მონაწილეობით. ასევე, პროკურატურა ბავშვზე მორგებული გარემოს კონცეფციას რეგიონებში ეტაპობრივად აფართოებს.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ განათლების საკითხებზე მოხსენებები ასევე წარადგინეს დიპლომატებმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა და საჯარო უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა.

საქართველოს პროკურატურა სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან აქტიურად თანამშრომლობს. პროკურატურა ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ მომავალ პროფესიონალებში ცოდნის ამაღლების ხელშეწყობისთვის, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას კვლავაც გააგრძელებს.


„განა არ ვიცი, რომ მაპატიებთ, თუ მხოლოდ...

4 წუთის წინ

ნათია ფანჯიკიძე

„არასდროს არ ვყოფილვარ იმ ტიპის გოგო, რო...

16 წუთის წინ

დამიცავი პატრა ვარ

რა იწვევს პირ-ხახის უკანა ნაწილის კიბოს...

24 წუთის წინ

ზაზა თელია


„მამა თმებში მწვდა და ტყავის ქამრით მცემ...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

წამყვანები

„სამი და და სამი ძმა“ - „ფარული ვნების“...

22:56 ორშ. 18 ოქტომბერი

ფარული ვნება

VIDEO: „ბრალდებულმა დაკავებისას ხელყუმბა...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

ვ

„ლიზა იასკოს არ ვიცნობ... მყავს ერთი უსა...

14:37 ორშ. 18 ოქტომბერი

სააკაშვილი

მაკა კვიციანის გრანდიოზული დაბადების დღე...

14:30 ორშ. 18 ოქტომბერი

მაკა კვიციანი

„ჩვენი სიყვარულის ისტორია წლების მანძილზ...

11:38 ორშ. 18 ოქტომბერი

ბერა ივანიშვილი

19 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

00:44

მზე

19 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

00:34

შუქი

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ისიც არ იც...

21:32 ორშ. 18 ოქტომბერი

„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე

გია ვოლსკი: ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ის...

21:00 ორშ. 18 ოქტომბერი

პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე

„ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან...

20:53 ორშ. 18 ოქტომბერი

დევი ტაბიძე

ზაალ ანჯაფარიძე: მელია რომ არჩევნებს წაა...

20:52 ორშ. 18 ოქტომბერი

ანალიტიკოსი - ზაალ
ანჯაფარიძე

„ორივე აცრა შეიძლება გაიკეთოთ ერთ დღეს“...

19:59 ორშ. 18 ოქტომბერი

დაავადებათა კონტროლის
ეროვნური ცენტრი

თსუს მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგ...

19:37 ორშ. 18 ოქტომბერი

თსუ

ვლადიმერ ბოჟაძე გიგი უგულავაზე: აქციაზე...

18:25 ორშ. 18 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
Digest.ge