Digest Logo

„სპორტული შარვლის ყიდვა დამაბარა, სახლში მოტყუებით შემიყვანა და ბრმა დედამთილის თანდასწრებით გამაუპატიურა... თავში ხანჯალი ჩავარტყი...“ - 26 წლის ქალის გაუხმაურებელი ამბავი

 16:33 ორშ. 27 სექტემბერი
ლენტი ავარია

35 წლის მანუჩარ ლ-ძე წარსულში სამჯერ იყო ნასამართლევი: ორი სასჯელი ქურდობის, ერთი კი ავტოსატრანსპორტო საშუალების გატაცების მცდელობისთვის ჰქონდა მოხდილი, თუმცა, ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებული ახალგაზრდა მამაკაცი ციხეს ვერც მეოთხედ გადაურჩა – ამჯერად ის გისოსებს მიღმა  უფრო მძიმე ბრალდებით  მოხვდა.

სახისა და თავის არეში მიყენებული დაზიანებებით მანუჩარ ლ-ძე საავადმყოფოში საკუთარი ფეხით მივიდა. მან განაცხადა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ქუჩაში მიმავალმა ღამით ვერ შენიშნა რკინის ნაჭერი, შემთხვევით მასზე სახით დაეცა და ამის შედეგად მიიღო დაზიანებები.

დაზარალებული მანუჩარ ლ-ძის განმარტებით, ზუსტად არც ის ადგილი ახსოვდა, სადაც დაეცა და არც ის, თუ როგორ და რა ვითარებაში მოხვდა ის შემთხვევის ადგილიდან ჯერ სახლში, შემდეგ კი საავადმყოფოში.

სამედიცინო ექსპერტიზამდე, ჭრილობების გარეგნული დათვალიერებითაც კი ნათელი იყო, რომ ყოფილ პატიმარს სახესა და თავის არეში დაზიანებები ბლაგვი საგნის დარტყმით უნდა მიეღო, თუმცა, ჭრილობები თვითდაზიანებას არ ჰგავდა.

მას შემდეგ, რაც სამედიცინო პერსონალისთვის საეჭვო გახდა დაზიანებების წარმომავლობა, საქმეში ჩაერთვნენ სამართალდამცველებიც. ახალგაზრდა მამაკაცი ჯიუტად ამტკიცებდა იმ ვერსიას, რომლითაც დასახმარებლად ექიმებს მიმართა და მოწმედ მოჰყავდა მოხუცი დედა, რომელმაც განაცხადა, რომ სისხლში ამოსვრილ შვილს პირველადი დახმარება თვითონ აღმოუჩინა.

ამ ფაქტიდან 24 საათის შემდეგ, პოლიციის განყოფილებას მიმართა კიდევ ერთმა დაზარალებულმა, ახალგაზრდა ქვრივმა ქალბატონმა, რომელმაც პოლიციაში მიიტანა ძველისძველი ხანჯალი და განაცხადა, რომ სწორედ მან მიაყენა დაზიანებები, თავის ნათესავს, მანუჩარ ლ-ძეს.

26 წლის შორენა მ-შვილის ჩვენების მიხედვით, მანუჩარ ლ-ძე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქალზე სექსუალურ ძალადობას საკმაოდ ხშირად მიმართავდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. სამართალდამცველებმა დაკითხეს მანუჩარ ლ-ძე, რომელმაც უარყო კავშირი ქვრივ ქალთან და განმარტა, რომ, იმის მიუხედავად, რომ მასთან ნათესაური კავშირი ჰქონდა და მისი გარდაცვლილი ქმრის თანაკლასელიც იყო, შორენა მ-შვილთან ახლო კავშირი არასდროს ჰქონია;

უფრო მეტიც, მამაკაცი ირწმუნებოდა, ქალი თვითონ იყო დაინტერესებული ჩემთან ინტიმური კავშირით და ამას რომ ვერ მიაღწია, ასეთ ხმებს იმიტომ მივრცელებსო.

ქალიც და მამაკაციც საკმაოდ კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ:

ქალი აცხადებდა, რომ გააუპატიურეს, მამაკაცი კი ამტკიცებდა, რომ ქალთან სქესობრივი კავშირი არასდროს ჰქონია. მანუჩარ ლ-ძისა და შორენა მ-შვილის საერთო ნაცნობებისა და მეზობლების დაკითხვის შემდეგ, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ქალიც და მამაკაციც სოფელში საეჭვო რეპუტაციით სარგებლობდნენ და უცნაურობებით გამოირჩეოდნენ.

მანუჩარ ლ-ძე სოფელში ცნობილი იყო გაუთავებელი შეხლა-შემოხლითა და ანგარიშსწორებით, იმავეს ჰყვებოდნენ შორენა მ-შვილზეც, რომელიც სოფელში დედამთილთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. როგორც გამოძიებით დადგინდა, მას კონფლიქტი ჰქონდა საკუთარ ძმასთანაც, რომელიც, სოფელში გავრცელებული ხმების გამო, დას ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთოდ არ ელაპარაკებოდა.

