Digest Logo

„ერთ წუთში დამენგრა ცხოვრება თავზე, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ვერ წარმომედგინა, ახლა კი... “ - რას ჰყვება კაცი, რომელსაც ოჯახის 4 წევრი გარდაეცვალა

 13:18 შაბ. 16 ოქტომბერი
რამაზ დავლაძე

მამა, რომელიც ოჯახის 4 წევრს, მათ შორის ორ შვილს გლოვობს - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რამაზ დავლაძე საკუთარი ემოციებისა და მომხდარის დეტალებზე პირველად ალაპარაკდა.

საბედისწერო დღეს, კაცმა, რომელსაც როგორც თავად ამბობს, უბედნიერესი ცხოვრება ჰქონდა, ოჯახის 4 წევრი დაკარგა.

„ღმერთის მეშინია, არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო,“ - ამბობს რამაზ დავლაძე რომელიც პროფესიით მშენებელია, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ კორპუსის პირველ სართულზე დაწყებული სამუშაოების დროს, მან ეს ადგილი მოინახულა და ისეთ რამ, რაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა, ვერ ნახა.

„რა უნდა ვთქვა, დამენგრა ცხოვრება თავზე, ერთ წუთში გადამიწყდა ცხოვრება, უბედნიერესი კაცი ვიყავი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ვერ წარმომედგინა, მაგრამ ასეთია ღვთის ნება და ჩემი განგება. რომ მივდიოდი ბულვარში მთელი ტროტუარი მიმქონდა. დამენგრა ცხოვრება, ცრემლს ვეღარ გავაჩერებ ჩემს თვალზე. ერი ბიჭი დამრჩა და ეგაა, რაც სტიმულს მაძლევს ცხოვრების და ამხელა ტკივილის გადატანის.

ქვემოთ აკეთებდნენ ხოლმე რაღაცას, უკაკუნებდნენ, მაგრამ თბილისში ვიყავი წასული და 2 რიცხვის მერე არ მინახავს არაფერი. არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, ღმერთის მეშინია. მე პირველ რიცხვში მივედი მათთან ვინც იქ სამუშაოებს აკეთებდა და ვუთხარი, რომ ეს არის მზიდი კედელი და ამას ხელი არ მოკიდოთთქო. იქ მანამდე იყო 2 ოთახიანი ბინა და რომ ვნახე სამუშაოების დროს, ფაქტობრივად დიდი სივრცე დამხვდა, რომელსაც არც კედელი ჰქონდა და არც არაფერი. მე მშენებელი ვარ პროფესიით, არ იყო მანდ ისეთი დანგრეული იმ დროს, რომ რაიმეს კითხვის ნიშნები გამოეწვია, მაგ დროს მზიდი კედლები ადგილზე იყო, ეს ვნახე მე პირველში.

ტრაგედიის დღეს, ჩემი ოჯახის ყველა წევრი სახლში იყო, დილით გავიღვიძე, გამოვედი, ჩემმა მეუღლემ ბავშვს ჩააცვა და ბაღში წაიყვანა, რომ მოვიდა მე გავედი სახლიდან ჩემს საქმეზე, დაახლოებით ეს 10 საათზე მოხდა, თუმცა 12 საათზე მირეკავენ ასეთი ამბავიაო,"- აცხადებს რამაზ დავლაძე.

ინფორმაციისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ👇 

🔵კაცს, რომელმაც ბათუმში მეუღლე და 2 შვილი დაკარგა, ბინას გადასცემენ

🔵„მამის ღრიალმა ზეცამდე ვერ მიაღწია.. ოთხჯერ გაჩერდა იმ დედის გული, რომლის შვილები სიკვდილის ჩიტებმა წაიყვანეს“ - ჟურნალისტი

🔵„იმ ერთი შვილისთვის გაძლოს რამენაირად, ვინც დარჩა ამ ქვეყანაზე“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი ბათუმელ კაცზე, რომელსაც ცოლ-შვილი დაეღუპა

🔵„კორპუსების დანგრევა რუსული სივრცის პოლიტტექნოლოგიაა“ - ჟურნალისტი

🔵„ცოცხლად დამაჭერინა თქვენი თავი და შემაგდებინა საქათმეში“ - რას წერს ბესო ჩუბინიძე

წყარო: rustavi2.ge


წვიმა და თოვლი - 2 დეკემბრის ამინდის პრო...

00:58

ამინდი

ყურადღება! ელექტრომომარაგება შეიზღუდება...

00:24

ელექტოენერგია

გიორგი ამილახვარი სალომე სამადაშვილს: გა...

00:12

„ქართული ოცნების“
საარჩევნო სიის წევრი
გიორგი ამილახვარი Digest.ge


VIDEO: ფეხსაცმელებიდან თითები უჩანდა, პა...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

იმერული ესკიზები

დედამთილმა განათხოვრობის გამო ამითვალწუნ...

22:08 ოთხ. 1 დეკემბერი

ქალი

„ფეხზე ხორცი ამოგლეჯილი ჰქონდა, ორგანოებ...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

ლენტი ავარია

ამანაც რა თქმა უნდა, იმოქმედა ცეკვაზე......

19:24 ოთხ. 1 დეკემბერი

სალომე ღვინაშვილი

ეს ოცნება მისი გარდაცვალების შემდეგ ავის...

15:56 ოთხ. 1 დეკემბერი

ხატია შამუგია

„ისედაც გვიან შევხვდით ერთმანეთს და ამიტ...

15:55 ოთხ. 1 დეკემბერი

ეკახოფერიადა მიშა ხუჯაძე

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებე...

23:51 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

დღეიდან გაზის ტარიფი გაიზარდა – ნახეთ, გ...

23:25 ოთხ. 1 დეკემბერი

გაზი

ზურაბ ქადაგიძე: იმდენად დიდი აქვთ 7 ნოემ...

21:50 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

ვლადიმერ ბოჟაძე: პოლიციელის შეურაცხყოფის...

21:43 ოთხ. 1 დეკემბერი

სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი

დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე - პოლიციე...

21:37 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

გაქვთ პროტესტი?! გააპროტესტეთ, მაგრამ გა...

21:27 ოთხ. 1 დეკემბერი

საჯარო მმართველობის
მოხელე თამთა
მეგრელიშვილი Digest.ge

შალვა პაპუაშვილი - კომიტეტის 31 სხდომიდა...

21:10 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი

„ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად დაცულია კოვ...

20:45 ოთხ. 1 დეკემბერი

იაგო ფრანგიშვილი

„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარი...

20:10 ოთხ. 1 დეკემბერი

გიორგი ფხაკაძე