Digest Logo

მარნეულში დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარედგინა

 18:44 ხუთ. 22 ივლისი
პროკურატურამ, „ქურდული
სამყაროს წევრობის“,
„ქურდული სამყაროს”
საქმიანობის მხარდაჭერის
და „ქურდული სამყაროს“
წევრისთვის მიმართვის
ფაქტზე 31 პირს ბრალდება
წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო სარალში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ე.ა.-ს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო ტარების მუხლებით წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურატურამ ასევე ბრალდებულის ე.ა.-ს მამის ზ.ა.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ტ.პ.-ს, ხოლო სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ი.პ.-ს ბრალდება წარუდგინა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 20 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში ე.ა-მ, შერიგებაზე უარის გამო შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ყოფილი მეუღლის - გ.პ.-ს, მეუღლის ძმის - ა.პ.-ს, მეუღლის მამის - ი.პ.-ს და დედის - ს.ა.-ს მიმართულებით, დამიზნებით, რამდენიმე გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სროლის შედეგად, გ.პ.-მ და ი.პ.-მ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალნენ. ხოლო ს.ა. და ა.პ. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარი დანაშაულის შემდეგ, გარდაცვლილების ნათესავები ტ.პ. და ი.პ. სხვა პირებთან ერთად მივიდნენ ე.ა.-ს საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ტ.პ.-მ შურისძიების მიზნით, ე.ა.-ს მამას ზ.ა.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა, ხოლო ი.პ.-მ ეზოში გაჩერებული ორი ავტომანქანა დააზიანა.

სამართალდამცველებმა ე.ა., ტ.პ. და ი.პ. იმავე დღეს დააკავეს. ე.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ (განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით) და „ვ“ (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა), 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ (განზრახ მკვლელობის მცდელობა გენდერის ნიშნით) და „ვ“ (განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ) ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა რაც სასჯელის სახით 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტ.პ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ი.პ.-ს 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინა ბრალდება, რაც ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2...

00:42

სასწრაფო დახმარება

ნახეთ, როგორია 25 ივლისის ამინდის პროგნო...

23:49 შაბ. 24 ივლისი

ამინდი

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23:37 შაბ. 24 ივლისი

ჰოროსკოპი


„ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო?“....

17:34 ხუთ. 22 ივლისი

ჰამლეტ გონაშვილი

ახალი კვლევა: ჭორაობა სოციალურ ცხოვრებას...

19:04 ხუთ. 22 ივლისი

ჭორაობა

„ერთმანეთს ვერ ვიტანდით, მისი მოსვლა არ...

17:34 ხუთ. 22 ივლისი

გივი პაპავა

VIDEO: „ახლაც მეშინია, ამას რომ ვამბობ.....

14:09 შაბ. 24 ივლისი

ნუკი კოშკელიშვილი

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბი...

19:26 პარ. 23 ივლისი

სალომე ზურაბიშვილი

თაკო ჩხეიძემ თმის ფერი შეიცვალა - ნახეთ,...

14:36 პარ. 23 ივლისი

თაკო ჩხეიძე

„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შ...

23:29 შაბ. 24 ივლისი

ხვიჩა კვარაცხელია

„მე შენი პირველი ბიჭი ვარ, რომელიც ბავშვ...

23:12 შაბ. 24 ივლისი

მოწყენილი კაცი

მარიამ იმნაძე საქართველოს ოლიმპიურ დელეგ...

22:29 შაბ. 24 ივლისი

მარიამ იმნაძე

„ამათი მართვა და დაგეშვა ხომ ძალიან ადვი...

20:32 შაბ. 24 ივლისი

სააკაშვილი

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობი...

20:19 შაბ. 24 ივლისი

პროკურატურა: სახელმწიფო
ბიუჯეტს დანაშაულებრივი
ქმედების შედეგად
მიყენებული 850 000 ლარის ზიანი
აუნაზღაურდა

„ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეუ...

20:18 შაბ. 24 ივლისი

ნანა გეგეჭკორი

VIDEO: „გუშინდელი დღიდან საქართველოში ძა...

19:45 შაბ. 24 ივლისი

ფხაკაძე

აკუსტიკური იარაღის, „სტარტოვკის" გამოყენ...

19:15 შაბ. 24 ივლისი

შსს

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დ...

17:58 შაბ. 24 ივლისი

ილია მეორე