გამოძიების მასალების მიხედვით, ცემისა და სექსუალური ძალადობის კვალი ქალს მთელ ტანზე აღენიშნებოდა, მას სახესა და ტანზე ჰქონდა სისხლჩაქცევები და ნაჭდევები; რაც დადასტურდა სამედიცინო ექსპერტიზით.

ამიტომ, გამოძიებამ შორენა მ-შვილი დაზარალებულად ცნო. დაიკითხა შორენა მ-შვილის ბიძაშვილი ქალი, რომელმაც დაადასტურა, რომ ინციდენტის თვითმხილველი გახდა. როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი, შორენა მ-შვილს ქმარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაეცვალა.

ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც პატარა შვილი ჰყავდა გასაზრდელი, ვაჭრობა დაიწყო და სოფელში, კარდაკარ დაჰქონდა ლილოს ბაზრობაზე შეძენილი ტანსაცმელი.

დაზარალებულის განცხადებით, ის მანუჩარ ლ-ძემ პირველად საკუთარ სახლში გააუპატიურა, მეორედ კი – ქალის სახლში, ბრმა დედამთილის თანდასწრებით. ჩემი დედამთილი დიაბეტით არის ავად და მხედველობა დაკარგა.

ყველაფერი გაიგო, მაგრამ, ლოგინად ჩავარდნილ ქალს ჩემთვის როგორ უნდა ეშველაო, – განაცხადა შორენა მ-შვილმა სამართალდამცველებთან. მან ზუსტად აღწერა გაუპატიურების პირველი შემთხვევაც. მისი განმარტებით, მამაკაცმა სპორტული შარვლის ყიდვა დააბარა, სახლში მოტყუებით შეიყვანა და ქალთან ინტიმური კავშირი ძალის გამოყენებით დაამყარა.

გამოძიებას ჩვენება მისცა შორენა მ-შვილის ნათესავმაც, რომელმაც პირველივე დღიდან იცოდა, თუ რა მოხდა ქალსა და მამაკაცს შორის. როგორც მან სამართალდამცველებთან განაცხადა, ვურჩიე ბიძაშვილს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციაში განეცხადებინა, მაგრამ, შორენა ამ ამბის გახმაურებას მოერიდაო.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მოხდა გაუპატიურების მესამე შემთხვევაც, რომლის თვითმხილველი მაკა ბ-ძეც გახდა.

„იმ დღეს შორენასთან შემთხვევით მივედი. ახალი შეღამებული იყო. შორენა მარტო იყო თავის ოთახში და ტიროდა. ტანსაცმელი სულ შემოხეული ჰქონდა. როცა ვკითხე, რა მოხდა-მეთქი, მითხრა, მთვრალი მანუჩარი მომადგა, ჯერ მცემა და მერე გამაუპატიურაო.

მეორე ოთახიდან შორენას დედამთილმა დამიძახა:

შვილო, შენ მაინც წაიყვანე შორენა მილიციაში, ასე როდემდე უნდა გაგრძელდესო. მეც ვურჩიე, რომ მომხდარის შესახებ პოლიცია ჩაეყენებინა საქმის კურსში. ჯერ იუარა, მერე კი დამთანხმდა. მთელი ტანი დაჟეჟილი ჰქონდა, ცივი საფენები დავადე, რომ სახიდან სილურჯეები გაჰქრობოდა.

იქვე სისხლიანი ხანჯალი შევნიშნე – ეს ხანჯალი მანამდე სულ კედლის ხალიჩაზე ეკიდა. მანუჩარს თავში და სახეში დავარტყი, ისეთი ჭრილობები მივაყენე, რასაც ეს არაკაცი იმსახურებდაო, – მითხრა შორენამ. მე მხოლოდ მეორე დღეს შევძელი შორენას წაყვანა პოლიციაში. მანამდე კი გავიგეთ, რომ მანუჩარის დედა მთელ სოფელს უყვებოდა, მთვრალი მანუჩარი ქუჩაში წაიქცა და წვეტიან რკინაზე წამოეგოო.”

დაზარალებული შორენა მ-შვილის ჩვენებიდან:

„იმ დღეს მთვრალი მანუჩარი სახლში მომადგა. ბავშვი მეზობელთან იყო, შინ მხოლოდ მე და ჩემი ავადმყოფი დედამთილი ვიყავით. მანუჩარმა ინტიმური კავშირის დამყარება მთხოვა. როცა გავუძალიანდი, ტანსაცმელი შემომახია, ცემა დამიწყო და გამაუპატიურა. ისეთი მთვრალი იყო, ცოტა ხანში იქვე, ჩემს ტახტზე მიწვა და მიეძინა. გამწარებულმა ხალიჩიდან ხანჯალი ჩამოვხსენი, ჯერ სახეზე დავუსვი ჩაძინებულ მანუჩარს, შემდეგ კი თავში ჩავარტყი მთელი ძალით. ყველაფერი სისხლით შეიღება. ხანჯალი უცებ დავმალე, მანუჩარი ღრიალით წამოხტა და გაიქცა, თუმცა, წასვლისას დამემუქრა, ჩემი ხელით გამოგჭრი ყელსო”.

შორენა მ-შვილის ჩვენების საფუძველზე, სამართალდამცველებმა მანუჩარ ლ-ძე დააკავეს. ის დიდხანს უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს, თუმცა, იმ მტკიცებულებების შემდეგ, რაც გამოძიებას მის წინააღმდეგ ჰქონდა მოპოვებული, იძულებული გახდა, ჩადენილი დანაშაული ეღიარებინა. დანაშაულის იარაღზე, ძველისძველ ხანჯალზე დარჩენილი სისხლის ლაქა, როგორც ექსპერტიზით დადგინდა, მანუჩარ ლ-ძის სისხლის კვალი იყო.

გამოძიების მასალებითა და დაზარალებულის განცხადებით, გამოაშკარავდა და დადასტურდა მანუჩარ ლ-ძის კავშირი სოფელში ჩადენილ ქურდობის ორ ფაქტთან, რომელთა გახსნაც სექსუალურ ძალადობაში მისი მხილების შემდეგ მოხდა. სასამართლომ მანუჩარ ლ-ძე დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მასალა მომზადებულია ჟურნალ „თბილისელების“ მიხედვით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵VIDEO: „არ შეგვიმჩნევია, რომ ჩვენს ანსამბლში ჰომოსექსუალები იყვნენ“ - რას ამბობს ნინო სუხიშვილი?

🔵„6 წლის ვიყავი როცა 44 წლის კაცს სახლში კანფეტისთვის გავყევი... ლოგინზე მომიჯდა და ხელით შეხება დამიწყო“

🔵შემზარავი ამბავი - იძებნება გოგო, რომლის დამწვარი ფოტო რუსთავის სასაფლაოზე იპოვეს

🔵„მანქანაში გამაუპატიურა, ჯერ საყურეები ჩამომგლიჯა, მერე „ცეპი“, ბეჭდები და ჩანთა წამართვა... თავშიც ჩამარტყა“ - ქვრივი ქალის გაუხმაურებელი ამბავი

🔵„რომელ ერთზე გადავუხადო მადლობა... ვერ გავბედე მეთქვა, ღმერთო აცხონე, პირიქით, მას ვთხოვდი ისევ დახმარებას“ - რას წერს მამა ლევანი მიტროპოლიტ სერგიზე?



„განა არ ვიცი, რომ მაპატიებთ, თუ მხოლოდ...

17 წუთის წინ

ნათია ფანჯიკიძე

„არასდროს არ ვყოფილვარ იმ ტიპის გოგო, რო...

28 წუთის წინ

დამიცავი პატრა ვარ

რა იწვევს პირ-ხახის უკანა ნაწილის კიბოს...

36 წუთის წინ

ზაზა თელია


„მამა თმებში მწვდა და ტყავის ქამრით მცემ...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

წამყვანები

„სამი და და სამი ძმა“ - „ფარული ვნების“...

22:56 ორშ. 18 ოქტომბერი

ფარული ვნება

VIDEO: „ბრალდებულმა დაკავებისას ხელყუმბა...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

ვ

„ლიზა იასკოს არ ვიცნობ... მყავს ერთი უსა...

14:37 ორშ. 18 ოქტომბერი

სააკაშვილი

მაკა კვიციანის გრანდიოზული დაბადების დღე...

14:30 ორშ. 18 ოქტომბერი

მაკა კვიციანი

„ჩვენი სიყვარულის ისტორია წლების მანძილზ...

11:38 ორშ. 18 ოქტომბერი

ბერა ივანიშვილი

19 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

00:44

მზე

19 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

00:34

შუქი

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ისიც არ იც...

21:32 ორშ. 18 ოქტომბერი

„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე

გია ვოლსკი: ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ის...

21:00 ორშ. 18 ოქტომბერი

პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე

„ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან...

20:53 ორშ. 18 ოქტომბერი

დევი ტაბიძე

ზაალ ანჯაფარიძე: მელია რომ არჩევნებს წაა...

20:52 ორშ. 18 ოქტომბერი

ანალიტიკოსი - ზაალ
ანჯაფარიძე

„ორივე აცრა შეიძლება გაიკეთოთ ერთ დღეს“...

19:59 ორშ. 18 ოქტომბერი

დაავადებათა კონტროლის
ეროვნური ცენტრი

თსუს მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგ...

19:37 ორშ. 18 ოქტომბერი

თსუ

ვლადიმერ ბოჟაძე გიგი უგულავაზე: აქციაზე...

18:25 ორშ. 18 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
Digest.ge