Digest Logo

ვინ იყო XX საუკუნის ნოსტრადამუსი, რომელსაც სტალინის ეშინოდა?

 11:00 ხუთ. 14 იანვარი
სტალინის პირადი
ასტროლოგი

ის ზოგიერთს ნათელმხილველად მიაჩნდა, ზოგი XX საუკუნის ნოსტრადამუსს უწოდებდა, ზოგსაც - შარლატანად მიაჩნდა. საუბარია ერიკ იან ჰანუსენის ფსევდონიმით მსოფლიოში ცნობილი იყო გერმან შტაინშნაიდერზე.

გერ­მან შტა­ინ­შ­ნა­ი­დე­რი ავ­ს­ტ­რი­ა­ში, ებ­რა­ულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მა­მა მა­ლე და­ქორ­წინ­და ორ­შ­ვი­ლი­ან ქვრივ­ზე. ბიჭ­მა დედის ქორწინება მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვა და სახ­ლი­დან გა­იქ­ცა.

შტა­ინ­შ­ნა­ი­დე­რის, რო­გორც ნა­თელ­მ­ხილ­ვე­ლის, დე­ბი­უ­ტი ვე­ნის ერთ-ერთ კა­ბა­რე­ში 1912 წელს მო­ეწყო.

ავ­ს­ტ­რი­უ­ლი პრე­სა ახალ­გაზ­და ას­ტ­რო­ლოგ­ზე ალა­პა­რაკ­და. ცნო­ბით წი­ნას­წარ­მეტყ­ველ­მა არა მხო­ლოდ ქა­ლე­ბის, არა­მედ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია. მათ­თ­ვის შტა­ინ­შ­ნა­ი­დე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხელ­საყ­რე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რ­ცე­ლებ­ლად იდე­ა­ლუ­რი ფი­გუ­რა იყო.

მა­ლე გერ­მანს შეხ­ვ­და ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი მზვე­რა­ვი, ჰოლ­კოვ­ნი­კი ვალ­ტერ ნი­კო­ლაი. მა­თი სა­უბ­რის შემ­დეგ გერ­მა­ნი ბერ­ლინ­ში გა­და­ვი­და. ბერ­ლი­ნის კა­ბა­რე­ებ­ში მის­მა ოკულ­ტურ­მა სე­ან­სებ­მა ნამ­დ­ვი­ლი ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა. ამას­თან, შტა­ინ­შ­ნა­ი­დე­რი იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რ­ცე­ლებ­და, რაც ნი­კო­ლა­ის სჭირ­დე­ბო­და.

ბევ­რი მკვლე­ვა­რი ეთან­ხ­მე­ბა ნა­თელ­მ­ხილ­ვე­ლის კავ­შირს რო­გორც ავ­ს­ტ­რია-უნ­გ­რე­თის, ისე გერ­მა­ნი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან, თუმ­ცა არა­ერ­თი მათ­გა­ნი სა­ეჭ­ვოდ მი­იჩ­ნევს ცნო­ბას, რომ ის მხო­ლოდ გერ­მა­ნი­ი­სა და ავ­ს­ტ­რი­ის დაზ­ვერ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ებს ავ­რ­ცე­ლებ­და. ასე მა­გა­ლი­თად, შტა­ინ­შ­ნა­ი­დერ­მა იწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა, რომ ავ­ს­ტ­რი­ის ერ­ც­ჰერ­ცოგ ფერ­დი­ნანდს სა­რა­ე­ვო­ში მოკ­ლავ­დ­ნენ, გა­მო­იც­ნო პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დაწყე­ბის წე­ლი (1914) და ისიც, რომ გერ­მა­ნია ამ ომ­ში და­მარ­ცხ­დე­ბო­და.

- გერ­მა­ნი­ას თავს მო­ახ­ვე­ვენ ზა­ვის და­მამ­ცი­რე­ბელ პი­რო­ბებს. ტე­რი­ტო­რი­ებ­საც ჩა­მო­აჭ­რი­ან. ქვე­ყა­ნას ქა­ო­სი, გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბა და კო­რუფ­ცია მო­ი­ცავს. გან­საზღ­ვ­რუ­ლი დრო­ის შემ­დეგ გა­მოჩ­ნ­დე­ბა ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას ააღორ­ძი­ნებს. მე მას უკ­ვე ვხე­დავ. ამ კაცს ადოლ­ფი ჰქვია, ის ავ­ს­ტ­რი­ე­ლია, მაგ­რამ გერ­მა­ნია ყვე­ლა­ფერს ურ­ჩევ­ნია, - ამ­ბობ­და გერ­მა­ნი.

