Digest Logo

,,თვალებს არ ვუჯერებდი" - რა უნიკალურ არქივს მიაკვლია ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ

 22:43 ორშ. 3 მაისი
არქივი

ის­ტო­რი­კოს­მა გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ი­სა და სა­ეკ­ლე­სიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი მკვლე­ვა­რის, მი­ხე­ილ თარ­ხნიშ­ვი­ლის არ­ქივს მი­აკ­ვლია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ კა­ლან­დია "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზე წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს:

,,მიხეილ თარხნიშვილის არქივი ნაპოვნია, მიხეილ თარხნიშვილის არქივი საქართველოშია!
დღეს ჩემთვის როგორც ქართველი მეცნიერისათვის ერთ-ერთი უბედნიერესი მომენტია, საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარის მიხეილ თარხნიშვილის არქივი საქართველოში აღმოჩნდა და მისი მიკვლევის პატივი მე მერგო! საქმე იმაშია რომ სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში ჩემს მეგობრებთან ერთად გადმოვიატანე ქართული ისტორიოგრაფიის გამორჩეული წარმომადგენლის, სახელგანთქმული ქართველი ისტორიკოსის ჯუანშერ ვათეიშვილის არქივი. ვერ მოვითმინე და ამ უქმეებზე არქივის პირველადი დამუშავება უკვე დავიწყე და ჰოი საოცრებავ... დღეს ამ კოლექციაში აღმოჩნდა სამი დიდი საქაღალდე წარწერით „მ.თარხნიშვილი“. თვალებს არ ვუჯერებდი როდესაც ამ საქაღალდეებში პირველი ხარისხოვანი დოკუმენტები ვიპოვნე, მათ შორისაა მიხეილ თარხნიშვილის პასპორტი გაცემული 1919 წელს დემოკრატიული მთავრობის მიერ, მიმოწერა ვატიკანთან, დიპლომები და სიგელები, სტამბოლის ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებული უნიკალური მასალები, თარხნიშვილის ჩანაწერები, სამეცნიერო სტატიები და ასე შემდეგ... როგორც ჩანს ღვაწლმოსილმა ქართველმა მეცნიერმა ჯუანშერ ვათეიშვილმა ეს ძვირფასი არქივი საბჭოთა პერიოდში იტალიაში იპოვნა, გადაარჩინა და სამშობლოში მაშინ ჩამოიტანა, როცა მიხეილ თარხნიშვილის სახელი ჯერ კიდევ აკრძალული და ტაბუირებული იყო... ალბათ მეცნიერი მის შესწავლასა და გამოცემასაც გეგმავდა... დღეს ეს უნიკალური საგანძური უკვე ჩვენს მუზეუმშია. ამ ფაქტით უზომოდ გახარებული და ბედნიერი ვარ, ეს ამბავი კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი ხდება... დღეს აღდგომის მეორე დღეს დიდი პატივისცემით მინდა გავიხსენო მიხეილ თარხნიშვილი და ჯუანშერ ვათეიშვილი, დიდი ქართველები რომელთა ხსოვნა სამარიდისოა, ნათელი დაადგეს მათ სახელებს. ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ლაშა ჯაფარიძეს, ირინა მოისწრაფიშვილს, გიორგი ჩაფრავას, ირაკლი ჭითანავას და ჯუანშერ ვათეიშვილის ძვირფას ოჯახს, რომლებმაც მანდეს, გადმომცეს და დამეხმარნენ არქივის მუზეუმში გადმოტანაში Lasha Japaridze
Irina Moistsraphishvili
Gio Chafrava"- წერს კალანდია.




რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

34 წუთის წინ

ზოდიაქო

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

59 წუთის წინ

Google

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59

სელებრითები


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10

პოლიციის ლენტი

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32

ცაგარელი

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას რომანტ...

15:28

ირაკლი და ლიზა

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09

დედამიწა