Digest Logo

გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა იურიდიული ფაკულტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

 20:28 პარ. 11 ივნისი
გენერალური პროკურორის
მოადგილე ნათია
მერებაშვილი უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებათა იურიდიული
ფაკულტეტების ხელმძღვანელ
პირებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილი და პროკურატურის თანამშრომლები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა იურიდიული ფაკულტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით გამართულ შეხვედრას სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც პროკურატურის საქმიანობის სტრატეგიულ და პრიორიტეტულ მიმართულებებს, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე პროექტებს და არსებულ სტაჟირების სისტემას გაეცნენ.

„როგორც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ სტუდენტების, მომავალი თაობის პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. მისივე თქმით, პროკურატურა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობის გასაგრძელებლად სრულ მზაობას ყოველთვის გამოხატავს.

შეხვედრის ფარგლებში ასევე, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის ხელშეწყობაზე იმსჯელეს.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა იურიდიული ფაკულტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს პროკურატურასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სასწავლო, პრაქტიკული და კვლევითი მიმართულებებით თანამშრომლობის გააქტიურებას და სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის მიღების ხელშეწყობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


2 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

00:55

ამინდი

აბაშაში თხილის საკრეფად წასულ მამაკაცს ე...

00:48

პოლიცია

ვინც ამას კითხულობ, ამ სიყვარულში შემეჯი...

00:36

გოდერძი შარაშია


ჩხოროწყუში მღვდელს ფიზიკურად გაუსწორდნენ...

09:25 პარ. 30 ივლისი

ეკლესიის ზარი

31 ივლისს დედამიწას ასტეროიდი ჩაუფრენს -...

11:29 პარ. 30 ივლისი

დედამიწა

რას წერდნენ მე-19 საუკუნის გაზეთში აცრებ...

09:25 პარ. 30 ივლისი

აცრა

VIDEO: ნანი ბრეგვაძეს მეგობრებმა სპორტულ...

13:38 პარ. 30 ივლისი

ნანი ბგრევაძე

VIDEO: დაათვალიერეთ თამუნა ამონაშვილის ს...

12:27 პარ. 30 ივლისი

თამუნა ამონაშვილი

VIDEO: ლაშა ბექაურის ემოციურად შესრულებუ...

10:53 პარ. 30 ივლისი

ლაშა ბექაური

გაბედეთ და საჯაროდ აღიარეთ გავრცელებული...

23:33 კვი. 1 აგვისტო

საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი ანრი
ოხანაშვილი

მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანან...

23:12 კვი. 1 აგვისტო

მანანა მაჩაბელი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

22:47 კვი. 1 აგვისტო

მიწისძვრა

ირაკლი კობახიძე: იქიდან გამომდინარე, რომ...

22:33 კვი. 1 აგვისტო

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი - საქართველოში კლავდნ...

22:26 კვი. 1 აგვისტო

თამთა

,,მთავარი არხის" ჟურნალისტები ქარტიამ მო...

21:44 კვი. 1 აგვისტო

საქართველოს ჟურნალისტური
ეთიკის ქარტია

რა ცოდნა უნდა გადასცეს მოსწავლეს პედაგოგ...

21:42 კვი. 1 აგვისტო

დაავადებათა კონტროლის
ცენტრის სამედიცინო
ხელმძღვანელი

VIDEO: თბილისში ფრანგი ქალები, სავარაუდო...

21:03 კვი. 1 აგვისტო

პოლიცია

ვინ არის ფოტოზე ასახული შავგვრემანი მამა...

19:40 კვი. 1 აგვისტო

შანეი ბრუკი