Digest Logo

ვინ იყო ქალი, ვის გამოც ედუარდ შევარდნაძე ოჯახის დანგრევას აპირებდა - ფოტოები

 09:58 ოთხ. 14 აპრილი
ედუარდ შევარდნაძე და
ანა-მარია კიპაროიძე

ანა-მარია კიპაროიძე ესპანელი წაროშობის ქართველი ბალერინა იყო, რომლსაც საქართველოს მეორე პრეზიდენთთან 10-წლიანი სასიყვარულო რომანი ჰქონდა, შევარდნაძე მზად იყო, მის გამო ოჯახი დაენგრია. 

საკუთარი წარმოშვების შესახებ, ედუარდ შევადნაძის გაცნობისა და მათი ლეგენდარული რომანის შესახებ ანა-მარია ჟურნალ „გზას“ ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალის არქივიდან.

- ესპანელი ვარ, ვალენსიიდან და წლინახევრის ვიყავი, საქართველოში რომ ჩამომიყვანეს. კოჯრის ბავშვთა სახლიდან გრიგოლ იოსების ძე კიპაროიძის ოჯახმა წამომიყვანა. ეს კაცი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. კიპაროიძეს და მირონოვას შვილი არ ჰყავდათ და გრიგოლ იოსების ძემ გადაწყვიტა, შვილი კოჯრის ბავშვთა სახლიდან აეყვანათ. მას ესპანეთიდან ჩამოყვანილი ბავშვების სია ჰქონდა, გადაათვალიერა და მეუღლეს დაავალა, ადი კოჯორში და ერთი ბავშვი შეარჩიე - მნიშვნელობა არ აქვს, გოგონა იქნება თუ ვაჟი. იქიდან უბავშვოდ არ დაბრუნდე, თორემ გპირდები, შინიდან წავალო.

ბავშვთა სახლის დირექტორს მირონოვასთვის უთქვამს ჩემზე: ეს ბავშვი წაიყვანეთ, აქ დიდხანს ვერ გაძლებს, მოკვდებაო. იმ ბავშვებში ყველაზე პატარა მე ვიყავი და ალბათ ძალიან მიჭირდა მშობლების გარეშე. ამიტომ მირონოვამ მე ამირჩია.

- სად და როგორ გაიცანით ედუარდ შევარდნაძე?

- ედუარდ შევარდნაძესთ 10-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა მაკავშირებს. რომ გავიცანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ცოლ-შვილიც ჰყავდა. არ დაგიმალავთ და, ერთ დროს ძალიან საინტერესო ქალი ვიყავი. ბალერინა ვიყავი, ვახტანგ ჭაბუკიანი მეტყოდა ხოლმე, - როგორ იგრძნობა, სხვა მოდგმის რომ ხარო.

მოკლედ, იმხანად კრიმინალურ სამსახურს ბორია რუხაძე ხელმძღვანელობდა. მე მყავდა უახლოესი მეგობარი ცისანა ხანთაძე, რომელიც ბორიას ხვდებოდა. ერთხელაც მითხრა, - ბორიამ დამპატიჟა რესტორანში და შენც წამოდი, მარტო არ მინდა წასვლაო. მართლაც წავედით. ჩემ პირდაპირ უცნობი მამაკაცი იჯდა, ედუარდ ამბროსის ძე ყოფილა. 25 იანვარს მისი დაბადების დღე იყო (დღემდე მახსოვს). თანამშრომლებმა წვეულება მოუწყეს და ბლომად ხალხი შეკრებილიყო. ლუდის გარდა არაფერს ვსვამ, იქ კი ლუდით ხომ არ იქეიფებდნენ? საუკეთესო სასმელები ჰქონდათ. ყველა ამბობდა სადღეგრძელოს, იუბილარი კი არც სვამს, არც ხმას იღებს. მე სულელმა, ერთი სირჩა კონიაკი გადავკარი, ცხოვრებაში პირველად და „დამარტყა“ კიდეც თავში - მაგრად დავთვერი. უცებ წამოვხტი და, - ვინ არის ეს (ცუდი სიტყვით მოვიხსენიე), აქ რომ დამჯდარა და არც სვამს, ხმასაც არ იღებს-მეთქი? ბორიამ ფეხზე დამაბიჯა, ეგებ გაჩუმდესო, მე კიდევ, - რას მაბიჯებ, თავი დამანებე-მეთქი, - ხელი ავუქნიე.

უცებ „ის უცნობი“ წამოდგა ჭიქით ხელში და, - ასეთ ქალს გაუმარჯოს, ყველაფერს პირში რომ გეტყვის, აბა, თქვენ ხართ? აქ ტკბილად რომ ლაპარაკობთ, ზურგს უკან კი კაცმა არ იცის, რას იტყვითო. უცებ გამოვფხიზლდი და ბორიას ვთხოვე, აქედან გამიყვანე-მეთქი. ბორია მეუბნება, გაგიჟდი, ეს იცი ვინ არისო? და ამიხსნა. ისე შემეშინდა, სუფრასთან თავჩაქინდრული დავბრუნდი. ედუარდ ამბროსის ძე, ცხადია, ყველაფერს მიხვდა. შინ მან გამაცილა და ტელეფონის ნომერიც მთხოვა. მივეცი და ერთ თვეში დამირეკა, გამომიარა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

მერე და მერე, რომ მაკითხავდა, ძალიან ფრთხილობდა, ვინმეს არ შეემჩნია. მესამე სართულზე, პარმაღზე ვიდექი ხოლმე და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა. და კიდევ, რაც გაიგო, მხოლოდ ლუდს ვსვამდი, საუკეთესო ლუდით მამარაგებდა ხოლმე.

- ძალიან გიყვარდათ?

- დიახ, რაც მართალია - მართალია. არასდროს მავიწყდება, ერთხელ რომ გამომიარა შინ, დაჯდა სავარძელში (რუმინული ავეჯი მქონდა) და მითხრა: იცი, სახლიდან უნდა წამოვიდეო. შევიცხადე: რას ამბობთ, ედუარდ ამბროსის ძევ-მეთქი?! - ვერასდროს ვეძახდი „ედიკს“, არ შემეძლო. ყოველთვის თქვენობით ველაპარაკებოდი. არ ვიტყუები, გეფიცებით, მართლა არ შემეძლო. რაღაც ზღვარს ვერ ვაბიჯებდი... და ვუთხარი: თუ თქვენ ოჯახიდან წამოხვალთ, ჩვენს ურთიერთობას წერტილი დაესმება. სხვისი ოჯახი არასდროს დამინგრევია და არც არასდროს მივცემ თავს ამის უფლებას, როგორც გნებავთ, ისე გაიგეთ-მეთქი. გაცოფდა. მაშინვე წამოხტა ფეხზე და გაიქცა.

- ძალიან ახლოს იყავით ერთმანეთთან და რა ზღვარი გაფერხებდათ?

- ვერ აგიხსნით, თუმცა... ხომ მკაცრი და დაუნდობელი ჩანდა, არადა, იცით, რა მსუბუქი იყო პირად ურთიერთობაში? იშვიათი სულის ადამიანი იყო... ერთ ეპიზოდს გიამბობთ: ის-ის იყო, ოპერის თეატრში „ტოსკას“ რეპეტიცია დავასრულე და გამოვედი, რომ უცნობი მამაკაცი მომიახლოვდა: კიპაროიძე ბრძანდებითო? ჩემი დასტურის შემდეგ მთხოვა, მანქანაში ჩავმჯდარიყავი. მერე მითხრა, ედუარდ ამბროსის ძემ გამომგზავნა, ხვალ მოსკოვში უნდა გაფრინდეთ, აი, თქვენი ბილეთიო - მომაწოდა. იმ პერიოდში შევარდნაძე უკვე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მოსკოვში ცხოვრობდა. თეატრში გავეთავისუფლე, არადა, ედუარდ ამბროსის ძესაც დაერეკა ჩვენს დირექტორ დიმიტრი მჭედლიძესთან და ერთი კვირით ჩემი გათავისუფლება უთხოვია. მეორე დღეს ჩავფრინდი მოსკოვში. ტრაპთან მამაკაცი დამხვდა და მანქანით დომოდედოვოში, შევარდნაძის რეზიდენციაში წამიყვანა. მისაღებ ოთახში დავჯექი, ჟურნალების თვალიერება დავიწყე და ტელეფონმაც დარეკა: - ჩამოხვედიო? - ედუარდ ამბროსის ძე იყო. - ერთ საათში მოვალ, მანამდე რაიმე შეჭამე, დალიე, წაიკითხე და თავი შეიქციეო, - დააყოლა. მართლაც ერთ საათში მოვიდა - სიტყვას არასდროს გატეხდა. წამოსვლისას კატეგორიულად მითხრა: - ბოლოს და ბოლოს, გამაგებინე, ნუთუ არ შეგიძლია, ედიკი დამიძახოო? - მშვიდად ვუპასუხე: - მაპატიეთ, არ შემიძლია-მეთქი.

- საწოლშიც არ ეძახდით „ედიკს“?

- არა, რას ამბობთ! ძნელი წარმოსადგენია, არა? და მაინც, ასე იყო... 2007 წელს მოსკოვიდან თბილისში რომ დავბრუნდი, ამ სახლში მომძებნა და დამირეკა - ყოფილი "კა-გე-ბეშნიკი" იყო და ეს გაუჭირდებოდა? - როგორ ხარო? - მკითხა თუ არა, მაშინვე ვიცანი ხმით. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ მითხრა, ბინა იქირავე და შევხვდეთო. ნანული უკვე გარდაცვლილი იყო და... რატომღაც უარი ვუთხარი. ბოლო პერიოდში კრწანისის რეზიდენციიდან დამირეკა, ძალიან ცუდად ვარ, არ მგონია, ამ წელს გადავრჩეო და იქ გასვლა მთხოვა. არ წავედი - მის ქალიშვილთან შეხვედრა არ მინდოდა.

- მისმა ოჯახმა თქვენი ამბავი იცოდა?

- შვილებმაც იცოდნენ და ნანულიმაც, მაგრამ ნანული არაფერს ამბობდა. არც არავინ ამბობდა რაიმეს, არავინ ჭორაობდა ჩვენს ურთიერთობაზე.

- ძალიან უყვარდით?

- შენნაირი ქალი არ შემხვედრიაო, მეუბნებოდა ხოლმე. მასაც ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა... საოცრად განვიცადე მისი სიკვდილი. ვერ მოვითმინე და სამძიმარზე მივედი...
აი, ასე იყო ჩემი ამბავი. ახლა კვლავ წასვლას ვაპირებ მოსკოვში - შვილიშვილი გათხოვილია, ბათუმში ცხოვრობს ქმარ-შვილთან ერთად და ვხედავ, რომ ძალიან ბედნიერები არიან, მე კი იქ უკეთ ვგრძნობ თავს, მოსკოვის ჰავა მიხდება. აქ სულ წნევა მაქვს და ყოველდღე "სასწრაფოს" ბრიგადის გამოძახება მიწევს, მოსკოვში წნევა რა არის, არ ვიცი, ამიტომ მომავალ წელს უეჭველად წავალ.

დილა-საღამოს ვლოცულობ (კათოლიკე ვარ) და ღმერთს ვევედრები, 3-4 წელიწადი კიდევ მაცოცხლოს, რომ ადამიანებს რაიმე სარგებელი მოვუტანო, რამდენიმე ადამიანს გადავცე.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

გავგიჟდი, მეტი აღარ ვარ - 3 რომანტიკოსის შეუმდგარი სიყვარულის ისტორია

გარყვნილი ქართველი მეფეები - ისტორიები, რასაც სკოლაში არ გასწავლიან

გათხოვილი ქალების ნაწილს ორგაზმი არასდროს განუცდია - რჩევები გინეკოლოგისგან აქტუალურ პრობლემებზე


მსგავსი სიახლეები

„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

„ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშვია მო...

00:20

ბიძინა ____ კულუმბეგოვი

„დიდი აღმოჩენა იყო, რომ საქართველოს ჰყავ...

00:16

პიანისტი ელისო ბოლქვაძე


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„მამაჩემი ისედაც არაადამიანი იყო!.. თემუ...

20:00 კვი. 17 ოქტომბერი

გია მაჭარაშვილი

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები კორეიდა...

23:52 შაბ. 16 ოქტომბერი

ივანიშვილები

ფოტოები - რა პირობებში იხდის სასჯელს მიხ...

23:30 კვი. 17 ოქტომბერი

სააკაშვილი

კახა კალაძე - ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინ...

23:12 კვი. 17 ოქტომბერი

თბილისის მერი, „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელი
მდივანი კახა კალაძე - Pia.ge

„იარაღის ჟღარუნი მესმის… პოლიტიკოსები ხე...

22:43 კვი. 17 ოქტომბერი

ლელა კაკულია
წინასწარმეტყველი

ციციშვილის კლინიკაში დღეს კოვიდინფიცირებ...

21:42 კვი. 17 ოქტომბერი

ჩვილი

7 დაუწერელი წესი, რომელსაც ზრდილობიანი ა...

20:41 კვი. 17 ოქტომბერი

სუნამო

„ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშე...

19:01 კვი. 17 ოქტომბერი

ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი Digest.ge 2021

უფალი მოგვიწოდებს, რომ არა თუ ვიძიოთ შურ...

18:31 კვი. 17 ოქტომბერი

სასულიერო პირი

„ეს ნიშნავს, რომ შემდგომი თვეებში 10 000...

17:21 კვი. 17 ოქტომბერი

ბიძინა კულუმბეგოვი
საგანგებო ვიდეომიმართვას
ავრცელებს

ვინ არის რაფაელ გლუკსმანი და რა სენტიმენ...

16:20 კვი. 17 ოქტომბერი

რაფაელევროპარლამენტარი
რაფაელ გლუკსმანი,
ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი გლუკსმანი