Digest Logo

თბილისელი და ქუთაისელი „კანონიერი ქურდების განგსტერული ომები“ და სიკვდილისთვის გაწირული ტარიელ ონიანი - ლაშა შუშანაშვილის ამბები

 18:57 ოთხ. 17 თებერვალი
კანონიერი ქურდები

ლაშა შუშანაშვილი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტების ტოპ-ათეულშია. ის ევროპაში, კონკრეტულად კი ესპანეთსა და საბერძნეთში იყენებს თავის ავტორიტეტს.  მისი კრიმინალური წარსული გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება.

დღეს ლაშა შუშანაშვილის შესახებ აქამდე უცნობ ამბებს მოგიყვებით, მაშ ასე:

ლაშა შუშანაშვილი იგივე „ლაშა რუსტავსკი“, „ტოლსტი“, „შანაში“, „ესკობარი“

დაიბადა 1961 წლის 25 ივლისს რუსთავში, პირველი სასჯელი 18 წლის ასაკში მოიხადა. საქართველოს ტერიტორიაზე 1979-1991 წლებში სხვადასხვა დანაშაულის გამო რამდენჯერმე იქნა გასამართლებული. „კანონიერ ქურდად“ კრიმინალურ სამყაროში გავლენიანმა „ქურდმა“ გოგი ჩიქოვანმა „მონათლა“.

ლაშა შუშანაშვილი და გოგი ჩიქოვანი, 1990-იანი წლებში

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საცხოვრებლად რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გადავიდა, მალევე პოსტ-საბჭოთა კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ბოსის, თბილისელი „ქურდის“ ასლან უსოიანის იგივე „ბაბუა ჰასანის“ მარჯვენა ხელი გახდა. 2002 წელს რუსეთის მოქალაქეობის სასარგებლოდ, საქართველოს მოქალაქობაზე უარი თქვა.

2006 წელს, ქურდული სამყაროს კიდევ ერთი ლიდერის, თბილისელი იეზიდის ზაქარია კალაშოვის („შაქრო მოლოდოი“) დაპატიმრების შემდეგ, შუშანაშვილისა და მისი ძმის კახა შუშანაშვილის გავლენა განსაკუთრებით გაიზარდა, 2008 წელს როცა რუსეთი ორივეს დაატოვებინეს, ძმები ევროპაში გადაბარგდნენ და ესპანეთ-საბერძნეთის „მიმართულებას“ აკონტროლებდნენ.

კახა შუშანაშვილი

ლაშა შუშანაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ერთი მხრივ, „ქუთაისელებისა“ (ტარიელ ონიანი) და „სოხუმელების“ (მერაბ ჯანგველაძე) და მეორეს მხრივ, „თბილისელების“ (უსოიანი, კალაშოვი) და „რუსთაველების“ (შუშანაშვილები) მრავალწლიან განგსტერულ ომში, რომელსაც ორივე მხრიდან არაერთი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, მათ შორის, „ბაბუა ჰასანიც“ შეეწირა.

ავსტრიის პოლიციისა და ევროპოლის ცნობით, 2009-10 წლებში შუშანაშვილი საქართველოში მოქმედი ხელისუფლების შეცვლის მიზნით ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას ცდილობდა.

2013 წლიდან, ასლან უსოიანის მკვლელობის შემდეგ, მისი ქურდული იმპერიის რამდენიმე მილიარდიან ფინანსურ აქტივებს სწორედ შუშანაშვილი განაგებდა და პოსტ-საბჭოთა „ქურდული ოფისის“ დროებით მმართველად მიიჩნეოდა.

ლაშა შუშანაშვილი და ვიაჩესლავ ივანკოვი

სწორედ ლაშა შუშანაშვილის ინიატივით მოაწერა ხელი 40-მდე „კანონიერმა ქურდმა“ ტარიელ ონიანის სასიკვდილო განაჩენს, რომელიც „ქურდული სამყაროს“ ორი „გენერალსიმუსის“ ვიაჩესლავ ივანკოვისა („იაპონჩიკი“) და ასლან უსოიანის მკლელობაშია ეჭვმიტანილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ გახდა ქართველი ობოლი ბავშვი ყველაზე ტიტულოვანი „კანონიერი ქურდი“

ბიჭი შვილი არასდროს მინდოდა... 3 ქორწინება და ურთიერთობები ვალდებულებების გარეშე - ამბები გია ჯაჯანიძეზე

Video: საკუთარი „სიკვდილის“ ქრონიკის ყურება“ რთულია - მიშა მესხის სკანდალები

ბელა დამესიზმრა, ჩვენ ორმა ვეებერთელა ტალღებზე გადავიარეთ, საოცრად მშვიდად… - კახი კავსაძე


მსგავსი სიახლეები

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge

„ხვალ შეიძლება სიტუაცია საგანგაშო გახდეს...

21:46 ხუთ. 22 აპრილი

კორონავირუსი კოვიდ -19

ვინ არის მიხეილ ლომთაძე ჯინსებითა და წით...

20:58 ხუთ. 22 აპრილი

მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე

„ხანდახან სექსზე უფრო მაღალი ვნებაა, როც...

20:19 ხუთ. 22 აპრილი

მაია ასათიანი