Digest Logo

„მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს“ - პირველი ინტერვიუ მშობლებთან, რომელებსაც ზურაბ ზვიადაურმა შვილი ჩაუცხრილა

 00:34 კვი. 5 დეკემბერი, 2021 წელი
კენჭოშვილი ზვიადაური

„სამართალი არ არსებობს, მკვლელი რატომ უნდა გაათავისუფლო?!“ - წინანდალში, სისხლიანი დაპირისპირების შედეგად მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახი უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული, ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის გათავისუფლების შემდეგ პირველ ინტერვიუს „ნოდარ მელაძის შაბათს“ აძლევს.

27 წლის ბიჭის მშობლებისთვის თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილება თავზარდამცემი აღმოჩნდა.

კენჭოშვილის მამა მოსამართლეს მიმართავს- მისი შვილი, რომ გადარჩენილიყო, მიიღბდა თუ არა ნიკას გათავისუფლების გადაწყვეტილებას?!

ირკვევა ისიც, რომ მამუკა წიკლაურმა ოლიმპიური ჩემპიონი ციხიდან იქამდე გაუშვა, ვიდრე საქმეში მოკლულის სამედიცინო ექსპერტიზა ჩაიდებოდა.

ექსპერტის დასკვნა ჯერ არ არის, საიდან გამოაქვთ ეს გადაწყვეტილაბა?! რა ვიცი იქ რა მოხდა? შეიძლება იმათი ნასროლი ტყვიითაა ზვიადაურის ძმა მოკლული. მე არ ვიძახი, რომ ამას (შვილს) არ მოუკლავს, მაგრამ ხომ შეიძლება, იარაღის ტრიალისას იქიდან (ზვიადაურების მხარემ) მოარტყა და მოკლეს ის ადამიანი. მიბჯენით რად უნდოდა ტყვიის სროლა, პირველად ვამბობ ამას, სურათებით გვაქვს ნანახი, 7 ადგილზე აქვს ჩემ შვილს ჭრილობები. რათ უნდოდა ახლოს, მიბჯენით სროლა, თავში წამოერტყა...“- აცხადებს მოკლულის მამა.

შვილ მოკლულმა მამამ „შაბათის ეთერისთვის“ მიცემული ინტერვიუ შემდეგი სიტყვებით დაასრულა - „მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს“:

„რასაც ახლა ვიტყვი, ამას ჩემი შვილის სულის ცხონებისთვის ვიტყვი - ყველაფერი უფლისთვის მიმინდვია. პირადად მე ზვიადაურს შევუნდობ და ვაპატიებ!"- გვითხრა 27 წლის ბიჭის მამამ.

ნიკა კენჭოშვილის დედის თქმით, ზვიადაურით მთელი მათი ოჯახი ამაყობდა, თუმცა 4 თვის წინ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა 27 წლის შვილი 7 ტყვიით სიცოცხლეს გამოასალმა.

ესროლა ისეთი იარაღიდან, რომლის ერთი ტყვიაც კომაში აგდებს. 3-4-ჯერ მიბჯენით, შემდეგ კი მუხლზე დაცემულს, ორჯერ ზურგში ესროლა. ამას თავად ამბობს. ასეთი მკვლელი როგორ უნდა გამოუშვან, რატომ ახალისებენ ასეთებს, გინდ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი იყოს, ან თუნდაც ოლიმპიური ჩემპიონი?! რატომ ვცხოვრობთ ასეთ ქვეყანაში?!" - აცხადებს კენჭოშვილის დედა.

კენჭოშვილები, ზვიადაურის მხრიდან მოწმეების დაშინებას არ გამორიცხავენ. "ყოველ დღე შიშის ქვეშ ვარ და ველოდები საფრთხეს" - ამბობს 27 წლის ბიჭის დედა და დასძენს: "ისეთმა ადამიანმა მომიკლა შვილი, ვისაც უნდა მიაბარო და მისი იმედი უნდა გქონდეს".

თავად ზვიადაური მედიასთან არ ჩნდება, მისი ინტრესების დამცველი, მაგდა კოტრიკაძე კი აცხადებს, რომ ოლიმპიური ჩემპიონი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, რადგან მისი მტკიცებით, ნიკა კენჭოშვილი ზვიად ზვიადაურის მკვლელობის შემდეგ, ზურაბ ზვიადაურის მკვლელობასაც აპირებდა.

მან მხოლოდ მას შემდეგ განახორციელა გასროლა, რაც უკვე გარდაცვლილი იყო, ვასილ ცოცხალაშვილი, გარდაცვლილი იყო ზვიად ზვიადაური და დაჭრილი იყო ორი ადამიანი..."- აცხადებს ადვოკატი და ირწმუნება, რომ ზვიადაური შეიარაღებული კენჭშოშვილის განეიტრალება შეუიარაღებელმა სცადა.
კოტრიკაძე დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე, არ პასუხობს კითხვებს, რამდენი ტყვია, როგორ და რა ვითარებაში ესროლა ზვიადაურმა 27 წლის ახალგაზრდას.

ზურაბ ზვიადაური პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 17 აგვისტოს დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა პირი, რომელმაც მისი ძმა, ზვიად ზვიადაური მოკლა. "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება, ოლიმპიური ჩემპიონი ნაფიცი მსაჯულების საბოლოო ვერდიქტს თავისუფლებაზე დაელოდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სააკაშვილთან ინტიმური კავშირი მხოლოდ ერთ ღამეს მქონდა... მას მოსწონდა მასაჟი რომელსაც კბენით ვაკეთებდი“ - დოქტორი დოტი

🔵COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდგომ თუ არანაირი სიმპტომი არ გაწუხებთ, ნიშნავს თუ არა ეს რომ იმუნური სისტემა არ მუშაობს? - ზაზა თელია

🔵მძიმე დღეა, მაღალია აგრესიულობა, შეცდომების დაშვების ალბათობა - ცაგარელი

🔵„ლონგ კოვიდ პაციენტის აცრა არ შეიძლება, კოვიდრეაქტივირებულის აცრა არ შეიძლება“ – იაგო ფრანგიშვილო

🔵„სანაგვეზე გადაყრილი წინაპრები“ – დღეს „ნახალოვკაში“ გამვლელები ბუნკერთან ჩერდებოდნენ

🔵ქვეყანაში გრიპის ვირუსი გამოჩნდა - გამყრელიძე


„მიხეილ სააკაშვილი უმძიმესი ავადმყოფია,...

23:41 პარ. 28 იანვარი

ოთარ თოიძე

ზურაბ ქადაგიძე: თენგო გოგოტიშვილი რომ არ...

23:23 პარ. 28 იანვარი

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

„აღარ გვყავს სიკეთით, სითბოთი და სილამაზ...

23:03 პარ. 28 იანვარი

ამირან არაბული


შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მწვრთნელი გახდ...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

შოთა არველაძე „ჰალ სიტის“
მწვრთნელი გახდა

VIDEO: „საყვარელ მამაკაცს ღალატს ვაპატიე...

19:59 ხუთ. 27 იანვარი

თათია თექთურმანიძე

„უკრაინის პრეზიდენტს ვუთხარი, ჩემს მემუა...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტი

VIDEO: ანნა სულაბერიძე 2 წლის გახდა - რო...

19:03 პარ. 28 იანვარი

ანა სულაბეიძე

„ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრო...

18:06 პარ. 28 იანვარი

ჩერგოლეიშვილი და გიგი
უგულავა

„კატეგორიულად არ გაქვთ ამის თქმის უფლება...

16:12 პარ. 28 იანვარი

ცერცვაძე და ივერი

ლევან ნიკოლეიშვილი თენგო გოგოტიშვილზე: ს...

22:46 პარ. 28 იანვარი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge

დავით ქართველიშვილი ინგა გრიგოლიას: მაში...

22:43 პარ. 28 იანვარი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

„ვნერვიულობდი და გამომყვა, დედაა მაინც ხ...

22:14 პარ. 28 იანვარი

რუსკა მაყაშვილი

„არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბ...

21:22 პარ. 28 იანვარი

ინფექციონისტი
ეპიდვითარებაზე

მაია ბითაძე: ტყის დროებით სარგებლობაში გ...

20:02 პარ. 28 იანვარი

საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი მაია
ბითაძე

ვიქტორ ყიფიანი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლ...

19:22 პარ. 28 იანვარი

ვიქტორ ყიფიანი

დავით მათიკაშვილი: აუქციონი ჩატარდა, იყო...

19:15 პარ. 28 იანვარი

უმრავლესობის წევრი დავით
მათიკაშვილი

ნანა კაკაბაძე: „ნაციონალებო“, თქვე უტიფრ...

19:12 პარ. 28 იანვარი

არასამთავრობო
ორგანიზაცია „ყოფილი
პოლიტპატიმრები ადამიანის
უფლებებისთვის“
ხელმძღვანელი ნანა
კაკაბაძე

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის აქა...

19:01 პარ. 28 იანვარი

ნიკო კვარაცხელია