Digest Logo

„22 წლის გოგონასთან ინტიმური კავშირის დამყარება სცადა. წინააღმდეგობის გაწევის დროს ხითარიშვილს ბაია შემოაკვდა" - შემზარავი მკვლელობის დეტალები

 14:13 კვი. 19 სექტემბერი
შემზარავი მკვლელობის
დეტალები

რამდენიმე წლის წინ თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში შემზარავი მკვლელობა მოხდა, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი დების ცხედარი სრულიად შემთხვევით მეზობელმა ორი დღის დაგვიანებით ნახა.

გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დები, გვარად ლომიძეები, წარმოშობით ერთ-ერთო რეგიონიდან იყვნენ, უფროსი და მაცაცო თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობდა , უმცროსი ბაია კი კოლეჯში მედდის კურსებს გადიოდა. სახლის მეპატრონე დებს თითქმის არ იცნობდა, როგორც აღმოჩნდა ლომიძეებს დედაქალაქში მეგობრები საერთოდ არ ჰყავდათ.

გამოძიება მალევე ჩიხში შევიდა, სამართალდამცველებმა ერთთვიანი გამოძიების შემდეგ დაადგინეს, რომ მაცაცო ლომიძეს გარკვეული უსიამოვნება ჰქონდა რესტორნის მეპატრონე სერგო ხითარიშვილთან.

რესტორნის მეპატრონემ გამომძიებლებს უთხრა, რომ მაცაცო ლომიძე ერთ-ერთ დაწესებულების საპატიო სტუმარს მოსწონდა, ხოლო ერთ საღამოს სტუმარს მაცაცოსთან მიმართებით ძალიან ზედმეტი მოუვიდა, როგორს მისივე მონაყოლიდან ირკვეოდა, მაცაცომ იმ დღეს პასუხი არ დაუბრუნა, თუმცა მეორე დღეს დადგინდა რომ აღნიშნული სტუმარი, ზაზა ისერგიშვილი უცნობმა პირმა ისე სცემა, რომ საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა.

ზაზა ისერგიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში არც თუ ისე მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მისი თქმით პირი, რომელმაც სცემა არ დაუნახავს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ინციდენტის მომსწრე გახდა და რესტორნის გამოსვლის შემდეგ შემთხვევის გამო გაუსწორდა ფიზიკურად.

ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გაირკვა, რომ ბაიას სხეულზე აღმოჩნდა სისხლის ნაკვალევი, რომელიც არც ერთ დას ეკუთვნოდა. სავარაუდოდ, მკვლელობის მომენტში ბაია ლომიძემ მოძალადეს წინააღმდეგობა გაუწია. დამნაშავემ გარკვეული სახის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე მისი სისხლის წვეთები შემორჩა.

სწორედ ეს გახდა სამართალდამცველებისთვის, ხელჩასაჭიდი, რომლითაც მკვლელის გამოცნობა შეძლეს. სამართალდამცველებმა ხმა გაავრცელეს თითქოს ბაია ლომიძე განუკურნებელი სენი ჰქონდა, რომელიც სისხლით გადადის. პარალელურად კი დედაქალაქის ყველა საავადმყოფო გააფრთხილეს მათთვის მიეწოდებინათ ყველა იმ პირის სია, ვინ უახლოეს ორ კვირაში სისხლის ანალიზს ჩააბარებდა.

გამომძიებლებს დიდი ლოდინი არ დასჭირვებიათ, ინფორმაციის გავრცელების მეორე დღესვე ინფექციურ საავადმყოფოს სისხლის ანალიზის ჩასაბარებლად სერგო ხითარიშვილმა მიაკითხა.

სწორედ ამ გზის შეძლეს გამომძიებლებმა დაედგინათ თუ ვინ იყო რეალური მკვლელი.

გამოძიებით დადგინდა რომ, 23 ოქტომბერს 8 საათზე “23 ოქტომბერს, საღამოს 8 საათისთვის, ბრალდებული სერგო ხითარიშვილი მაცაცო ლომიძესთან ბინაში მივიდა. შინ მხოლოდ მისი და, ბაია ლომიძე დახვდა. სერგო ხითარიშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო (ხითარიშვილი მანამდეც რამდენჯერმე ესტუმრა გოგონებს). მასპინძელმა სცადა, სტუმარი დაერწმუნებინა, რომ წასულიყო, მაგრამ ხითარიშვილი არ დაემორჩილა და 22 წლის გოგონასთან ინტიმური კავშირის დამყარება სცადა. წინააღმდეგობის გაწევის დროს ხითარიშვილს ბაია შემოაკვდა.

ბრალდებულის ჩვენებით გაირკვა, რომ ხითარიშვილმა კვალის წაშლა სცადა და გაქცევა დააპირა, მაგრამ ამ დროს მაცაცო დაბრუნდა. ნანახით თავზარდაცემულ გოგონას მამაკაცმა დაყვირების საშუალება არ მისცა, პირზე ხელი ააფარა, იატაკზე დააგდო და გაგუდა”.

სერგო ხითარიშვილს სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა ქონების კონფისკაციით.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„თქვენი უჯიშო ქართველობა მოვ@@@ნ! 9 თვის უმძიმეს პაციენტს 900 ევრო როგორ მოსთხოვეთ?!” – რას წერს ნუგზარ სულაშვილი

🔵არქიმანდრიტი შიო გაბრიჭიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

🔵„ახლა თქვენი პატარა შვილი მყავს ხელში და ვუმღერი... სიცხე აქვს და ცრემლიანი თვალებით შემომხედავს დროდადრო, ალბათ დედა ვგონიავარ" - ემოცირი წერილი ბავშვთა სახლიდან

🔵„52 წლის შვილი მიწაში ჩავდეი... მანამდაც რაი იყო აი ცხოვრება და მერე გავძაღლდი თლად. სიკვტილი ჯობია ჩემთვის... " - 83 წლის ვიოლეტა

🔵VIDEO: „იმედის“ ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში საკუთარი ქორწილიდან ჩაერთო

წყარო: sarkenews.ge


შორენა ბეგაშვილის ყოფილი პარტნიორის შესა...

5 წუთის წინ

ლაშა ბარათელი და შორენა
ბეგაშვილი

„მანუჩარი სექსუალურად ძალადობდა, სცემდა....

21 წუთის წინ

ლენტი

დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელ...

27 წუთის წინ

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე Digest.ge


მამინაცვალმა 17 წლის გოგოზე სექსუალური ძ...

13:11 ოთხ. 20 ოქტომბერი

ტრაგედია ინდონეზიაში

„რატომ არ ხსნი კურსებს, სადაც ჩემნაირ გო...

13:23 ოთხ. 20 ოქტომბერი

მოდელი, კესარია აბრამიძე

VIDEO: „ერთი ულამაზესი ქალი ცხოვრობს, რო...

13:11 ოთხ. 20 ოქტომბერი

გიორგი ფხაკაძე

„ირაკლი როცა დაჭრეს, მაშინ ბოლომდე შერიგ...

55 წუთის წინ

ირაკლი ნოზაძის ცოლი

„ვიგრძენი რომ ცუდად ვარ, მაკანკალებს, ლა...

12:09

ვიკა ბუკია

„ადამიანი ჭაობშია, მაგრამ... მე მაქვს შე...

10:56

ალექსანდრა პაიჭაძე

სამეგრელოში ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკ...

35 წუთის წინ

მმართველი გუნდის
შეხვედრა მოსახლეობასთან

„თუ ასე გაგრძელდება ვერც ერთი გადავრჩები...

40 წუთის წინ

ლევან რატიანი

კაცი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ბათუმ...

41 წუთის წინ

საავადმყოფოს დერეფანი

„მათი გაერთიანება მარცხისთვის არის განწი...

43 წუთის წინ

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის თავმჯდომარე
დავით ჩიხელიძე

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის მმართველ...

56 წუთის წინ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი Digest.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Axel-მა ქ...

56 წუთის წინ

საქართველოს ბანკი

აი, რატომ აშინებთ მამაკაცებს ჭკვიანი ქალ...

57 წუთის წინ

ქალი

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე მა...

14:49

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი, „ქართული
ოცნების“ თავმდჯომარე
ირაკლი კობახიძე

„5 გასროლა იყო ზედიზედ, თავქუდმოგლეჯილი...

14:44

პატრულ-ინსპექტორი