ლი­ონ ფო­იხ­ტ­ვან­გე­რი, რო­მელ­მაც შტა­ინ­შ­ნა­ი­დე­რი გა­მო­იყ­ვა­ნა თა­ვის რო­მან­ში "ძმე­ბი ლა­უ­ტენ­ზა­კე­ბი", წერს, რომ ას­ტ­რო­ლო­გის წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა ბევ­რ­მა არა­სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვა. მის სე­ან­სებ­ზეც, რო­გორც კარგ სა­ცირ­კო სა­ნა­ხა­ო­ბა­ზე, ისე და­დი­ოდ­ნენ. 1914 წელს სი­ცი­ლის თა­ვი უკ­ვე ბევრს აღარ ჰქონ­და. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი ხომ მარ­თ­ლა და­იწყო. ას­ტ­რო­ლო­გის სიტყ­ვებ­საც უკ­ვე სე­რი­ო­ზუ­ლად მი­უგ­დეს ყუ­რი.

„ამ კავ­კა­სი­ე­ლის მე­ში­ნი­ა“

ას­ტ­რო­ლო­გის პროგ­ნო­ზი ახ­და და იმ­პე­რა­ტორ­მა ვილ­ჰელ­მ­მაც თა­ვის­თან და­ი­ბა­რა. სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად დას­რულ­და, რად­გა­ნაც ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა იმ­პე­რა­ტორს უთხ­რა:

- თქვე­ნო უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბავ, გე­ვედ­რე­ბით, ომი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ა­ჩე­როთ! გერ­მა­ნი­ას უცი­ლო­ბე­ლი და­მარ­ცხე­ბა მო­ე­ლის, თქვენ კი ტახტს და­კარ­გავთ!

- გა­ეთ­რიე! - და­იღ­რი­ა­ლა ვილ­ჰელმ მე­ო­რემ.

მი­სი ბრძა­ნე­ბით ას­ტ­რო­ლოგს აღ­მო­სავ­ლე­თის ფრონ­ტ­ზე უკ­რეს თა­ვი. პოლ­კის მე­თა­ურ­მა, რო­მელ­შიც იგი მსა­ხუ­რობ­და, გა­მო­ი­ძა­ხა და ჰკითხა:

- აბა, გვიჩ­ვე­ნე ერ­თი, რა წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლი ბრძან­დე­ბი! მითხა­რი, მე რა მო­მე­ლის?

- თქვე­ნი ცო­ლი რამ­დე­ნი­მე თვე­ში იმ­შო­ბი­ა­რებს და ვა­ჟი გე­ყო­ლე­ბათ, - მი­უ­გო ას­ტ­რო­ლოგ­მა.

მე­თა­უ­რი უნებ­ლი­ეთ შეკ­რ­თა. ცო­ლი მარ­თ­ლაც ფეხ­მ­ძი­მედ ჰყავ­და. შტა­ინ­შ­ნა­ი­დე­რი თა­ვით ფე­ხამ­დე გა­მომ­ც­დე­ლად შე­ათ­ვა­ლი­ე­რა და არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ კი კვლავ გა­მო­ძა­ხა:

- ყო­ჩაღ, მარ­თ­ლა წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლი ყო­ფილ­ხარ! ვა­ჟი შე­მე­ძი­ნა!

ამის შემ­დეგ ის და ას­ტ­რო­ლო­გი გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი გახ­დ­ნენ. მე­თა­ურ­მა ფუ­ლა­დი პრე­მია გა­მო­უ­წე­რა. მი­სი ბრძა­ნე­ბით, გერ­მანს წი­ნა ხაზ­ზე აღარ აგ­ზავ­ნიდ­ნენ. ახა­ლი ას­ტ­რო­ლო­გი სე­ან­სებს თა­ვი­სი პოლ­კის ოფიც­რე­ბის­თ­ვის მარ­თავ­და.

კერ­ძოდ, მან იწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა:

- ომი 1918 წელს დამ­თავ­რ­დე­ბა. გერ­მა­ნი­ას წინ მძი­მე დღე­ე­ბი მო­ე­ლის. ვხე­დავ ლი­დერს, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ას აღად­გენს. ამ კაცს ადოლ­ფი ჰქვია, ის ავ­ს­ტ­რი­ე­ლია. ეს კა­ცი გერ­მა­ნი­ას ძველ დი­დე­ბას და­უბ­რუ­ნებს. აგერ, ერ­თი შავ­გ­ვ­რე­მა­ნი კა­ციც, რო­მელ­მაც სუ­ლი ეშ­მაკს მიჰ­ყი­და. ის კავ­კა­სი­ე­ლია, მაგ­რამ რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რი გახ­დე­ბა. ამ კავ­კა­სი­ე­ლი­სა ძა­ლი­ან მე­ში­ნია. მას გერ­მა­ნი­ის გა­ნად­გუ­რე­ბა და მსოფ­ლიო ბა­ტო­ნო­ბა სურს.
ას­ტ­რო­ლო­გი ამ ყვე­ლა­ფერს 1916 წელს ამ­ბობ­და.

აღ­სას­რუ­ლი

პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ ებ­რა­ელ­მა ჰა­ნუ­სენ­მა ნა­ცის­ტე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვ­ლის საქ­მე­ში უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. მის­მა მრა­ვალ­რიცხო­ვან­მა სტა­ტი­ებ­მა, სე­ან­სებ­მა, სა­დაც ის ჰიტ­ლერს მხსნე­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­და, პუბ­ლი­კა­ზე გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ეს. უილი­ამ ში­რე­რი იმა­საც ამ­ტ­კი­ცებს, რომ ჰა­ნუ­სე­ნი ნა­ცის­ტე­ბის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას წარ­მარ­თავ­და. ჰიტ­ლე­რე­ლებ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვეს. ფი­უ­რერ­მა სა­ხალ­ხოდ გა­ნაცხა­და:

- ჰა­ნუ­სე­ნი გერ­მა­ნი­ის სინ­დი­სი და ინ­ტე­ლექ­ტია!

მა­ლე ას­ტ­რო­ლოგ­მა ნა­ცის­ტურ პარ­ტი­ა­ში შეს­ვ­ლის გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა. ნა­ცი­ო­ნალ-სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის კრე­ბა­ზე ჰიტ­ლე­რი სა­ზე­ი­მოდ აცხა­დებ­და, მა­ლე ჰა­ნუ­სე­ნი გერ­მა­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბაო. ას­ტ­რო­ლო­გი ნელ-ნე­ლა გა­მო­იკ­ვე­თა ფი­გუ­რად, ვი­საც ჰიტ­ლერ­ზე უზარ­მა­ზა­რი გავ­ლე­ნა ჰქონ­და.

- მას შე­ეძ­ლო ისე­თი­ვე რო­ლი ეთა­მა­შა, რო­გო­რიც რას­პუ­ტინს - ნი­კო­ლოზ მე­ო­რის კარ­ზე, - მი­იჩ­ნევს უილი­ამ ში­რე­რი.

ცხა­დია, ამან ბევ­რი შე­აშ­ფო­თა. გე­ბელ­ს­მა ჰიტ­ლერს ჰა­ნუ­სე­ნის ებ­რა­ე­ლო­ბა შე­ახ­სე­ნა. ფი­უ­რერ­ზე ამ ცნო­ბას გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია.

- მე­რე რა, რომ ებ­რა­ე­ლია!

ნა­ცის­ტუ­რი პარ­ტი­ის ზე­და­ფე­ნა შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იყო. ჰიტ­ლე­რი უკ­ვე არა მხო­ლოდ პარ­ტი­ის ბე­ლა­დი, სა­ხელ­მ­წი­ფოს მე­თა­უ­რიც გახ­ლ­დათ. ჰა­ნუ­სე­ნი­სა მას ბრმად სჯე­რო­და, მი­სი გავ­ლე­ნაც ფი­უ­რერ­ზე გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლი იყო. არც გე­რინგს, არც გე­ბელსს, არც თა­ვად რემს ამის დაშ­ვე­ბა არ შე­ეძ­ლოთ. ჰა­ნუ­სე­ნი ყვე­ლა მათ­გა­ნის კონ­კუ­რენ­ტად გა­და­იქ­ცა.

1933 წლის 25 მარტს, გამ­თე­ნი­ი­სას, ჰა­ნუ­სე­ნის ტყვი­ე­ბით დაცხ­რი­ლუ­ლი გვა­მი ბერ­ლი­ნის გა­რე­უ­ბან­ში იპო­ვეს. მკვლე­ლე­ბი მა­ლე და­ა­პატ­იმრეს. ისი­ნი მო­ი­ე­რი­შე­თა რაზ­მე­ბის წევ­რე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­ცა ჰიტ­ლე­რი ერნსტ რე­მის მომ­ხ­რე­ებს გა­უს­წორ­და, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ით­ქ­ვა, რომ ჰა­ნუ­სენ­მა რემს ბან­ქო­ში დიდ­ძა­ლი თან­ხა მო­უ­გო და ამ უკა­ნას­კ­ნელ­მაც მი­სი მკვლე­ლო­ბა შე­უკ­ვე­თა.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რომანოვები არ დაუხოცავთ, ნიკოლოზ II სოხუმის ქუჩებს გვიდა - უცნობი ვერსია

პოეტი, მომღერალი და არაჩვეულებრივი თამადა - ინოლა გურგულიას უცნობი ისტორიები

როგორ შეცვალა მერაბ ნინიძემ გეგა კობახიძე ფილმში „მონანიება“ - აქამდე უცნობი ისტორია


გია აბაშიძე: გვარამიას ოფისში დაწერილი ე...

00:42

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge

„მამაჩემის მკვლელობის ადგილას ვმართავ სი...

00:36

შარაძე რუსუდანი

როგორი ამინდი იქნება 28 ოქტომბერს?

00:30

ამინდი


„გაინტერესებს კაცის ხორცი შევჭამე თუ არა...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ლენტი ავარია

სასამართლომ ბრიტანელ ექსტრემისტს დიკენსი...

17:20 ოთხ. 27 ოქტომბერი

დიკენსი

„მელიას პირდაპირ უთხრეს, რომ წინააღმდეგ...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ნიკა მელია და მიხცეილ
სააკაშვილი

„ტრაგიკული გავლენა ჰქონდა ჩემზე... სამწუ...

18:28 ოთხ. 27 ოქტომბერი

პაიჭაძე

„ყველაზე მაგარი ძმა მყავს და დიახ, გოგოე...

17:18 ოთხ. 27 ოქტომბერი

ბერა და ცოტნე

„კასტინგის დროს 40 მქონდა ტემპერატურა, მ...

12:49 ოთხ. 27 ოქტომბერი

გვანცა ოსიყმაშვილი

ყურადღება! - თბილისის ნაწილს 28 ოქტომბერ...

00:28

შუქი

„ყოველ 1 მილიონ ინფიცირებულ ბავშვზე საავ...

00:27

იაგო ფრანგიშვილი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:23

28

დღევანდელი, მართლა შთამბეჭდავი აქციის შე...

00:11

ექსპერტი ეკონომიკის
საკითხებში გიორგი
ცუცქირიძე - Digest.ge

დაჯდა და ჩამოწერა ციფრები, აი, ზუსტად ის...

23:53 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge

ვფიქრობ IPSOS Global დღეს შენი ისტერიული...

23:44 ოთხ. 27 ოქტომბერი

საჯარო სამართლის დოქტორი
თამთა მეგრელიშვილი

ისტერიკიანმა გვარამიამ იპსოსის კვლევა და...

23:35 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე

გია გაბრიჭიძე: ახლა რაც არ უნდა ციფრები...

23:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ჟურნალისტი, ექსპერტი გია
გაბრიჭიძე

„მიწა დაგაყარეთ ორივეს! ვირუსის გავრცელე...

23:05 ოთხ. 27 ოქტომბერი

ფხაკაძე