Digest Logo

სხვისთვის გაწირული სიცოცხლე და ქალი სნაიპერის სასიკვდილო გასროლა - გაიცანით ჭაბუა ამირეჯიბის შვილი

 20:24 ხუთ. 4 თებერვალი
ამირეჯიბი

„სამშობლო ისეთი განცდაა, რომელიც ყველა მიწიერ და მატერიალურ განცდას, რომ აღემატება! სამშობლოს სიყვარული არ შეიძლება შეედაროს არავის და არაფრის მიმართ სიყვარულს! ის ერთდადერთია ! ცოდოა უსამშობლო ადამიანი“... - ამბობს ჭაბუა ამირეჯიბის მიერ შექმინილი პერსონაჟი დათა თუთაშხია.

დიახ, სწორედ სამშობლოს სიყვარულს შეეწირა მისი შვილი, ირაკლი ამირეჯიბი, თანაც ძალიან ახალგაზრდა.

აფხაზეთის ომის გმირი, ირაკლი ამირეჯიბი დაიბადა ქ. თბილისში 1963 წლის 29 აპრილს და გარდაიცვალა 1992 წლის 17 ნოემბერს.

ირაკლი ჭაბუას ძე ამირეჯიბი, ერთ-ერთი მათგანია, ვინც აფხაზეთში აფხაზებს კი არა, იმ უგუნურებას ებრძოდა, რამაც ეს საზარელი, ძმათამკვლელი ომი გააჩაღა.

ამის დასტურია ერთი საოცარი ეპიზოდი მისი საბრძოლო ცხოვრებიდან.

სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის ყოფილი მეთაური, მიხო მორჩილაძე წერს:

„ერთხელ, დაზვერვაზე ყოფნისას თავისიანებს რაციით გამოძახებაზე პასუხობდა. ლაპარაკში მოწინააღმდეგის მზვერავიც ჩართულა, ალბათ იმ სასწაულებრივი მიზეზით, რომ ორივეს მედესანტეების საველე მეტსახელი ჰქონდა.

ირაკლის შეუთავაზებია, დილის ხუთ საათზე ტამიშის ხიდთან შევხვდეთო. პირველი თავად მისულა, მოვედიო, ხმამაღლა დაუძახია.

ის მეომარიც გამოსულა საფარიდან. ერთმანეთს გადახვევიან და ვინ იცის, რა ისაუბრეს – ეს შეხვედრა ხომ სიცოცხლისა და მშვიდობის სახელით მოხდა და არა მტრობის და სისხლისღვრის წყურვილით.

ირაკლის სულის სიღრმემდე გაცნობიერებული ჰქონდა ვისი მოდგმისა იყო, ქვეცნობიერად გრძნობდა თავისი გმირი წინაპრების გენებს, რომელთა შორის აფხაზებიც იყვნენ!

ირაკლი 1992 წლის 1 ოქტომბერს ჩაირიცხა სადესანტო-სადივერსიო ბატალიონში დაზვერვის მეთაურის მოადგილედ. მას გავლილი ჰქონდა სამხედრო სამსახური ლიტვაში – სადესანტო ნაწილებში.

სწორედ იქ ისწავლა უმძიმეს განსაცდელთან თვალის გასწორება, სამხედრო საქმის მრისხანე სიბრძნე და ვაჟკაცობის ფასი…

სადესანტო-სადივერსიო ბატალიონი, საგურამოში, ხანმოკლე საწვრთნელი შეკრების შემდეგ, სოხუმს გაფრინდა, საიდანაც ოჩამჩირეში გადაიგზავნა. აქ იყო მისი დისლოკაციის ადგილი.

ირაკლი თითქმის ყოველდღე გადიოდა მტრის ზურგში, აგროვებდა სადაზვერვო მონაცემებს, იბრძოდა.

მონაწილეობდა სოფელ ბესლახუბას გათავისუფლებაში, მონაწილეობდა მერკულას დაცვაში, სოფელ შრომის გათავისუფლებაში, ოხურეის დაცვაში, რევას აღებაში, ლაბრას დაცვაში, ოჩამჩირის დივერსიული ჯგუფის განიარაღება-დაკავებაში.

26 ოქტომბერს მტრის სადივერსიო ჯგუფთან შეტაკებისას დაიჭრა, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია.

ამ ბრძოლისათვის გამოუცხადეს მადლობა და სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინეს.

სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის ყოფილი მეთაური – მ. მორჩილაძე წერს:

„ირაკლი გახსნილად იბრძოდა, თანამებრძოლებზე ზრუნავდა. ეს ერთი შეხედვით ელემენტარული ამბავია, ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ირაკლის სულში, ყველა ეს თვისება ერთგვარი წესრიგით იყო თავმოყრილი.

ირაკლი, ისტორიული სარაინდო წიგნებიდან ფოტოგრაფიული სიზუსტით გადმოსული, მამაცი მებრძოლი იყო, რომელმაც მთელი ფრონტის ხაზზე, მოკლე ხანში, გასაკვირველი სახელი დაიდო.

ირაკლი, განსაცდელში ჩავარდნილი უცნობი ადამიანების სიცოცხლეს შეეწირა. ფრანგი ჟურნალისტი უკვე უსაფრთხო ადგილას ჰყავდა გაყვანილი. ის, რაც ირაკლიმ გააკეთა – გმირობაა. მოკვდა ლამაზი და სუფთა სიკვდილით...

ეს მოხდა ტამიშთან, 17 ნოემბერს.

