Digest Logo

თბილისში 42 წლის კაცმა ცოლისდა აწამა, შემდეგ კი მოკლა - შემზარავი და გაუხმაურებელი საქმე

 14:47 ორშ. 17 მაისი
სატანისტური მკვლელობები

42  წლის მალხაზ ჯ-შვილი სამართალდამცველებმა 53  წლის  ნონა დ-შვილის მკვლელობისთვის დააკავეს.

გამოძიების მასალების მიხედვით, მამაკაცმა ქალზე, რომელიც მისი ახლო ნათესავი იყო, ანგარების მიზნით, ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა და მისგან 4 ათასი აშშ დოლარი მოიპარა. გამოძიებამ მალხაზ ჯ-შვილთან ერთად მისი მეგობარი,  წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, ნოდარ კ-ძეც დააკავა. ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულისთვის მალხაზ ჯ-შვილს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა, ნოდარ კ-ძეს კი – 12 წლით.

გარდაცვლილი ქალის ცხედარი საკუთარ სახლში მისმა ვაჟმა აღმოაჩინა, რომელიც დედასთან ერთად არ ცხოვრობდა და იმ დილით მასთან სტუმრად მივიდა. ქალს გულ-მკერდის არეში დანით მიყენებული სამი ჭრილობა აღენიშნებოდა, დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო. ქალი მკვლელობამდე სასტიკად იყო ნაწამები, ის თოკით სკამზე იყო დაბმული, სასიკვდილო ჭრილობებიც ამ მდგომარეობაში ჰქონდა მიყენებული.

სახლში, სადაც ნონა დ-შვილი მარტო ცხოვრობდა, ყველაფერი თავდაყირა იყო დაყენებული. შემთხვევის ადგილზე ამოღებული იქნა ნიღაბიც, რომელზედაც, როგორც მოგვიანებით დადგინდა, მკვლელის ანაბეჭდები იყო დატოვებული. დაზარალებულის დის და მეზობლების დაკითხვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნონა დ-შვილი უახლოეს დღეებში შვილისთვის ბინის ყიდვას გეგმავდა და სახლში მას ბინისთვის მოგროვებული თანხა, დაახლოებით, 5 ათასი დოლარი ჰქონდა გადანახული, რომელიც შემთხვევის ადგილზე აღარ აღმოჩნდა.

სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. სამართალდამცველებმა დაკითხეს ყველა, ვისაც გარდაცვლილ ქალთან კავშირი ჰქონდა. ნონა დ-შვილი სოფელში მარკეტის მფლობელი იყო და მთელ დღეებს სამსახურში ატარებდა. სოფელი პატივს სცემდა ქალს, რომელმაც ქმრის სიკვდილის შემდეგ, შვილი მარტომ გაზარდა და საკუთარი საქმიანობაც წამოიწყო, რითაც ის ოჯახს ინახავდა. შვილის დაქორწინების შემდეგ ნონა დ-შვილი საკუთარ ბინაში მარტო დარჩა, რადგან მისი ვაჟი საცხოვრებლად ცოლთან გადავიდა.

მარტოხელა ქალის ყველაზე ხშირი სტუმარი იყო მისი და, რომელიც მეზობელ სოფელში ცხოვრობდა და დასთან ღამით ხშირად რჩებოდა. როგორც გამოძიებისთვის მისგან გახდა ცნობილი, მკვლელობის დღეს ის დასთან სტუმრად უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ვინაიდან ქმარი შეუძლოდ გაუხდა, დასთან სტუმრობა გადადო. ნონა დ-შვილის და, ეკატერინე დ-შვილი გამოძიებასთან თანამშრომლობდა, გამოძიების საწყის ეტაპზე მან არ იცოდა, რომ ჩვენებას, რომელსაც სამართალდამცველებს აძლევდა, ქმრის წინააღმდეგ იყო მიმართული.

საქმის მასალების მიხედვით, მალხაზ ჯ-შვილზე ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ-ერთმა მეზობელმა თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ მკვლელობის წინა დღეს გარდაცვლილი ქალის სახლში ნახა მისი სიძე, რომელსაც ის წლების განმავლობაში არ ელაპარაკებოდა.

მალხაზ ჯ-შვილი აზარტული თამაშებით იყო გატაცებული, რის გამოც გარდაცვლილ ქალთან, რომელსაც ფულს ხშირად ართმევდა, დაპირისპირება ჰქონდა. ეკატერინე დ-შვილი ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის იდგა – დისა და ქმრის შერიგებას ხშირად ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. სიძე-ცოლისდა ერთმანეთს ვერ იტანდნენ, უფრო მეტიც, მათი ყველა შეხვედრა ჩხუბით და კამათით მთავრდებოდა. რა უნდოდა მალხაზ ჯ-შვილს მკვლელობის წინა დღეს ცოლის დის ბინაში, ეს იყო შეკითხვა, რომელიც გამოძიებამ პირველ რიგში ეკატერინე დ-შვილს დაუსვა, რომელსაც ამ თემაზე პასუხი არ ჰქონდა, უფრო მეტიც, ამტკიცებდა, რომ ეს გამორიცხული იყო, რადგან მალხაზ ჯ-შვილს მისი დის ბინაში მისვლა აკრძალული ჰქონდა. გარდაცვლილი ქალის მეზობელი ადასტურებდა ნონა დ-შვილთან სიძის ვიზიტს, და ამტკიცებდა, რომ მამაკაცი ეზოდან გამოსვლის დროს შენიშნა, და თვითონ უთხრა, რომ ამ დროს ნონა დ-შვილი მაღაზიაში იყო.

გარდაცვლილი ქალის დამ გამოძიებასთან ისიც აღნიშნა, რომ იმ ღამეს ქმართან კონფლიქტი მოუხდა, რადგან მან დასთან არ გაუშვა, იმ მიზეზით, რომ ძალიან ცუდად გრძნობდა თავს და ამის მიუხედავად, სახლში გვიანობამდე არ მივიდა.

გამოძიებამ მოწმის სახით დაჰკითხა მალხაზ ჯ-შვილი, რომელიც ცოლისდის სახლში სტუმრობას თავიდან უარყოფდა, შემდეგ ჩვენება შეცვალა და გაახსენდა, რომ იმ დღეს ნონა დ-შვილის სახლში შეგნებულად იმ დროს მივიდა, როცა ქალი სახლში არ იყო. მისი თქმით, ეზოში ღობიდან გადაძვრა, რადგან ნონა დ-შვილისგან ელექტროხერხი წამოღება სურდა მეგობრისთვის, მაგრამ ვერ მიაგნო. როგორც ეკატერინე დ-შვილმა განაცხადა, მან ქმარს თავად უამბო, რომ მისი და რაიონში შვილისთვის სახლის ყიდვას უახლოეს დღეებში აპირებდა, სახლი უკვე შერჩეული ჰქონდა და უცხოეთიდან ნათესავის მიერ ნასესხებ თანხას ელოდა. როგორც მოგვიანებით დადგინდა, მალხაზ ჯ-შვილი შემთხვევით გადააწყდა რაიონულ ცენტრში ცოლისდას, რომელსაც მისი ვარაუდით, ბანკიდან უცხოეთიდან გამოგზავნილი ფული გამოჰქონდა.

საქმის მასალების მიხედვით, მალხაზ ჯ-შვილმა ცოლისდაზე ყაჩაღური თავდასხმა მეგობართან ერთად თვითონ დაგეგმა. მას გარკვეული თანხა ჰქონდა წაგებული და როდესაც ცოლისგან მისი დის მიერ სახლის ყიდვის ამბავი გაიგო, გადაწყვიტა, ამ თანხას დაუფლებოდა. მკვლელობის წინა დღეს ის სპეციალურად შეიპარა ცოლისდის ეზოში, სადაც წლები არ იყო ნამყოფი. მალხაზ ჯ-შვილმა ცოლს უთხრა, რომ იმ დღეს დასთან ვერ დარჩებოდა, რადგან თავს მაღალი წნევის გამო, შეუძლოდ გრძნობდა. რეალურად, მას მეგობართან ერთად ნონა დ-შვილის დაყაჩაღება სწორედ იმ ღამეს ჰქონდა დაგეგმილი.

საქმის მასალების მიხედვით, მალხაზ ჯ-შვილი და ნოდარ კ-ძე ნონა დ-შვილის ბინაში გვიან ღამით მოხვდნენ. ისინი ეზოში ღობიდან გადაიპარნენ, სახე ნიღბებით ჰქონდათ დაფარული. დაკეტილ ბინაში თავდამსხმელები ღია ფანჯრიდან გადაძვრნენ და მძინარე ქალს თავზე გვიან ღამით დაადგნენ. მათ ნონა დ-შვილი სკამზე დააბეს და დანის მუქარით სახლში არსებული თანხა მოსთხოვეს. მათ ქალს თავიდან ერთი მსუბუქი ჭრილობა მიაყენეს, წინააღმდეგობის გაწევის დროს ნონა დ-შვილმა სიძეს სახიდან ნიღაბი ჩამოგლიჯა, რის შემდეგაც მალხაზ ჯ-შვილმა მას დანით კიდევ ორი ჭრილობა მიაყენა, თანხა მითითებული ადგილიდან აიღო და სახლის დატოვების დროს, ქალს, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, დანა კიდევ ერთხელ დაარტყა.

მალხაზ ჯ-შვილის დაკავების შემდეგ სამართალადამცველებმა დააკავეს მისი თანამზრახველიც, რომლის ბინიდან გატაცებული თანხის ნაწილის ამოღებაც მოხდა. დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს, რაც სასამართლოს წინაშეც დაადასტურეს.

მასალა მომზადებულია „თბილისელებზე“ დაყრდნობით.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

თბილისში 36 წლის კაცი არასრულწლოვან ბავშვებს აუპატიურებდა - აქამდე გაუხმაურებელი ამბავი

თბილისელმა სტომატოლოგმა 21 კაცი დახოცა

თბილისში 34 წლის მეძავ ქალს თავი მოაჭრეს


„ვაქცინირებულებში პოსტკოვიდური მდგომარეო...

10 წუთის წინ

გიორგი ფხაკაძე

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

11 წუთის წინ

სალომე ზურაბიშვილი

„ეს ფეხები გვაგიჟებს“ - თიკა ფაცაციას და...

11 წუთის წინ

თიკა ფაცაცია


„დაობებული ჯონჯოლი, კანალიზაციის მილები,...

17:42 სამ. 7 დეკემბერი

უმძიმესი კადრები

„საშინლად ვიცხოვრე... ხან „ნაშები“... არ...

11:27

მუსიკოსი დატო ევგენიძე

„აზარტული იყო, საათი, ბეჭედი და პალტო წა...

17:42 სამ. 7 დეკემბერი

ლენტი ავარია

ფეხმძიმე მარიტა მელიქიშვილის მხიარული ცე...

12:16

მარიტა მელიქიშვილი

„ღვთაება“ - ირაკლი მაქაცარიას რეაქცია სა...

11:48

ირაკლი და ლიზა

„ვინმემ რომ მოგიტაცოთ?! ძალით იცხოვრებდი...

11:45

ნინო კასრაძე

„კოვიდ დადასტურებული ადამიანები საქართვე...

59 წუთის წინ

იაგო ფრანგიშვილი

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომი...

13:59

საქართველოს ბანკი

ლევან ნიკოლეიშვილი: არასამთავრობო ორგანი...

13:51

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge

„ნარკომანს, რომ მეტადონს არ აძლევენ ეგაა...

13:45

ვახო მეგრელიშვილი

ცნობილი მსახიობები, რომლებმაც კარიერა პო...

13:44

მსახიობები

„ჩვენ თავს ჩვენვე უნდა მივხედოთ, მოდის ა...

13:43

გიორგი კავკასიძე

ძალიან მაგარი ტიპები არიან ეს საერთაშორი...

13:40

ექსპერტი გია გაბრიჭიძე

გია აბაშიძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა...

13:36

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge

ბიზნესმენ ივანიშვილის ფინანსურ და კომერც...

13:29

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი