
წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
კომენდანტის საათის დროს, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ორივე ავტომობილი დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ორივე მანქანაში მსხდომი მგზავრები ადგილზე გარდაიცვალნენ.