Digest Logo

„ცოდვა იქნებოდა, ბავშვი რომ მოეკლათ ან ეს გოგო მიეტოვებინა“ – არქიმანდრიტი შვილზე, რომელმაც მონაზონზე იქორწინა

 21:41 შაბ. 15 მაისი
სასულიერო პირები

ყველასათვის ცნობილია, რომ ყოფილი პარლამენტის წევრი და ვიცეპრემიერი სანდრო კავსაძე დღეს სვეტიცხოველში არქიმანდრიტია.

მან თუ პოლიტიკოსობას ბერობა ამჯობინა, შვილმა ბერობას ოჯახი არჩია და მონაზონზე დაქორწინდა, რის გამოც ორივე მათგანი დაისაჯა და მსახურება შეუჩერეს. დიდი ხნის განმავლობაში მათ ზიარებაც აკრძალული ჰქონდათ.

ერთი წლის წინ მამა ილია ჟურნალ „სარკესთან“ ჰყვებოდა, რომ მისმა შვილმა ახალგაზრდობაში, 22 წლის ასაკში ისურვა ბერობა, რისი წინააღმდეგიც გარკვეული პერიოდი თავადაც იყო და მოხდა ის, რისიც ეშინოდა, ახალგაზრდა ცხოვრებისგან გამოუცდელმა ბიჭმა ბერობის „ტვირთს” ვერ გაუძლო, კაბა გაიხადა და ოჯახი შექმნა.

„მითხრა, ბერად უნდა აღვიკვეცოო. ვუთხარი, რა დროს შენი ბერობაა-მეთქი. ჯერ სამართალმცოდნეობა დაამთავრა და სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა. მერე სასულიერო სემინარია და აკადემია დაამთავრა. მაშინ 22 წლის იყო. ბერად შედგომისთვის ჩემგან უნდა მიეღო თანხმობა. მითხრა, დედაჩემი წინააღმდეგიაო. ოჯახი რომ გვქონდა დანგრეული, ვფიქრობდი, დედას შეიძლება ეფიქრა, ფეხებზე ჰკიდია შვილი და ამიტომ მისცა უფლებაო. 2 კვირის მერე კიდევ მოვიდა და მითხრა, უწმინდესი წინააღმდეგია, ბერად აღვიკვეცო, შენი კურთხევა თუ არ იქნებაო. გულიკომაც მითხრა, ამ სიტუაციის მეშინიაო. შვილს ვუთხარი, უფლებას მოგცემ, რადგან ამ კურთხევით ყოველდღიური გადაცდომებისგან დაგიფარავ-მეთქი. ვგულისხმობდი ქალებთან ურთიერთობას, ვიღაცებთან არასწორ დამოკიდებულებას…

თავისუფლად რომ ცხოვრობ, თავისუფალ გადაწყვეტილებებსაც იღებ და ბერად რომ წახვალ, იქ ჩარჩოებში ხარ და სწორი გზით მიდიხარ, მაგრამ მასთან მივიდა ის, რაც ჩემთან იყო. ეს სიყვარული აღარაფერს უყურებს და ანგრევს ყველაფერს. უფალიც არ მიდის ამის წინააღმდეგ, რადგან ღვთის სავალ გზაზე ეს არის პირველი ნაბიჯი – ნახე შენი ნაწილი და მასთან ერთად იარეო, ესეიგი სიყვარული ნახე დედამიწაზე და მასთან ერთად იარეო. სიყვარულთან ერთად უნდა იარო და მერე მიხვალ უფალთან.

მაშინ ვუთხარი, ამ კურთხევით აქაურ განსაცდელებს აგაცილებ, მაგრამ ის თუ შეგხვდა, ოჯახსაც შექმნი-მეთქი. გაეცინა… ნიჭიერი კაცია და დაწინაურდა – არქიმანდრიტი გახდა. აშშ-ში, ლოს ანჯელესში გააგზავნეს და იქ გააკეთა ქართული ეკლესია. ერთ დღეს კი სარძლომ მითხრა, ასეთი რამ დაგვემართაო.”, – განაცხადა არქიმანდრიტმა ილიამ.

მამა ილიამ მომხდარის შესახებ სარძლოსაგან გაიგო, რომელიც პროფესიით ექიმია. მათ დღეს სამი შვილი ჰყავთ, ორი გოგო და ერთი ბიჭი.

„საქართველოში არ იყო. სარძლო მოვიდა ჩემთან. ისიც მონაზონი იყო. საოცრად კარგი გოგოა, ძალიან საყვარელი. ექიმია პროფესიით. ფერისცვალების ტაძარში სამედიცინო ნაწილში მუშაობდა, დედა ნინო იყო.

ძალიან მძიმე ცოდვაა ორივესთვის, მაგრამ ის უფრო დიდი ცოდვა იქნებოდა, ბავშვი რომ მოეკლათ ან ეს გოგო მიეტოვებინა. ახლა სამი შვილი ჰყავთ – ორი გოგო და ერთი ბიჭი.”, – ამბობს მამა ილია.

მამა ილიას თქმით, ასეთი შემთხვევები სხვა დროსაც მომხდარა ეკლესიაში, თუმცა არ გახმაურებულა.


13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 წუთის წინ

13 ოქტომბრის ასტროლოგიური
პროგნოზი

კაცის გამო რუსთავში ქალებმა იჩხუბეს

12 წუთის წინ

რუსთავი

13 ივნისის ამინდის პროგნოზი

23:47 შაბ. 12 ივნისი

ამინდი


ყველის ჭამაში 10 000 დოლარს გადაგიხდიან

17:51 პარ. 11 ივნისი

სამსახური

იმ ქვეყნების სია, სადაც პირბადის ტარება...

17:39 შაბ. 12 ივნისი

მსოფლიო

„მოცურავე კოტეჯი“ შაორის ტბაში - ამქვეყნ...

17:51 პარ. 11 ივნისი

შაორი ტბაზე

VIDEO: ,,ჯოჯოხეთია ჩემი ცხოვრება, ეს ძალ...

13:31 შაბ. 12 ივნისი

ისტორია

VIDEO: რა მაგარია, ჩემთვის რომ გაგაჩინეს...

11:07 შაბ. 12 ივნისი

მილოცვა

„ვკლავდი „მამულიჩას“ ამის გამო“ – ნახეთ,...

22:26 პარ. 11 ივნისი

ლელა წურწუმია

18 წლის გოგო, რომელიც ნებაყოფლობითი ვაქც...

23:44 შაბ. 12 ივნისი

დონორი

გია აბაშიძე: ცხადია, ამგვარი განცხადებებ...

23:09 შაბ. 12 ივნისი

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

რიონის ხეობაში რკინის ბარიკადების აღებას...

23:04 შაბ. 12 ივნისი

ნამახვანი

,,იმდენი ახალგაზრდობის ცოდვები მაქვს ქალ...

23:01 შაბ. 12 ივნისი

მიხეილ სააკაშვილი
ბოტასებში

დირკ ბუშლე: ენერგოუსაფრთხოება არა მხოლოდ...

22:48 შაბ. 12 ივნისი

ექსპერტ

პრემიერის ბოლო ვიზიტები, მაღალი რანგის ს...

22:46 შაბ. 12 ივნისი

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ჩვენი ისტორიული როლია სტაბილურობისა და მ...

22:37 შაბ. 12 ივნისი

ახალგაზრდული ცენტრის
დამფუძნებელი ზურაბ
ქადაგიძე - Digest.ge

წარმოიდგინეთ სომხეთის იმ 15 მოქალაქისა დ...

22:32 შაბ. 12 ივნისი

ლევან ნიკოლეიშვილი

საქართველოს რეგიონული მედიატორის ფუნქცია...

22:11 შაბ. 12 ივნისი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე