Digest Logo

მიცვალებულებს გულები ჰქონდათ ამოცლილი და სასტიკად იყვნენ ნაწამები - 4 სადისტური მკვლელობის გაუხმაურებელი ამბავი

 20:36 ორშ. 14 ივნისი
ტრაგედია ინდონეზიაში

შენიშვნა: მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია, ამიტომ მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

სადისტური მკვლელობები


1976 წლის აპრილ-მაისში თბილისში ოთხი სასტიკი მკვლელობა მოხდა. თავიანთ სახლებში მოკლულები აღმოაჩინეს 42 წლის რომეო გაგრიანი, 47 წლის კოსტა ხუბაევი და 24 წლის ბადრი სახლთხუციშვილი. 49 წლის ვარლამ კანტიშვილი კი სამსახურებრივ მანქანაში იპოვეს ჩამწვარი. ხუბაევს, გაგრიანსა და სახლთხუციშვილს გულები ჰქონდათ ამოცლილი და ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მათ ეს პროცედურა ცოცხლებს ჩაუტარეს. გარდა ამისა, თითოეულ მათგანს სხეულზე სასტიკი წამების კვალი ეტყობოდა. თავდაპირველად მილიცია ფიქრობდა, რომ მანიაკი მოქმედებდა. თუმცა, შემდგომ ეს ვერსია უარყვეს, როდესაც კანტიშვილი მანქანაში ნახეს დამწვარი. საქმე ის იყო, რომ მკვლელი შემთხვევის ადგილზე ნიშანს ტოვებდა – ეს იყო ბრტყელ ქვაზე ამოკაწრული ციფრი – ანუ მსხვერპლის რიგითი ნომერი. სწორედ, ამ ნიშნების მეშვეობით დააკავშირეს ერთმანეთთან ოთხივე მკვლელობა და მანიაკის ვერსია უკუაგდეს. თუმცა, გამოძიებას ამით დიდი არაფერი შემატებია, რადგან მკვლელი თავისუფალი იყო.


მიზეზობრივი კავშირი


მკვლელობების საქმეს პროკურატურის გამომძიებელი ვახტანგ კახიანი იძიებდა. ის ინტენსიურად მუშაობდა და ამ მკვლელობებს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენას ცდილობდა, ანუ უნდოდა, გაეგო, თუ რა აერთიანებდა მათ. რომეო გაგრიანი თბილისის ზღვაზე მაშველად მუშაობდა, კოსტა ხუბაევი ავტოინსპექტორი იყო, ბადრი სახლთხუციშვილი კი მესამე ჯგუფის ინვალიდად ითვლებოდა, თუმცა კახიანმა დაადგინა, რომ მას ინვალიდობის ყალბი საბუთი ჰქონდა და სინამდვილეში მილიციის დამსმენი იყო, რაშიც არაოფიციალურ ჯამაგირს უხდიდნენ. მანქანაში ჩამწვარ კანტიშვილს ცენტრალურ კომიტეტში ინსტრუქტორის თანამდებობა ეკავა და მას პერსონალური ავტომობილი ემსახურებოდა. ერთი შეხედვით, მოკლულებს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდათ, თუმცა კახიანმა დაადგინა, რომ წინა სამი მოკლული ერთმანეთს იცნობდა. გაგრიანი და ხუბაევი ავჭალის მცირეწლოვანთა კოლონიაში მსახურობდნენ ზედამხედველებად. სახლთხუციშვილი კი 1971-1972 წლებში, სწორედ, იქ იხდიდა სასჯელს გაუპატიურების მცდელობისთვის. მართალია, კანტიშვილის კავშირი წინა სამ მოკლულთან კახიანმა ვერ დაადგინა, მაგრამ დარწმუნდა, რომ საქმე სასტიკ შურისძიებასთან ჰქონდა და არა მანიაკთან. ამიტომ გამოცდილმა გამომძიებელმა მთელი თავისი ძალისხმევა ამ ვერსიისკენ მიმართა.


სადისტთა კვარტეტი


ვახტანგ კახიანმა დაადგინა, რომ ავჭალის კოლონიაში სადისტთა კვარტეტი მოქმედებდა, რომელშიც შედიოდნენ ზედამხედველები – გაგრიანი და ხუბაევი და პატიმრები – სახლთხუციშვილი და ვარლამ ქვარიანი. პირველი სამი მოკლული იყო. ქვარიანს კი, რომელიც გაუპატიურებისთვის იხდიდა სასჯელს, პატიმრობის ვადა, სულ რაღაც, ორ კვირაში უნდა დაესრულებინა. მას საკუთარი დეიდა ჰყავდა გაუპატიურებული და 12 წელი ჰქონდა მისჯილი. კახიანის ინფორმაციით, სადისტთა კვარტეტი ავჭალის კოლონიაში „დაუმორჩილებელი პატიმრების“ გაფუჭებით იყვნენ დაკავებული. მათ სასტიკად სცემდნენ, ყოველმხრივ ამცირებდნენ და სახლთხუციშვილი და ქვარიანი კი აუპატიურებდნენ. ერთი სიტყვით, ისინი განუკითხაობის „მამები“ იყვნენ და მათ ყველა პატიმარი და კოლონიის თანამშრომელიც კი ერიდებოდნენ.


დახურული საქმე


ამ მიგნების მიუხედავად, კახიანი ვერ ხვდებოდა, თუ რა კავშირი უნდა ჰქონოდა სადისტების კვარტეტთან მანქანაში ჩამწვარ კანტიშვილს. თუმცა გამომძიებელი დარწმუნებული იყო, რომ ასეთი კავშირი არსებობდა და არც შემცდარა. ვახტანგ კახიანი იმ მცირეწლოვანთა საქმეების შესწავლას შეუდგა, ვინც ავჭალის კოლონიაში იჯდა სადისტური კვარტეტის იქ „მოღვაწეობის“ დროს და ერთი დახურული პროცესის საქმეს წააწყდა. გამომძიებელმა გაიგო, რომ 1971-1973 წლებში კოლონიაში სასჯელს იხდიდა გურამ კალმახელიძე. ის 15 წლის ასაკში გაასამართლეს და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საქმე კი ის იყო, რომ კალმახელიძემ რუსთაველის გამზირზე 1971 წლის 24-25 თებერვლის ღამეს ლენინისა და სერგო ორჯონიკიძის ტრანსფარანტებს სიტყვა ჯალათი მიაწერა და მიიმალა. თუმცა, ის ორიოდე საათის შემდეგ დააკავეს და ბრალი ანტისაბჭოთა ქმედებაში დასდეს. საქმე კი ის იყო, რომ გურამი ვარლამ კანტიშვილმა დაინახა. კანტიშვილი გურამ კალმახელიძის მეზობლის სიძე იყო და ბავშვს იქიდან იცნობდა. ყოველივე ეს რომ ერთმანეთთან დააკავშირა ვახტანგ კახიანმა მილიციის ოპერჯგუფს ვარლამ ქვარიანის სახლთან ჩასაფრება დაავალა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ შურისმაძიებელი მეხუთე მკვლელობასაც განიზრახავდა და ის შემთხვევის ადგილზე უნდა აეყვანათ... და მართლაც, კახიანი არ შემცდარა და 20 სექტემბერს ვარლამ ქვარიანის ბინის სადარბაზოში მილიციის ოპერმა 43 წლის ელენე კალმახელიძე, გურამ კალმახელიძის დედა აიყვანა, რომელიც ალესილი დანებითა და დასაძინებელი ხსნარებით იყო შეიარაღებული. ქალმა ოთხივე მკვლელობა აღიარა და თქვა, რომ ქვარიანის მკვლელობასაც აპირებდა. მისივე თქმით, მის შვილს ამ ოთხეულმა ჯოჯოხეთი მოუწყო. სისტემატურად აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ციხიდან გათავისუფლდა თუ არა, თავი ჩამოიხრჩო. ვარლამ ქვარიანი გაასამართლეს და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კი სულ რაღაც 3 კვირაში ჭლექით მოკვდა და მისი ცხედარი ერთი თვის შემდეგ აღმოაჩინეს.


მომზდებულია "თბილისელების" მიხედვით


გახარია სააკაშვილზე - თუ ჩამოვა, „ოცნება...

3 წუთის წინ

გახარია სააკაშვილი

31 ივლისს დედამიწას ასტეროიდი ჩაუფრენს -...

21 წუთის წინ

დედამიწა

რა მოხდა სასტუმრო „სტამბაში" - როგორ გარ...

22 წუთის წინ

ჰუსეინ ბახიკანოვი


რას წერდნენ მე-19 საუკუნის გაზეთში აცრებ...

00:39 ოთხ. 28 ივლისი

აცრა

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ ბავშვე...

13:00 ხუთ. 29 ივლისი

კორონა და ბავშვები

მასწავლებელმა მოსწავლეებს ეს 15 დავალება...

00:39 ოთხ. 28 ივლისი

მასწავლებელი

VIDEO: ლაშა ბექაურის ემოციურად შესრულებუ...

57 წუთის წინ

ლაშა ბექაური

ვინ არიან და რას საქმიანობენ კახა კალაძი...

21:46 ხუთ. 29 ივლისი

კალაძე და არეშიძე

VIDEO: ,,ჯოჯოხეთია ჩემი ცხოვრება, ეს ძალ...

20:52 ხუთ. 29 ივლისი

ისტორია

პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტ...

36 წუთის წინ

პროკურატურის შენობა

2712 ინფიცირება, 1561 გამოჯანმრთელება, 2...

42 წუთის წინ

კორონა და ციხე

გერმანელმა ლოტოში 33 მილიონი ევრო ისე მო...

10:26

ევროები

სპეციალისტები შეზღუდვების ხელახლა ამოქმე...

10:16

შეზღუდვა

„მე აღარ ვაპირებ ეს ავიტანო" - ნახეთ, რა...

10:10

მინისტრი ტეა წულუკიანი

ოჰაიოში ქალი სხვის ბინაში შეიჭრა, ჭურჭელ...

10:05

ჭურჭელი და პოლიციელი

გურამ თუშიშვილი ნახევარფინალშია

10:04

გურამ თუშიშვილი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

09:36

მიწისძვრა საბერძნეთში

დღეს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდე...

09:10

დენი