Digest Logo

ახალციხეში 89 წლის ქალს სცემეს

 19:39 სამ. 4 მაისი
უბედური შემთხვევა

ახალციხეში, ოჯახში კონფლიქტის დროს 89 წლის ქალი დაშავდა.

როგორც დაზარალებული ამბობს, მასზე რძალმა და ორმა შვილიშვილმა იძალადა. დაშავებული სამ მაისს, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ქალის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოჯახის წევრები მასზე ძალადობენ. ის ამბობს, რომ რძალი სისტემატურად ეჩხუბებოდა და სახლის დატოვებას სთხოვდა. მას კი წასასვლელი არსად აქვს. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, 89 წლის ქალი დროებით ნათესავმა შეიფარა.

„წლების წინ ჩემს შვილზე გავაფორმე ბინა, რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა და სახლი რძლის სახელზეა. მომივარდებოდნენ და მეუბნებოდნენ, სახლიდან წადიო. გუშინაც ვიჯექით მე და ჩემი მეორე ბიჭი, საჭმელს ვჭამდით და კარებში შემოცვივდნენ, ყველგან მირტყამდნენ, თავი, ფეხები, მხარი - ყველაფერი მტკივა. ჩემს ბიჭს ოთახიდან გაჰყავდა. კარებთან შეშის ნაჭრები გვქონდა და ის ჩაარტყეს ჩემს შვილს, თავზე აქვს ჭრილობა. სახლში ყველაფერი დალეწილია, მაგიდა ამოაყირავეს“, - ამბობს 89 წლის ქალი.

ინციდენტის დროს, რძალმა პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცველებმა კი დაშავებული ქალის შვილი დააკავეს, რომელიც მოხუცის თქმით, რძლის ოთახიდან გაყვანას ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.

წყარო: tv9news.ge


რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

7 წუთის წინ

ზოდიაქო

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

32 წუთის წინ

Google

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59

სელებრითები


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10

პოლიციის ლენტი

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32

ცაგარელი

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას რომანტ...

15:28

ირაკლი და ლიზა

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09

დედამიწა