საშინელი ბრძოლების შემდეგ, მხოლოდ 19-ში მოვახერხეთ მისი შტაბში გადმოყვანა – ჰყვებოდნენ თანამებრძოლები. ამ დროისთვის უკვე მოწინააღმდეგის ბანაკშიც იცოდნენ ირაკლის ამბავი…

შემოგვითვალეს – „შეიძლება მოვიდეთ და მიცვალებულს პატივი მივაგოთო?“

– ჩვენ დავთანხმდით.

თეთრი დროშებით მოვიდნენ, მისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. ვაჟკაცური გულწრფელობით მოგვისამძიმრეს.

ინტერვიუ აფხაზ სნაიპერ ქალთან, ეკა ახალაიასთან:

- ვაჟკაცი ქართველი არ შეგხვედრიათ?
- არა, იყვნენ, როგორ არა. აი, თქვენი მწერალი რომ არის, ამირეჯიბი, მაგისი ბიჭი იბრძოდა აქ, ჩვენ წინააღმდეგ, თბილისელების ბატალიონში. მაღალი, ლამაზი ბიჭი იყო… ვეფხვივით იბრძოდა. ჩვენები ნადირობდნენ მასზე… დაიღუპა. მაშინ ჩვენები, თეთრი დროშით გადავიდნენ მტრის პოზიციაზე, მიუსამძიმრეს ბატალიონს, ომი ომიაო, მოუბოდიშეს, შემდეგ უკან დაბრუნდნენ და გაამაგრეს თავისი პოზიციები.
- როგორ მოკლეს?
- ლიტველმა სნაიპერმა ქალმა მოკლა. ძალიან მოსწონებია და დანანებია, ასეთ სილამაზეს როგორ უნდა ვესროლოო, თუმცა მერე გვითხრა, ამაში ხომ ფულს მიხდიდნენო… და უსვრია.

„ერთხელ დახარა თავი ირაკლიმ, ერთადერთხელ, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანიდან დაჭრილი გადმოეყვანა და ტყვია სწორედ მაშინ მოხვდა“, – იხსენებდა სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის მეთაური, მიხო მორჩილაძე.

ირაკლის სიკვდილმა, მთელი საქართველო შესძრა.

თურმე იქ, სადაც ეს ულამაზესი ვაჟკაცი, მიწას მიაბარეს – თეთრი შროშნები ამოსულა…

სხვისთვის გაწირული სიცოცხლე

როგორც ამბობენ, იგი უცნობი ადამიანების სიცოცხლეს შეეწირა. ირაკლიმ განსაცდელში ჩავარდნილები საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა.

მას ფრანგი ჟურნალისტი უკვე უსაფრთხო ადგილას ჰყავდა გაყვანილი, თუმცა თვითონ ვეღარ გადარჩა.


აგრეთვე წაიკითხეთ:

სროლაც არ შეგიძლიათ, თქვენი! - რა აღმოაჩინეს გეგა კობახიძის საკანში - უცნობი ამბები

აზარტული თამაშები, უიღბლო სიყვარული და 3 ტყვია - დუდუ დადიანის პორტრეტი

მოკლული მამა და საყვარელი ბიჭი, 2 ქორწინება - „სილამაზით დაფარული“ მაკა ასათიანის ტრაგიკული ამბები


„ხაინდრავამ მითხრა, იარე შიშველი ოთახშიო...

11 წუთის წინ

ხაინდრავა პაიჭაძე

როგორი იქნება COVID-19-ის მეხუთე ტალღის...

27 წუთის წინ

გარდაცვლილი პაციენტი

„მე ვხედავ სიკვდილს, ორ კვირაში ხალხი უჟ...

41 წუთის წინ

გიორგი ფხაკაძე


„გაინტერესებს კაცის ხორცი შევჭამე თუ არა...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ლენტი ავარია

სასამართლომ ბრიტანელ ექსტრემისტს დიკენსი...

17:20 ოთხ. 27 ოქტომბერი

დიკენსი

„მელიას პირდაპირ უთხრეს, რომ წინააღმდეგ...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ნიკა მელია და მიხცეილ
სააკაშვილი

„ტრაგიკული გავლენა ჰქონდა ჩემზე... სამწუ...

18:28 ოთხ. 27 ოქტომბერი

პაიჭაძე

„ყველაზე მაგარი ძმა მყავს და დიახ, გოგოე...

17:18 ოთხ. 27 ოქტომბერი

ბერა და ცოტნე

„კასტინგის დროს 40 მქონდა ტემპერატურა, მ...

12:49 ოთხ. 27 ოქტომბერი

გვანცა ოსიყმაშვილი

გია აბაშიძე: გვარამიას ოფისში დაწერილი ე...

00:42

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge

როგორი ამინდი იქნება 28 ოქტომბერს?

00:30

ამინდი

ყურადღება! - თბილისის ნაწილს 28 ოქტომბერ...

00:28

შუქი

„ყოველ 1 მილიონ ინფიცირებულ ბავშვზე საავ...

00:27

იაგო ფრანგიშვილი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:23

28

დღევანდელი, მართლა შთამბეჭდავი აქციის შე...

00:11

ექსპერტი ეკონომიკის
საკითხებში გიორგი
ცუცქირიძე - Digest.ge

დაჯდა და ჩამოწერა ციფრები, აი, ზუსტად ის...

23:53 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge

ვფიქრობ IPSOS Global დღეს შენი ისტერიული...

23:44 ოთხ. 27 ოქტომბერი

საჯარო სამართლის დოქტორი
თამთა მეგრელიშვილი

ისტერიკიანმა გვარამიამ იპსოსის კვლევა და...

23:35 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე