Digest Logo

„თავს, ხელებსა და ფეხებს კვეთდა... მოკვეთილ ნაწილებს კი ირგვლივ ფანტავდა“ - მკვლელი, რომელიც ქართველების განადგურებას ცდილობდა (უცნობი ამბავი)

 14:57 ხუთ. 6 მაისი
ლენტი ავარია

ცნობილი ქართველი გამომძიებელი, მილიციის პოლკოვნიკი, გიორგი ავთანდილის ძე ცეცაძე, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, მილიციის ორგანოებში ორმოცდაათ წლიანი კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, დიდების პირველი ხარისხის ორდენით, ბრილიანტისთვლიანი ოქროს ვარსკვლავითა და წითელი დიპლომით დააჯილდოვეს.

75 წლის ღვაწლმოსილი გამომძიებელი არაერთ ჩახლართულ საქმეში გამოსულა გამარჯვებული ვერაგ და გამოცდილ ბოროტმოქმედებთან ჭიდილში. 

საგანგებო ჯგუფი

საშინელი კოშმარი, რომელიც მაისის ერთ საღამოს დაიწყო თბილისში, მალე მთელ საქართველოში გავრცელდა, ქვეყანა აალაპარაკა და მოსახლეობა ისეთ პანიკაში ჩააგდო, რომ დიდსა თუ პატარას, შებინდებისას გარეთ გამოსვლის ეშინოდა...
საქმე ის იყო, რომ გამოჩნდა სასტიკი მკვლელი, რომელიც განსაკუთრებული დაუნდობლობით ხოცავდა ადამიანებს.

ის ბასრი საგნით მოქმედებდა. მოკლულებს ყასბის ოსტატობით ანაწევრებდა: კვეთდა თავს, ხელებს, ფეხებს და მოკვეთილ ნაწილებს უსწორმასწოროდ ფანტავდა ირგვლივ, თავს კი მიწაში მარხავდა. მოკლულებს შორის ორივე სქესის წარმომადგენლები იყვნენ. არც ერთ მათგანზე არ იყო განხორციელებული სექსუალური ძალადობა და არც გაძარცულები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მსხვერპლს ოქროულობაც ჰქონდა და ფულიც – ერთ-ერთ მოკლულ ქალს ჩანთაში 6 ათასი მანეთი აღმოაჩნდა. ყოველივე ამან საგამოძიებო ორგანოები დიდ საგონებელში ჩააგდო, რადგან ისინი მოკლულებს შორის საერთო მახასიათებელს ვერ პოულობდნენ, რაც მათ ძიების სწორ გზაზე დააყენებდა.

უცნაური იყო მკვლელობების გეოგრაფიაც: მანიაკი ხან ალთას იყო, ხან – ბალთას და საკმაოდ არეული მარშრუტით მოქმედებდა. პირველი მკვლელობა მან საქართველოს დედაქალაქში ჩაიდინა, მეორე – ახმეტაში, მესამე – კოჯორში, მეოთხე – ინგირში, მეხუთე – ხულოში და ქართველი ძალოვნები ისე დააბნია, რომ ამ საქმეს თავსა და ბოლოს ვერ აბამდნენ. იმ პერიოდში, გიორგი ცეცაძე ახალგაზრდა გამომძიებელი იყო, მაგრამ, რამდენიმე ჩახლართული საქმე ჰქონდა გახსნილი. ამიტომ, ახლად გამოჩენილი მანიაკის საქმე, რომელსაც ძალოვნებმა „მოხეტიალე“ უწოდეს, სწორედ მას გადასცეს გამოსაძიებლად.

გიორგი ცეცაძემ, უპირველესად, საგანგებო საგამოძიებო ჯგუფი შექმნა, რომელიც განსაკუთრებული მობილურობით გამოირჩეოდა და მყისიერი რეაგირება შეეძლო... სპეცჯგუფი ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დაკომპლექტებული, რომ კიდევ ოთხი, მსგავსი ხელწერის მკვლელობა მოხდა: მოკლეს სამი მამაკაცი და ერთი ქალი სოფელ პერვომაისკაიაში, ოკამში, დანდრაში და ოქტომბრიანში.
ცეცაძე შინაგან საქმეთა მინისტრმა, ედუარდ შევარდნაძემ გამოიძახა და უთხრა:
– ამხანაგო გიორგი, შენი დიდი იმედი მაქვს. ცხრა მკვლელობა მეტისმეტია. შენ იცი და შენმა ხალხმა! რაც დაგჭირდება, ყველაფრით მოგამარაგებ, ოღონდ ის მანიაკი დაიჭირეთ.
მინისტრისგან გამოსულ ცეცაძეს თანამშრომლებმა ახალი ამბავი დაახვედრეს და უთხრეს, რომ ერთი საათის წინ სოფელ ნატანებში გოგონას გვამი აღმოაჩინეს, რომელიც მანიაკის ხელწერით იყო მოკლული...
– ავთანდილოვიჩ, – უთხრა ცეცაძეს ხელქვეითმა ჯიმი ჩხაიძემ, – მანიაკი სოფლებზე გადავიდა და ხალხის ხოცვას იქ განაგრძობს.
– სოფელი აქ არაფერ შუაშია. ხალხი შეკრიბე, საგანგებო თათბირს ვატარებ...

„კრიპტოგრაფი“

ცეცაძემ თავის თორმეტ კაციან სპეცჯგუფს თვალი გადაავლო, რომლებიც გრძელ მაგიდასთან ისხდნენ და უფროსის სიტყვას ელოდნენ, მან კი უთხრა:
– უკიდურესი მობილიზება გვმართებს, – თქვა გიორგი ცეცაძემ, – საქმე გვაქვს უსაშიშეს, სასტიკ ადამიანთან, რომელიც, როგორც ჩანს, არანაირი სირთულის წინაშე არ იხევს უკან, ფული და სიმდიდრე არ აინტერესებს და, რაღაც, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობი იდეა ამოძრავებს.
– ჰო, „მოხეტიალემ“ მართლაც სისხლი გაგვიშრო, ავთანდილოვიჩ, – უთხრა ცეცაძეს ლეიტენანტმა კოკა რუსაძემ.
– მე მას „კრიპტოგრაფს“ ვუწოდებ. ეს უფრო მართებულია და მანიაკის მოქმედებას შეესაბამება.
– „კრიპტოგრაფი“? – გაოცდა კოლა ლალიევი, რომელიც ცეცაძის სპეცჯგუფის ექსპერტ-კრიმინალისტი იყო.
ცეცაძემ დაფაზე ათივე მკვლელობის გეოგრაფიული ადგილის დასახელება თანმიმდევრულად ჩამოწერა დაფაზე. შემდეგ მხოლოდ პირველი ასოები დატოვა და პირდაღებულ ხელქვეითებს წაუკითხა: „ტაკიხ პოდონ...“ აქ წერია „ისეთ ნაძირ...“ ალბათ ნაძირალებს, რუსულად – „პოდონკოვ“. შემდეგი ტექსტი არ ვიცი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი მკვლელობა მოხდება იმ გეოგრაფიულ პუნქტში, რომლის დასახელებაც ასო „კ“-ზე იწყება. ახლა მიხვდით, რატომაა მანიაკი „კრიპტოგრაფი“?
– ღმერთო ჩემო! – თავში ხელი შემოირტყა კრიმინალისტმა ლალიევმა, – ამას როგორ ვერ მივხვდი!
სიტყვა კვლავ ცეცაძემ აიღო და ხელქვეითებს გამოუცხადა:
– შექმნილი სურათიდან უნდა ვივარაუდოთ, რომ მანიაკი ეროვნებით რუსი ან რუსულენოვანი პიროვნებაა. სავარაუდოდ, ფიზიკურად ძლიერი მამაკაცი, რომელიც კარგად ერკვევა ქირურგიაში, რადგან ის დიდი ოსტატობით ანაწევრებს გვამებს. საგულისხმოა ისიც, რომ ის ვერავინ, ვერც ერთი მკვლელობის დროს ვერ შეამჩნია და, უნდა ვიფიქროთ, რომ მკვლელი ჩინებულად ინიღბება. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ამ სერიული მკვლელის შეპყრობა ძალიან რთული იქნება, მაგრამ, ის აუცილებლად უნდა შევაჩეროთ.
როგორც კი საგანგებო თათბირი დასრულდა, გიორგი ცეცაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკურ განყოფილებაში შეიარა და საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე იმ დასახლებული პუნქტების სია მოითხოვა, რომლებიც ასო „კ“-ზე იწყებოდა. ასეთი ადგილი სულ 63 აღმოჩნდა. მაშინ, ცეცაძემ მათი სია ედუარდ შევარდნაძეს შეუტანა და უთხრა:
– ამხანაგო მინისტრო, სასწრაფოდ, აი ამ პუნქტებში უნდა გაძლიერდეს ჩვენი უწყების პატრულირება, მაგრამ, ეს ყველაფერი ფარულად, შენიღბულად უნდა გაკეთდეს. უნდა შემოწმდეს ყველა უცნობი, საეჭვო ადამიანი, განსაკუთრებით – მამაკაცი და, თუ ბედმა გაგვიღიმა, შეიძლება, მანიაკიც ჩაგვივარდეს ხელში.
შევარდნაძემ ზუსტად ისეთი განკარგულება გასცა, როგორიც მას ცეცაძემ სთხოვა და შედეგმაც არ დააყოვნა – სოფელ კალოუბანში მილიციის ლეიტენანტმა ვახტანგ ქარაზანაშვილმა 36 წლის ვართან ანტონიანი დააკავა, რომელმაც მისი მეწყვილე, ზაქრო ქურხული, ხანჯლით დაჭრა და მიმალვას ცდილობდა. თუმცა, ქარაზანაშვილმა ანტონიანი ჯერ მარცხენა ფეხში დაჭრა, შემდეგ ხელბორკილები დაადო და მილიციაში მიიყვანა. კალოუბანში სასწრაფოდ ჩასულ ცეცაძეს ქარაზანაშვილმა უპატაკა:
– გიორგი ავთანდილოვიჩ! მე და ზაქრო მოტოციკლით მივდიოდით. ეგ ანტონიანი სურსათის მაღაზიასთან დავინახეთ და მივედით, რომ საბუთები მოგვეთხოვა. მან მე ხელი მკრა და გაიქცა. ზაქრო გაეკიდა. იმან კი ხანჯალი ამოიღო და მარჯვენა მხარში დაჭრა. მე კი პისტოლეტი ვესროლე, ფეხში დავჭერი და დავიჭირე.
– ყოჩაღ, ამხანაგო ვახტანგ! პირადად ვიშუამდგომლებ მინისტრთან, რომ შენ და შენი მამაცი კოლეგა დაგაჯილდოონ.
გიორგი ცეცაძემ პირადად ჩამოიყვანა კალოუბანში დაპატიმრებული ვართან ანტონიანი თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიყვანა და უთხრა:
– გაები, კრიპტოგრაფო?!
ყოფილი სპეცრაზმელის მონათხრობი
ვართან ანტონიანი თბილისში იყო დაბადებული და სკოლის დამთავრებამდე ავლაბარში ცხოვრობდა. შემდეგ ერევანში გადავიდა საცხოვრებლად, სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და სპეცრაზმში მსახურობდა. თუმცა, იქიდან გაათავისუფლეს და შემდეგ ციხეში მოხვდა, ექვსი წელი მოიხადა და თბილისში დაბრუნდა...
თავდაპირველად დაპატიმრებული მანიაკი მკვლელობებს უარყოფდა და მხოლოდ მას მერე აღიარა ყველაფერი, როდესაც ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ სწორედ მისი ხანჯლით იყო ჩადენილი ათივე სასტიკი მკვლელობა.
– საზარელი მახვილგონიერებაა, – უთხრა ცეცაძემ ანტონიანს, – მაინც, რა დაშიფრული გზავნილი გქონდა მომზადებული?
– „ტაკიხ პოდონკოვ, „კაკ გრუზინი, პოგოლოვნო უნიჩტოჟუ“ (ქართველებისნაირ ნაძირალებს სათითაოდ გავანადგურებ), – ცივი ხმით მიუგო ცეცაძეს მანიაკმა ანტონიანმა.
– ორმოცი ქართველის მოკვლა გქონია განზრახული? – თქვა ცეცაძემ.
მანიაკმა კი დააზუსტა:
– ორმოცი ქართველი კრიპტოგრამის შესავსებად მოკვდებოდა, შემდეგ კი უკვე მასობრივ მკვლელობებს დავიწყებდი და ბევრს გაგისტუმრებდით იმქვეყნად.
– ქართველების მოძულე ყოფილხარ. რატომ, რა დაგიშავეთ?
– ჯერ იყო და, სკოლაში გამიმწარეს ქართველებმა ცხოვრება; მოჭიდავე ვიყავი, საკმაოდ პერსპექტიული, მაგრამ, მეორეობას ვერ გავცდი და ფინალში ყოველთვის ქართველთან ვმარცხდებოდი; სკოლაშიც, ოქროს მედლის კანდიდატი მე და ერთი ქართველი ვიყავით, მაგრამ, მედალი მე არ მერგო და იქაც ქართველმა მაჯობა. ერევანში გადავედი საცხოვრებლად და იმედი მქონდა, რომ ჩემს თანამემამულეებში მაინც მეღირსებოდა აღიარება და პირველობა, მაგრამ, იქ უარესი მოხდა: როცა იგებდნენ, რომ საქართველოდან ვიყავი ჩასული, ყველა ზურგს მაქცევდა, ქართველების აგენტს მეძახდნენ და იქაც ქართველებმა გამიფუჭეს საქმე. შემდეგ, სამხედრო სასწავლებელში ჩავაბარე და ყველაზე უკეთ იქ ამეწყო საქმე, ერთი ქართველიც არ შემხვედრია და ვირწმუნე, რომ ბრწყინვალე სამხედრო კარიერა მექნებოდა თუმცა, აქაც მოვტყუვდი... სპეცრაზმის მეთაური, სადაც მე გამანაწილეს, ქართველი იყო და მან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაუსვა წერტილი ჩემს მომავალს, რომ ვიეტნამის ომის დროს მოკლული მტრის ჯარისკაცს ოქროს ბეჭედი ავართვი...
– უფრო სწორად, თითი მოაჭერი, რომ ბეჭედი გამოგეძრო, – დააზუსტა ცეცაძემ.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ის მტერი იყო და მე ალაფს ვიღებდი.
– ეგ მოროდიორობაა, კანონით ისჯება და, ციხის მაგივრად, მხოლოდ გაგათავისუფლეს.
– ციხეშიც ქართველის გამო მოვხვდი, – განაგრძო ანტონიანმა, – ერთ ქალს „ვაბამდი“. ის კი ქართველის ნაშა აღმოჩნდა და ჩხუბის დროს მას მძიმე ჭრილობა მივაყენე, რისთვისაც დამიჭირეს და ექვსი წელი მახეხინეს.
– როგორც ვიცი, კარგი დღე არც ციხეში დაგადგა, – უთხრა ცეცაძემ ანტონიანს და დააზუსტა: – იქ, შენი თანამესაკნისთვის ფულის მოპარვის გამო „საქათმეში“ ჩაგსვეს, ანუ, ჰომოსექსუალებთან გაგამწესეს...
– ეგეც ქართველის ბრალი იყო. ჩემი გაუპატიურება ქართველმა ქურდმა ბრძანა და სწორედ იქ გადავწყვიტე, რომ ქართველების განადგურება დამეწყო, – თქვა ანტონიანმა და გიორგი ცეცაძეს ანთებული თვალებით შეხედა.
– იცი, რას გეტყვი, მოქალაქე ანტონიანო? ქართველებს ნუ აბრალებ შენს უკუღმართობას და მიზეზი საკუთარ თავში ეძებე...
ვართან არშაკის ძე ანტონიანი თბილისში გაასამართლეს და სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა, ყოფილი სპეცრაზმელი ციხიდან გაიქცა და გამომძიებლის, გიორგი ცეცაძის მკვლელობა განიზრახა.
ძებნილი ანტონიანი გაქცევიდან სამი კვირის შემდეგ შეეცადა თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას და ქართველ მაძებარს ეწვია. მაგრამ, ცეცაძე მომზადებული დახვდა ანტონიანს და თავისი კოლეგის, ზურაბ ღოღობერიძის დახმარებით, გაქცეული მანიაკი შეაჩერა... ურთიერთსროლისას მილიციის ლეიტენანტი ღოღობერიძე, რომელსაც მეტსახელად „ქიშოს“ ეძახდნენ, მარცხენა დუნდულში დაიჭირა, თუმცა, ზურაბი არ დაიბნა, სერიულ მკვლელს ცეცხლი გაუხსნა და გულში დაჭრა. სიკვდილის წინ ანტონიანმა თქვა: ქართველებს ვერ მოგერიეთ, ქართველებმა დამღუპეთო...


მასალა მომზადებულია ჟურნალ „თბილისელების“ მიხედვით.


როგორია 27 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

00:55

ამინდი

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

00:39

სოხუიმის დაცემა

უკეთესია ბობოქარ ქალთან ცხოვრება, ვიდრე...

00:17

რუსუდან მუმლაძე


„6 წლის ვიყავი როცა 44 წლის კაცს სახლში...

18:58 შაბ. 25 სექტემბერი

ძალადობა

შემზარავი ამბავი - იძებნება გოგო, რომლის...

15:57 კვი. 26 სექტემბერი

ჯადო

„ამიტომ, ღმერთი მიდის ქალთან“

18:58 შაბ. 25 სექტემბერი

ქალი

„მოძღვარმა მითხრა, რომ გირჩევ ეს აღსარებ...

23:39 კვი. 26 სექტემბერი

ღარიბაშვილი

„გეტყვით ჩემს საიდუმლოს... 33 წლის ასაკშ...

23:26 კვი. 26 სექტემბერი

ღარიბაშვილი

„მან იცის, ჩემი სახით როგორი იმედი ჰყავს...

21:53 კვი. 26 სექტემბერი

კალაძე და ანუკი

ვლადიმერ ბოჟაძე: ევრონაცების ნაცვლად, გვ...

23:55 კვი. 26 სექტემბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
Digest.ge

გახარია, ეს ბიჭი ხომ არ გეცნობა?! - ნათი...

23:52 კვი. 26 სექტემბერი

ჟურნალისტი ნათია ბერიძე

გამოძიებაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერ...

23:39 კვი. 26 სექტემბერი

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე

„დაუმატეთ ერბოს ცოტა ქონდარი და ჯინჯერი,...

21:45 კვი. 26 სექტემბერი

ანა მიქაძე

ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა მელიაზე: ტყუილში აც...

21:42 კვი. 26 სექტემბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
Digest.ge

„შეყვარებულის ოჯახმა დამიწუნა...“ - შორე...

20:55 კვი. 26 სექტემბერი

მსახიობი და ტელეწამყვანი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

19:30 კვი. 26 სექტემბერი

მიწისძვრა

ვინ არის ნათია თურნავას მეუღლე და რას სა...

19:15 კვი. 26 სექტემბერი

ნათია თურნავას ოჯახი

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა რეგიონებში წ...

19:00 კვი. 26 სექტემბერი

„ქართული ოცნების“
ლიდერები