
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მსოფლიოს მასშტაბით სექსის დროს ბევრი ადამიანი გარდაცვლილა.
ამ სტატიაში გთავაზობთ სექსის დროც გარდაცვლილთა რეიტინგს.
🔘2001 წელს ამერიკელი ტურისტი რობერტ ჟილი ფილიპინების ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა 21 წლის გოგონას პორნოგრაფიული ფოტოების თვალიერებისას. 53 წლის კაცი თურმე ისე აღეგზნო, მისმა გულმა ვეღარ გაუძლო ამ გამოცდას.
🔘34 წლის იაპონელები სასი და ტომიო ხიკადები ათი წელი ელოდნენ ქორწინებას. მთელი ამ ხნის განმავლობაში უბიწობას იცავდნენ. როცა პირველი საქორწინო ღამის დრო დადგა, ვერც ერთი ახალშეუღლებულის გულმა ვერ გაუძლო ამხელა ვნებას... მართლაც შექსპირისეული დასასრულია.
🔘ცირკში ცხოველების მომთვინიერებელმა ჰანიბალ კანტორიმ 1993 წელს თავისი ცოლი დაახრჩო, მერე კი თავიც მოიკლა. ბუქარესტის პოლიციის მონაცემებით, სადაც მოხდა ეს ტრაგედია, სიკვდილის წინ არტისტს წერილი დაუწერია. თურმე, მან ვერ გადაიტანა ის საზარელი სანახაობა, რომელსაც ერთხელ შეესწრო - ცოლს თავის ცხენთან შეუსწრო.
🔘 22 წლის როზა ველასთვის მისი ქმრის შუა საუკუნეობრივი ჩანაფიქრი საბედისწერო აღმოჩნდა. ქმარი მივლინებით გაუშვეს და სანამ გაემგზავრებოდა, თავის საყვარელ ცოლს „უმანკოების ქამარი" გაუკეთა. თუმცა საკეტი, რომლითაც ცოლის ერთგულება ჩარაზა, ჟანგიანი აღმოჩნდა. ერთ დღესაც როზას კანი გაუჩხაპნა ჟანგიანმა რკინამ, ინფექცია შეეჭრა და გარდაიცვალა.
🔘სანდრა ორელანა სასტუმროს მერვე სართულზე მდებარე აივნიდან გადმოვარდა. მიზეზი
- სანდრა თავის ბოსთან სექსით იყო დაკავებული და მორიგი პოზის შეცვლის დროს რაღაც სწორად ვერ გათვალა, წონასწორობა დაკარგა და მოაჯირიდან გადაეშვა.