Digest Logo

თბილისში საყვარლებმა 10 ათასი დოლარის გამო 51 წლის ქალი მოკლა და გვამი პიანინოში გადამალეს

 16:25 სამ. 23 თებერვალი
პოლიცია

თაღლითმა ბოროტმოქმედებმა 10 ათასი დოლარის გამო 51 წლის ქალი მოკლეს, რომლის გვამიც პიანინოში გადამალეს. ბრალდებულთაგან ორს – საყვარლებს, ელისო მ-სა და გურამ დ-ს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. მესამე, ზაურ შ. ამჟამად ძებნაშია, მაგრამ ძებნილობის მიუხედავად, მას დაუსწრებლად 19 წელი მიესაჯა, ისევე როგორც გურამ დ-ს. რაც შეეხება 29 წლის ელისო მ-ს, მას 13 წლით პატიმრობა ერგო.

საყვარლები ირწმუნებოდნენ, რომ მათ მკვლელობის განზრახვა არ ჰქონიათ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დარჩათ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულით ისინი ვალების გასტუმრებას, შემდეგ კი ოფიციალურად დაქორწიენებას აპირებდნენ.

მკვლელობისა და ძარცვის ამაზრზენი ისტორია

გლდანში, სადაც მკვლელობა მოხდა, ელისო მ. და მისი საყვარელი ქირით ახალგადასულები იყვნენ. ელისო მ. იგივე „კლარა” არა მხოლოდ მკითხაობდა, სარფიანად მევახშეობდა კიდეც. როგორც ირკვევა, მან სწორედ ფულის გამო დაგეგმა დანაშაული. როგორც ჩვენებაში აცხადებს, მისთვის ფული მთავარი არ იყო, მაგრამ გურამ დ-სთვის სჭირდებოდა, რომელმაც მის გამო მეუღლე და ორი შვილი დატოვა. ამისთვის კი უნდოდა „სამაგიერო” გადაეხადა და საყვარლისთვის კომფორტული ცხოვრება მოეწყო. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ დაიწყო მკითხაობა, უფრო სწორად ფსიქოთერაპევტობა, რისთვისაც ყალბი უცხოური სერტიფიკატით კლიენტებს ასულელებდა, თითქოს ყოვლისშემძლე იყო.

საქმის მასალებით, გლდანში ნაქირავები ბინა განსასჯელისთვის პირველი არ იყო. მას შემდეგ, რაც კლიენტები ელისო მ-ს თაღლითობას ხვდებოდნენ, გადახდილ თანხას ან მისთვის მიცემულ ძვირფას ნივთებს, უკან ითხოვდნენ. შესაბამისად, „ფსიქოთერაპევტი” ნაქირავებიდან ნაქირავებში გადადიოდა.

გამოძიების ვერსიით, ელისო მ-მ, რომელიც გლდანში გადასვლამდე ქირით სანზონაში ცხოვრობდა, დეპრესიაში ჩავარდნილ ერთ-ერთ კლიენტს დაახლოებით 2 000 დალარამდე თანხა გამოსძალა. თუმცა, მას შემდეგ, რაც კლიენტის ცხოვრება კიდევ უფრო ცუდად წავიდა, მან ელისო მ-ს სცემა და თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა. ამის გამო ელისო მ. საავადმყოფოში დაწვა და შესაბამისად, კლიენტისთვის ჩივილს და კომპენსაციის გამოძალვას აპირებდა. მაგრამ, საქმეში კლიენტის ნათესავი, სამართალდამცავი ორგანოს ერთ-ერთი თანამშრომელი ჩაერთო – ის თაღლითს დაჭერით დაემუქრა. აქედან გამომდინარე, განსასჯელი მიხვდა, რომ საქმე ცუდად ჰქონდა და კლიენტს პირობა მისცა, თანხას ორ თვეში დაუბრუნებდა.

თუმცა, ზოგი თანხის, ზოგიც ძვირფასეულობის დასაბრუნებლად ელისო მ-ს, პარალელურად, სხვებიც დასდევდნენ. სწორედ ამის გამო, საყვარლებმა სხვა ბინაში გადასვლა გადაწყვიტეს, მაგრამ ვინაიდან ქირის წინასწარ გადახდა არ შეეძლოთ, ხოლო სადაც ცხოვრობდნენ, თანხა წინასწარ ჰქონდათ გადახდილი, გადასვლას აჭიანურებდნენ. მას შემდეგ კი, რაც ყოფილმა კლიენტებმა ეზოდან ბინის ფანჯრები ჩაუმტვრიეს და მოკვლით დაემუქრნენ, საყვარლები იძულებული გახდნენ, ბინიდან გადასულიყვნენ. შესაბამისად, დიასახლისს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვეს, მაგრამ დიასახლისმა, რომელმაც მომხდარი მეზობლებისგან შეიტყო, მდგმურები ისე გააგდო, კაპიკიც არ დაუბრუნა და პოლიციით დაემუქრა.

გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნილ ელისო მ-სა და მის საყვარელს კვლავ გაუმართლათ. სრულიად შემთხვევით, გურამ დ-ს ძველი ნაცნობი, ზაურ შ. შეხვდა და წინასწარ გადასახდელი ორი თვის ქირა მან მისცა. თუმცა, რადგან ტოტალიზატორების ყოველდღიურ სტუმარს, ზაურ შ-ს ოჯახში სიტუაცია არეული ჰქონდა, გურამ დ-სთან და მის საყვარელთან შეაფარა თავი. მათთან სისტემატურად რჩებოდა. ამასთან, ისინი საერთო გასაჭირმაც დააახლოვა – ზაურ შ-ს თუ ფული ტოტალიზატორისთვის სჭირდებოდა, ეგრეთ წოდებულ ცოლ-ქმარს (ისინი თავს ყველას ცოლ-ქმრად აცნობდნენ) ფული ვალების გადასახდელად სჭირდებოდათ. როგორც გამოძიება ამბობს, ელისო მ-ს მიზანი სოლიდური თანხის შოვნა იყო, რათა ვალებიც გადაეხადა და მოგებულიც დარჩენილიყო. მკვლელობის ორგანიზატორობაში ბრალდებულმა აღიარებით ჩვენებაში განაცხადა, რომ მას თურქეთში წასვლა და იქ ვაჭრობა ჰქონდა გადაწყვეტილი, რადგან ყალბი სერტიფიკატი აღარავისთან ჭრიდა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად:

„ვალების გასასტუმრებლად, ელისო მ-მ გეგმა შეიმუშავა. მან ყოფილი კლიენტის ვენერა დ-ს გაძარცვა გადაწყვიტა, რომელსაც მასთან საუბარში წამოსცდა, რომ ბინის ყიდვა უნდოდა. ელისო მ-ც თავის მხრივ დაჰპირდა, რომ თუ რამეს გაიგებდა, შეატყობინებდა. სწორედ ამ მიზნით, თანამზრახველებთან გურამ დ-სთან და ზაურ შ-სთან ერთად, მეზობლად მცხოვრები კომპიუტერების სპეციალისტის ვასილ ხ-ს ბინა შეარჩია, რომელიც დაინტერესებულ პირებს, პროგრამირებას ასწავლიდა. ვასილ ხ, რომელსაც ერთი ბინა ავჭალაში, მეორე გლდანში ჰქონდა, გლდანის ბინას მოსწავლეებისთვის იყენებდა, სადაც მათ კვირაში ერთხელ ამეცადინებდა.

გეგმის თანახმად, ელისო მ-ს გამჭრიახობით აღფრთოვანებულმა მისმა თანამზრახველებმა, წინასწარი განზრახვით ვასილ ხ-სთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გააბეს. ის ჯერ ნაქირავებში დაპატიჟეს და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს, ხოლო როდესაც შეიტყვეს, რომ ისიც კარგ ფულს შოულობდა, ორი კურდღლის ერთად დაჭერა გადაწყვიტეს. დაგეგმეს, რომ ფული მისთვისაც გამოეძალათ. მართალია, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მისი დაზარალება ვერ შეძლეს, მაგრამ ისე დაუახლოვდნენ, რომ კომპიუტერზე მუშაობის მოტივით, მისი ბინის გასაღებიც კი ჩაიგდეს ხელში.

გამოძიების ვერსიით:

ელისო მ-მ ბინის მყიდველს დაურეკა, რომ ბინა იყო გასაყიდი იაფად და მისი ნახვა შესთავაზა. შეთანხმების თანახმად, ერთმანეთს ახმეტელის მეტროსთან, „ბინის გამყიდველ” ზაურ შ-სთან ერთად შეხვდნენ, რის შემდეგაც, ვასილ ხ-ს ოთხოთახიანი ბინა აჩვენეს და მიზერული, 15 ათასი დოლარი იმ მოტივით დაუფასეს, რომ ბინა სარემონტო იყო. ამასთან, ზაურ შ-მ კლიენტი მოატყუა, თითქოსდა ფინანსური დანაშაულის გამო და პატიმარი ჰყავდა და მის გამოსახსნელად ფული ორ დღეში სჭირდებოდა. ფასის მიუხედავად, კლიენტს ბინა არ მოეწონა, რადგან ბინის გარემონტებას დიდი თანხა დასჭირდებოდა.

თუმცა, ზაურ შ-მ კლიენტი ხელიდან არ გაუშვა – დაარწმუნა, რომ ფული ძალიან სჭირდებოდა და უთხრა, რომ 5 ათას დოლარს კიდევ დაუკლებდა, რასაც კლიენტი დათანხმდა.

ბინის გადაფორმება სამ დღეში უნდა მომხდარიყო. მაგრამ, იმავე დღეს, ელისო მ-მ ნაცნობი დაარწმუნა, რომ შესაძლოა სხვა მყიდველიც გამოჩენილიყო და კაპიკებად ღირებული ბინა სჯობდა მას ეყიდა. კლიენტიც მიხვდა, რომ ამ ფასში ამხელა ფართს ვერ იყიდდა და სახლის პატრონს უკვე თავად სთხოვა, საქმე მეორე დღესვე დაესრულებინათ. შეთანხმების თანახმად, კლიენტი 10 ათას დოლარს მეორე დღესვე გადასცემდა, საბუთებს კი შემდეგში გააფორმებდნენ.

ვინაიდან ბოროტმოქმედებს საქმე გამოუვიდათ, ნაქირავებ ბინაში ბარგი აალაგეს და ზაურ შ-ს ნაცნობის ბინაში მიიტანეს. მეორე დღეს კი, დაახლოებით დილის 10 საათზე, ელისო მ-მ „კლიენტი” ვასილ ხ-ს ბინაში მას შემდეგ აიყვანა, რაც დარწმუნდა, რომ ჩანთაში 10 ათასი დოლარი ედო. ბინაში მისულებმა ზარი დარეკეს. გეგმის თანახმად, ზაურ შ-მ კარი გვიან გააღო. ხოლო მას შემდეგ, რაც კლიენტი ბინაში ელისო მ-სთან ერთად შევიდა, მათ უკან მიჰყვათ „შუამავლის” საყვარელი გურამ დ, რომელსაც ვენერა დ-სთვის თავში რკინის ძელი უნდა ჩაერტყა. მაგრამ, კლიენტი სწორედ ამ დროს შემოტრიალდა, რის გამოც ძელი ასცდა და იატაკზე მთელი ძალით დაეცა. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, მეზობლებს ხმაური გაეგოთ, თანამზრახველებმა საქმის ჩქარა დამთავრება გადაწყვიტეს – ვენერა დ-ს ჩანთის წართმევა დაუწყეს. მეტი დამაჯერებლობისთვის, მათ ელისო მ-ც გააკავეს, მაგრამ ვინაიდან კლიენტმა ყვირილი ატეხა, სირთულეების თავიდან ასაცილებლად, მისი თავიდან მოცილება გადაწყვიტეს – ჯერ გურამ დ-მ, შემდეგ კი ზაურ შ-მ ქალს თავში რკინის ნაჭერი ჩაარტყა. შედეგად, ქალი ადგილზე გარდაიცვალა...

ბოროტმოქმედებმა კვალის წაშლა დაიწყეს – გვამის სხვაგან გადატანას და გადამალვას აპირებდნენ, რომ სწორედ ამ დროს ზაურ შ-ს სახლის პატრონმა, ვასილ ხ-მ დაურეკა. უთხრა, რომ მოსწავლეებთან ერთად სახლში მოდიოდა და გასაღები სჭირდებოდა.

ეჭვის გასაფანტად, მკვლელი სახლის პატრონს გასაღების გადაცემას დაჰპირდა, მაგრამ სთხოვა, მოგვიანებით მისულიყო, რადგან სახლში არ იყვნენ და ერთ საათში დაბრუნდებოდნენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ვასილ ხ. უკვე სახლთან იყო და უთხრა მათ, რომ ერთი სართულით ზემოთ მცხოვრებ მეზობელთან დაელოდებოდა. სხვა გამოსავალი აღარ იყო, ბოროტმოქმედებმა მიცვალებულს ადგილი პიანინოში მიუჩინეს, ზემოდან ტანსაცმელი დააყარეს და იქაურობა დატოვეს. მოკლედ, სიტუაცია გართულდა, რადგან მესამე სართულიდან ეზოში ჩასულ ბოროტმოქმედებს ვასილ ხ. სადარბაზოსთან სამ უცხო პიროვნებასთან ერთად შეხვდათ. სახლის პატრონი მათ დანახვაზე გაოცდა, რადგან იცოდა, რომ მდგმურები სახლში მოგვიანებით მივიდოდნენ. მათ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ვასილ ხ-ს გასაღები გადასცეს და ისე რომ მადლობაც არ გადაუხდიათ, იქაურობას სასწრაფოდ გასცილდნენ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვასილ ხ. გადარჩა. რომ არა მასთან მყოფი სამი უცხო პიროვნება, შესაძლოა, ისიც მათი მსხვერპლი გამხდარიყო. მაგრამ, საბედნიეროდ, მკვლელობა სწორედ ვასილ ხ-ს მიერ პოლიციისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაიხსნა, რომელმაც საკუთარ სახლში გვამი იპოვა...

საყვარლები – გურამ დ. და ელისო მ. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა, მაგრამ ვერსად მიაგნეს ზაურ შ-ს კვალს. სწორედ ამიტომ, ორივე ბრალდებულმა, თავდაპირველად, დანაშაული მას დააბრალა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ელისო მ-ს დაზარალებული კლიენტები გამოჩნდნენ, რომელთაც თაღლითური გზით ფულს სძალავდა, დაკავებულმა ყველაფერი აღიარა. იმის გათვალისწინებით, რომ ელისო მ-მ გამოძიებასთან ითანამშრომლა, მას შედარებით ნაკლები სასჯელი ერგო. მის წისქვილზე დაასხა წყალი იმ გარემოებამაც, რომ რეალურად, ვენერა დ-ს მკვლელობაში მას მონაწილეობა არ მიუღია...

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

თბილისში 34 წლის მეძავ ქალს თავი მოაჭრეს

ნაჯახით დაჩეხილი სხეულის ნაწილები სისხლში ცურავდა - თბილისში აფაქიების ოჯახი სადისტურად ამოხოცეს

ვინ არის 43 წლის ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი, რომელიც ბერად აღიკვეცა

ნანი ბრეგვაძის ყველაზე დიდი საიდუმლო - ცოტა რამ მომღერლის პირადზე და უიღბლო სიყვარულზე


ძალიან მიჭირს დაწერა, ეს სასტიკი განსაცდ...

23:47 ოთხ. 24 თებერვალი

მარიამ კუბლაშვილი

თბილისის უბნები, რომელთაც ელექტროენერგია...

22:41 ოთხ. 24 თებერვალი

ელექტოენერგია

დანიშვნიდან 20 დღეში - გახარიას კახაბერ...

21:45 ოთხ. 24 თებერვალი

ქემოკლიძე


საბერძნეთში 40 წლის ქართველი ემიგრანტი ქ...

12:25 ოთხ. 24 თებერვალი

პოლიცია

პედოფილი მღვდელი დაპატიმრებულია

17:56 ოთხ. 24 თებერვალი

პოლიცია

თბილისში 36 წლის კაცი არასრულწლოვან ბავშ...

12:25 ოთხ. 24 თებერვალი

ძალადობა ბავშვთა სახლში

ნიკუშას ჩემთვის ცოლობა არასდროს უთხოვია...

19:25 ოთხ. 24 თებერვალი

ნიკუშა შენგელაია და ეკა
ხვედელიძე

ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 15 წელ...

17:55 ოთხ. 24 თებერვალი

მუსიკოსი ირაკლი
ჩარკვიანი

ურთიერთობა ნინა წკრიალაშვლთან? 4 ქალი და...

16:34 ოთხ. 24 თებერვალი

დუტა სხირტლაძე

პროფესორ-მასწავლებლების საგანგებო მიმართ...

20:25 ოთხ. 24 თებერვალი

პარლამენტის შენობა

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით ProductTank რიგ...

18:39 ოთხ. 24 თებერვალი

აჭარაბეთი

ილიაუნისა და ჯეპრას ერთობლივი ჰაკათონის...

18:04 ოთხ. 24 თებერვალი

ილიაუნისა და ჯეპრას
ერთობლივი ჰაკათონის ნიკო
ნიკოლაძის ჩეთბოტის
შესაქმნელად
გამარჯვებულები ცნობილია

ვინ არიან გიგი უგულავას ყოფილი ცოლები და...

16:27 ოთხ. 24 თებერვალი

გიგი უგულავას ცოლები

„იმედზე“ ინტერაქტივი გამოვიტანეთ... მარგ...

16:26 ოთხ. 24 თებერვალი

ინგა_გრიგოლია

პოლიტიკიდან ვაშინგტონში და შემდეგ სოფელშ...

16:02 ოთხ. 24 თებერვალი

საჯაიას ფოტოების კოლაჟი

მგონი დეენძრა და ვეღარ ხედავს ვისი მერკუ...

15:28 ოთხ. 24 თებერვალი

კაკულია და სარიშვილი

რა ლოლა წერეთელი სამუშაოდ მოსკოვში გაემგ...

15:27 ოთხ. 24 თებერვალი

ლოლა წერეთელი

შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება - დეტალებ...

14:22 ოთხ. 24 თებერვალი

ღარიბაშვილი