Digest Logo

ვინ იყო ქართველი ქალი, ვის წინაშეც ნაპოლეონი თრთოდა

 14:45 ოთხ. 30 დეკემბერი, 2020 წელი
ნაპოლეონ ბონაპარდი

კაიროს ეგრეთ წოდებულ „მკვდართა ქალაქში“ ეგვიპტის ყველაზე სახელგანთქმული მმართველი ალი-ბეი ალ-ქაბირი –  განისვენებს. მისი საფლავის პირდაპირ კი „კაიროს თეთრ განძად“ წოდებული ნაფისა ხანუმი – უმშვენიერესი დიდი ალი ბეის ცოლია დამარხული.

ამ ქალმა, მთელი აღმოსავლეთის სამყარო თავისი სილამაზით, გონიერებითა და განსწავლულობით დაატყვევა. მისმა გამბედაობამ კი ამაყ ნაპოლეონ ბონაპარტესაც კი მოახრევინა ქედი.

ზუსატად არავინ იცის, საქართველოს რომელ კუთხეს ან გვარს ეკუთვნოდა ნაფისა... თუმცა მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ის აფხაზეთის მთებში უნდა ყოფილიყო გაზრდილი.

ნაფისა მონათა ბაზარზე ცნობილ მამლუქს – ალი-ბეი ალ-ქაბირს უყიდია. ნაფისას მალევე გამოუჩენია თავი გონიერებით, ამიტომაც ალი-ბეის მისთვის თავისუფლება უბოძებია და ცოლად შეურთავს.

სამწუხაროდ, ქართველი ქალის გადამრჩენელი ეგვიპტის გამგებელი ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა. ნაადრევად დაქვრივებულ ნაფისას კი სიმდიდრე დარჩა.

მსოფლიო პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, ნაფისას გამჭრიახმა გონებამ ზუსტად ივარაუდა, რომ ეგვიპტელ ხალხს მძიმე წლები დაუდგებოდა და შესაძლოა, ქმრის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა დაეკარგა. ამიტომაც მან ქონება დაიმტკიცა.

ეს მუსლიმანურ სახელმწიფოში უნიკალური ფაქტი იყო, როცა ქალი, ანუ უუფლებო ადამიანი, ოფიციალურად ხდება უზარმაზარი ქონების განმგებელი.

ნაფისამ შეიძინა ყველაზე დიდი ქარვასლა და მას თავისი სახელობის მოწყალების სახლი – „საბილ ქუთაბი“ უწოდა. „საბილ ქუთაბში“, სხვა მოწყალებასთან ერთად, სასმელ წყალსაც უფასოდ გასცემდნენ.

1798 წელს, როცა ნაპოლეონის ჯარი ეგვიპტეს მიადგა, პირველი ბრძოლა პირამიდებთან მოხდა. მამლუქთა 6-ათასიან ცხენოსან ლაშქარს ქართველი იბრაჰიმ შინჯიკაშვილი და მისი ქართველი ძმადნაფიცი მურად-ბეი ხელმძღვანელობდნენ. უთანასწორო ბრძოლაში მამლუქებმა უკან დაიხიეს. იბრაჰიმმა და მურადმა ზემო ეგვიპტეს შეაფარეს თავი. კაიროში დარჩა მურად-ბეის მეუღლე, ქართველი ნაფისა...

...და როდესაც საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონი თავისი არმიით ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს მიადგა, ქართველი მამლუქების გმირული წინააღმდეგობით გამძვინვარებულ ფრანგთა ლაშქარს, კაიროს შესასვლელთან მარმარილოს ქანდაკებასავით აღმართვია წინ ულამაზესი ქალი.

დედოფლის სილამაზითა და გამბედაობით მონუსხული იმპერატორი ცხენიდან ჩამოქვეითებულა და მოკრძალებით ხლებია მას. ეგვიპტეში ახლაც სჯერათ, რომ მაშინ ნაპოლეონი ამ უშიშარი ქალბატონის წინაშე თრთოდა.

ნაპოლეონი აღიარებდა, რომ ეგვიპტეს ქართველები მართავენ, აღნიშნავდა იმასაც, რომ ამ ადამიანებმა მონის სტატუსიდან შეძლეს ასეთი ამაღლება.

ფრანგ იმპერატორს ქალბატონი სასახლეში წვეულებაზე მიუპატიჟებია და მისთვის ბრილიანტებით მოოჭვილი სამაჯურიც მიუძღვნია. დიპლომატიითა და გონიერებით გამორჩეული ნაფისა ფრანგებთან პოლიტიკურ მოლაპარაკებას მართავს, პარალელურად კი კონტაქტს არ წყვეტს ქართველ მეუღლესთან.

შედეგიც მალე დგება: მურადი და მისი მეომრები უკან ბრუნდებიან და ნაპოლეონთან გარიგება ხდება. ამ შემთხვევის მერე ეგვიპტელებმა ნაფისას ახალი სახელი „უმალ მამალიქი“ – „მამლუქთა დედა“ უწოდეს.

⚪აგრეთვე დაგაინტერესბეთ:

„გამსახურდიების ოჯახი აღარ არსებობს და ეს მანანას ბრალია“ - ზვიად გამსახურდიას ოჯახის კულუარული ამბები

ვინ იყო ქალი, ვის გამოც ედუარდ შევარდნაძე ოჯახის დანგრევას აპირებდა - ფოტოები

რა აკავშირებდა ზვიად გამსახურდიასთან ლია ელიავას და რატომ მიიღო ინფარქტი მსახიობმა?

⚪ბულვარული ამბები:

გეგას ფოტო როიალზე ედო, ქმარს პრობლემა არ ჰქონია - ვინაა თინას მეუღლე და რას საქმიანობს წყვილი?

ვერიკო ანჯაფარიძის სასიყვარულო სამკუთხედი და ფარდის მიღმა დარჩენილი ამბები

სად არის და რას საქმიანობს ედუარდ სააკაშვილი


მსგავსი სიახლეები

რატომ მიამსგავსეს ინგა გრიგოლია რიჩარდ ა...

13 წუთის წინ

ინგა გრიგლოია

დღეს, თბილისის უბნებს წყალი შეუწყდებათ -...

31 წუთის წინ

წყალი

ახალი კვლევა: ქალები, რომლებსაც დიდი საჯ...

00:34

ქალი დიდი საჯდომით


საჯარო სექტორში დასაქმებული ქალების 34%...

18:28 ოთხ. 22 სექტემბერი

მოძალადე კაცი

„შვილის ტოლი გოგო გააუპატიურა, თან ნათეს...

18:58 ოთხ. 22 სექტემბერი

ლენტი ავარია

ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ პ...

18:28 ოთხ. 22 სექტემბერი

წყვილი

„ოღონდ შვილიშვილი არა, გთხოვ, ევა“ – ნახ...

20:13 ხუთ. 23 სექტემბერი

შორენა ბეგაშვილი და ევა
ბარბაქაძე

არ ვყოფილიყავი „ქურდის შვილი“ და ვყოფილი...

16:51 ხუთ. 23 სექტემბერი

პოეტი კოკა კობალაძე

შეგნებულ ქვეყნებში თითქმის აღარ კვდება ხ...

13:33 ხუთ. 23 სექტემბერი

დეკანოზი თამაზ ლომიძე

შესაძლოა, საქართველო კატასტროფის წინაშე...

00:20

თენგიზ_ცერცვაძე

საქართველოში თოვლჭყაპს ელოდებიან

23:58 ხუთ. 23 სექტემბერი

ამინდი თოვლი

სტიქია ქობულეთში - ჩამონგრეულია საცხოვრე...

23:57 ხუთ. 23 სექტემბერი

სტიქია ქობულეთში

როგორ დაღუპა ზეთის ფასის არცოდნამ გახარი...

22:52 ხუთ. 23 სექტემბერი

პარტია „საქართველოსთვის“
დამფუძნებელი გიორგი
გახარია Digest.ge

„ველით, ველით, რა თქმა უნდა“ - ხათუნა ზა...

22:18 ხუთ. 23 სექტემბერი

დაავადებათა კონტროლის
ცენტრის სამედიცინო
ხელმძღვანელი

დავით ჩიხელიძე: ISFED ისევ არაკომპეტენტუ...

21:46 ხუთ. 23 სექტემბერი

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი

მამუკა მდინარაძე: უმძიმესია, მორალურად,...

21:38 ხუთ. 23 სექტემბერი

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე

პროკურატურამ დმანისის რაიონში მომხდარი ო...

21:11 ხუთ. 23 სექტემბერი

პროკურატურამ
მედიასაშუალებების
წარმომადგენლების მიმართ
ჟურნალისტური საქმიანობის
გამო განხორციელებული
დევნის და ძალადობის
ფაქტებზე სამ პირს
ბრალდება წარუდგინა

„პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ პანდემია და...

21:06 ხუთ. 23 სექტემბერი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
ბიძინა კულუმბეგოვი