Digest Logo

თამაზ ნამგალაური - სექსუალური მანიაკის საქმე, რომლის დახვრეტასაც გამსახურდია და შევარდნაძე ეწინააღმდეგებოდნენ

 13:46 ორშ. 5 აპრილი
საიდუმლო საქმე

თამაზ ნამგალაური – სპორტსმენი, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იცნობდნენ და ძიუდოს ვირტუოზად აღიარებდნენ. ის 1988 წლის 12 ივნისს დააკავეს, ბრალდება საკმაოდ მძიმე იყო... როგორც ცნობილია, დაზარალებულთა ახლობლები მის ჩაქოლვას მოითხოვდნენ.  თამაზ ნამგალაურს 1988 წლის 9 სექტემბერს უმაღლესმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.

ნამგალაურს საკუთარი ბიძაშვილის, მცირეწლოვანი გოგოს გაუპატიურება და სასტიკი მკვლელობა დაბრალდა.

ბავშვს სწორედ იმ დღეს, თორმეტ ივნისს შეუსრულდა ცხრა წელი.

მეორე დღეს, 13 ივნისს, ძიუდოისტის სპორტიდან გრანდიოზული გაცილება იგეგმებოდა. გაცილება არ შედგა.

სპორტსმენს არაფერი აკლდა – ჰქონდა დიდება, პატივი, წარმატება, საკუთარი ხალხის სიყვარული. სწორედ ამიტომ, ბევრი სპეციალისტის თქმით, საქმე კიდევ უფრო სხვა რაკურსით იყო წასაყვანი და ნამგალაურის პიროვნება ფსიქიკურ შესწავლასაც საჭიროებდა, თუმცა, არსებული ცნობებით, მოთხოვნის მიუხედავად, არანაირი ფსიქიატრიული შემოწმება არ გაუვლია.

გამოძიებამ ეტაპობრივად თამაზ ნამგალაურთან დაკავშირებული სხვა დანაშაულებრივი ქმედებებიც გამოააშკარავა.

როგორც საგამოძიებო მასალებიდან ირკვევა, ნამგალაურმა ჯერ კიდევ 1980 წლის 29 დეკემბერს სცადა დუშეთში საკუთარი 10 წლის ბიძაშვილის გაუპატიურება, თუმცა ოთახში ფანჯრიდან შესული უკანვე გამობრუნდა, რადგან ოჯახის წევრებმა ხმაური გაიგეს...

გამოძიება ასევე ამტკიცებდა, რომ ნამგალაურმა ამ გოგოს მეორედ გაუპატიურებაც სცადა ზუსტად იგივე ხერხით, 1982 წლის 22 მაისს ისევ ფანჯრიდან გადაძვრა, მაგრამ ოჯახის წევრების გამოღვიძებამ დააფრთხო და ძალადობა არასრულწლოვანზე ვერ მოახერხა.

გამოძიებამ ასევე 1981 წლის თებერვალში სპორტსმენის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ქმედებაც გამოააშკარავა.

სასტუმრო ,,უშბას“ ფოიეში 52 წლის ქალის, სასტუმროს მოსამსახურის გაუპატიურებაშიც დაედო ბრალი. გარდა ამისა, ძიუდოიტს სხვა ბრალდებებიც წაუყენეს, მაგ: ავტოინსპექტორთა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. თუმცა, ეს სხვა ბრალდებების ფონზე მართლაც მცირე დანაშაულს წარმოადგენდა.

გამოძიების მიმდინარეობისას რამდენიმე საინტერესო დამთხვევა გამოიკვეთა, როგორც მტკიცდებოდა, ნამგალაურმა ოთხივე დანაშაული ერთსა და იმავე დროს, ღამის სამ საათზე ჩაიდინა, ყველა აღნიშნული შემთხვევოს დროს ნასვამი იყო და ეს ყველაფერი აუცილებლად მისი სპორტული შეჯიბრების წინა ღამეს ხდებოდა.

სწორედ ამიტომ სპეციალისტების გაურკვეული ნაწილი ვარაუდობდა, რომ სპორტსმენის ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა და მისი დანაშაულებრივი ქმედებების მთავარი მიზეზი გამოძიებას უფრო ღრმად უნდა გამოეკვლია.

არაერთი მოხოვნა გაიგზვანა შესაბამის უწყებებში მისთვის სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.

ნამგალაურს ისე მიუსაჯეს დახვრეტა, რომ საქმეში არ იყო საექიმო კომისიის მიერ ბრალდებულის შემოწმობის დასკვნა. არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ, შესაძლოა, იგი შეურაცხადი ყოფილიყო.

საქმე ფაქტობრივად ,,ჩუმად“ ჩატარდა. მკვლელობაში ბრალდებულს კი სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა, დახვრეტა მიესაჯა.

ბევრი ამბობდა, რომ ზვიად გამსახურდიაც და ედუარდ შევარდნაძეც მისი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგნი იყვნენ.

არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ, როცა ზვიად გამსახურდიას ნამგალაურისა და სხვა სიკვდილიმისჯილების სია შეუტანეს ხელმოსაწერად, მან ქაღალდები დახია და თქვა, რომ მასთან დახვრეტაზე საუბარი აღარ გაებედათ. ძიუდოისტის დახვრეტის თარიღად 1991 წელი არის მითითებული, სხვა ვერსიით იგი 1994 წელს დასაჯეს სიკვდილით. ამ ვერსიის თანახმად, მის სიკვდილით დასჯას ედუარდ შევარდნაძემ მოაწერა ხელი. თუმცა ამას იმ დროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები სასტიკად უარყოფდნენ.

საინტერესოა, რომ დღემდე არავინ იცის ზუსტად, ნამდვილად დახვრიტეს თუ არა 1991 წლის ნოემბერში თამაზ ნამგალაური. საინტერესოა, რომ მისი დედა, თამარ იანტბელიძე ამტკიცებდა, ჩემი შვილი ცოცხალიაო და იმასაც ამბობდა, რომ იგი ციხიდან გამოაპარეს.

ასევე, თამარ იანტბელიძის მტკიცებით, ბავშვის მკვლელობა და სხვა დანაშაულებიც საბჭოთა სპორტის მაფიის მიერ იყო ჩაწყობილი.

რაც შეეხება მოკლული გოგონას ოჯახის წევრებს, ისინი თამაზ ნამგალაურს დამნაშავედ ნამდვილად მიიჩნევდნენ. საინტერესოა, რომ თავად ნამგალაურიც არ უარყოფდა საკუთარ დანაშაულს, აღიარებდა და უმკაცრესს დასჯას მოითხოვდა. როგორც სასამართლო პროცესზე მყოფი ადამიანები ყვებიან, მას მთელი სხდომის განმავლობაში თავი ჰქონდა ჩაღუნული და ყურები თითებით ჰქონდა დახშული.

მიუხედავად იმისა, რომ თამარ იანტბელიძემ თამაზ ნამგალაურის 1991 წლის 1-ელ ნოემბერს დახვრეტის ცნობა მიიღო, დღეს სასამართლოს არქივში არანაირი ცნობა არ არსებობს ამ განაჩენის აღსრულების შესახებ. შსს-ს უწყება კი ამბობს, რომ ამ საქმეს გრიფი ,,საიდუმლო“ ადევს. ამიტომ ჯერ კიდევ ბევრი ვერსია და ვარაუდი ჩნდება მისი ციხიდან გაპარვისა და იმის შესახებ, რომ იგი ამ დრომდე ცოცხალია.

როგორც ცნობილია, ნამგალაურის განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისის #1 საგამოძიებო იზოლატორში (ამჟამად, მე-5 საპყრობილე) პატიმართა ორი ამბოხება მოხდა. ერთი ამბოხი 1991 წლის 5 ოქტომბერს დილით განხორციელდა. ოფიციალური ინფორმაციით, მეხუთე სართულზე მდებარე 101-ე საკნის პატიმრებმა (სამართალდამცველი ორგანოების ყოფილმა თანამშრომლებმა) საკნიდან გამოაღწიეს და სხვა საკნების კარებიც გააღეს. ბუნტში მონაწილე 1 500 პატიმრიდან 18 სიკვდილმისჯილი იყო. სამართალდამცველებმა პატიმრების დაშოშმინება მოახერხეს. 25 ოქტომბერს კი მეორე ბუნტი განხორციელდა, რომელშიც თავად ნამგალაურიც იღებდა მონაწილეობას. თუმცა პატიმართა დიდი გაქცევა ვერ შედგა.

არსებობს ვარაუდი, რომ ნამგალაურის დახვრეტა სწორედ ციხის ბუნტმა დააჩქარა.

თუმცა, უცნაურია, როგორ უნდა მოეხერხებნა ბუნტის მოთავეობა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პატიმარს?

საზოგადოების დიდი ნაწილი დღემდე ფიქრობს, რომ ძიუდოისტი სიკვდილით არ დაუსჯიათ და დღემდე ცოცხალია.

ფეისბუქზე თამაზ ნამგალაურის სახელით დარეგისტრირებული არაერთი მომხარებელია, სხვათა შორის, რამდენიმე მათგანის წლოვანება ზუსტად ემთხვევა სპორტსმენის ასაკს, გარდა ამისა, რამდენიმე პროფაილში მისი სპორტული მიღწევებიც არის შეტანილი.

თუმცა, ეს ფაქტები ნამდვილად არ გამოდგება იმის დასტურად, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის ჩამდენი ცოცხალია.

ყველაზე გავრცელებული ვერსიით კი, ნამგალაური 1991 წელს ციხიდან იაპონიაში გააპარეს და ამჟამადაც იქ ცხოვრობს.


აგრეთვე წაიკითხეთ:

5 მიცვალებული და კუთხეებში შეყუჟული შეშინებული, დიდი თვალები არ ამომდის თავიდან! - ვერელი თორაძეების ტრაგედია

როგორ იქცა ლავასოღლი ბელორუსული კრიმინალური სამყაროს ლეგენდად

5 ქართველი კრიმინალი, ვისაც საქართველოს ინტერპოლი ეძებს


მსგავსი სიახლეები

„გადაცემაში მოგყავთ „პროფესიონალი ანტივა...

7 წუთის წინ

კოკაია

დღეს, სამებაში აფხაზეთის კონფლიქტის დროს...

18 წუთის წინ

სამების საკათედრო
ეკლესია

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

45 წუთის წინ

23 _ ჰოროსკოპი


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge