Digest Logo

„ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!“, ორგანოები ამოაცალეს, არ დაიჩოქა, დროშას ფეხი არ დააბიჯა! - ტატუნაშვილის გმირობის ამბავი

 13:19 პარ. 2 აპრილი
ტატუნაშვილი

„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“, „თავისუფლება ლომთა ხვედრია“,- დიახ, ენისთვის, ქვეყნისთვის, სარწმუნოებისთვის თავს სწირავენ ადამიანები, ისინი გმირები არიან, გმირები, რომელთა სახელები უკვდავია.

გმირები ჩვენ ირგვლივ ცხოვრობენ, მათ მხოლოდ ისტორიის ფურცლებიდან არ ვიცნობთ. ასეთი იყო ჩვენი დროის გმირი, არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც დღეს, 2 აპრილს 38 წლის გახდებოდა. დღეს მისი გმირობის შესახებ მოგიყვებით.

რისთვის დაისაჯა? რას შეეწირა? - სამშობლოს, მის თავისუფლებას, თავისუფლების აღქმას, ის ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა.

სამაჩაბლო საქართველოა, დროშას ფეხი არ დააბიჯა - მტერს არ დაუჩოქა, არ გაახარა და თავად შეეწირა.

 

წამება

„ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!..”- ეს იყო არჩილ ტატუნაშვილის დედის პირველი ფრაზა, როცა შვილის ცხედარს მოეფერა…

არჩილს მაჯები დაუხვრიტეს, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი მოაჭრეს…

„მაპატიეთ ასეთი ნატურალიზმი, მაგრამ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის მოჭრა ოკუპანტების „საფირმო“ ხელწერაა:

ასე სჯიან ისინი მოწინააღმდეგე სამხედროებს, იმ თითს აჭრიან, რითაც ჩახმახისთვის გამოუკრავს…

ახლა დაახლოებით ვიცით, როგორ აწამებდნენ ცოცხალ არჩილს…– წერდა ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.

ორგანოების გადმოცემის საკითხი

ოჯახი ითხოვდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ყველა საერთაშორისო ფორმატში მოეთხოვა საოკუპაციო რეჟიმისგან, არჩილ ტატუნაშვილის, შინაგანი ორგანოების გადმოცემა.

„გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობდა: თავისუფლების აღკვეთა ერთი ან ორი პირის მიმართ და მკვლელობა.

ყველაზე მთავარი ორი საკითხია. დადგინდა, რომ არჩილ ტატუნაშვილს ამოცლილი აქვს შინაგანი ორგანოები.

ხელისუფლებამ ეს საკითხი უნდა დააყენოს ყველა საერთაშორისო ფორმატში და დაეხმაროს ქვეყნის შიგნით მიმდინარე გამოძიებას.

არ არის გადმოცემული არც სამართლებრივი და არც სამედიცინო დოკუმენტაცია“, – ამბობდა ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი, თამარ ავალიანი.

ტატუნაშვილი ოკუპანტებმა საქართველოს ხელისუფლებას შინაგანი ორგანოების, მათ შორის გულისა და თავის ტვინის გარეშე გადმოსცეს.

კონფიდენციალური წყაროს ცობით, ეს გარემოება, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტებმა გადმოსვენების ღამესვე აღმოაჩინეს.

ტატუნაშვილის დედა:

„ვითომ დივერსიის მოწყობას ცდილობდა, ვითომ ტერორისტი იყო, რაღაც დაჯგუფების წევრი და უნდა ჩაეშალა პუტინის არჩევნები“, – ყვებოდა ერთ-ერთ გადაცემაში ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედა.

„სთხოვდნენ ეღიარებინა, რომ ვითომ შეგზავნილი იყო საქართველოს მხრიდან და ამაში მონაწილეობდა შეერთებული შტატებიც.

ჩემმა შვილმა რომ არ აღიარა, შეუტანეს სამაჩაბლოს რუკა, დაუდეს წინ და უთხრეს, თქვი, რომ სამხრეთ ოსეთიაო. სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა და არც იქნებაო, უთხრა.

მერე მიუტანეს დროშა, ეგ მაგათი წამების წესია, ოსების, დადეს დროშა და უთხრეს, ფეხით შედექიო, მაგრამ ჩემი შვილი ცხოვრებაშიც ვაჟკაცი იყო, ვაჟკაცურად იცხოვრა და ასეთ რამეს არასოდეს გააკეთებდა. დროშას ფეხი არ დაადგა. ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი არჩია.

თითები სულ დაჩეჩქვილი, დანაყული ჰქონდა… ტყვია ჰქონდა მარჯვენა მხრიდან ნასროლი, წვივებიც, სულ დაჟეჟილი, დაგლეჯილი. ეტყობა, რომ დაჩოქება უნდოდათ და ვერ დააჩოქეს ჩემი შვილი…

მინდა, მთელმა მსოფლიომ დაინახოს ჩემი შვილის ხელები და დაიჯერონ, რომ რუსი არის ოკუპანტი, პუტინი არის მკვლელი.

ჩემი შვილი ბოლო იყოს, იქნება გაერთიანდეს და გამთლიანდეს საქართველო ისე, როგოც ჩემ შვილს უნდოდა, როგორზეც ჩემი შვილი ოცნებობდა და ფიქრობდა“,- ამბობდა ტატუნაშვილის დედა.

დაკრძალვა

ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, დეპუტატები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაუხადეს.



აგრეთვე წაიკითხეთ:

„დრო ვერაფერს ცვლის... ძალიან ძნელია აჩიკოს გარეშე ცხოვრება“ - არჩილ ტატუნაშვილი დღეს 38 წლის გახდებოდა

5 მიცვალებული და კუთხეებში შეყუჟული შეშინებული, დიდი თვალები არ ამომდის თავიდან! - ვერელი თორაძეების ტრაგედია

43 წლის ორჯერ ნასამართლევმა კაცმა ნათესავი გოგონა გაუპატიურების შემდეგ ჩანგლით ყელში დაჭრა


23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

3 წუთის წინ

23 _ ჰოროსკოპი

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge

„ხვალ შეიძლება სიტუაცია საგანგაშო გახდეს...

21:46 ხუთ. 22 აპრილი

კორონავირუსი კოვიდ -19

ვინ არის მიხეილ ლომთაძე ჯინსებითა და წით...

20:58 ხუთ. 22 აპრილი

მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე